პარასკევი, 26.04.2024, 05:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » პეტრე ბაგრატიონი.
20:08
პეტრე ბაგრატიონი.

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (რუსкнязь Пётр Ива́нович Багратио́н) (დ. 1765ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი — გ. 12 (24) სექტემბერი1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი(1809), 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. მასზე ნაპოლეონს უთქვამს:

ვიკიციტატა
«რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი»
(აკაკი გელოვანი — სიბრძნის სიმფონია, თბილისი, 1989, გვ. 296)

ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებშირუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდაალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცისპრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში1808-1809წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.

Bagration P I.jpg

წარმოშობა [რედაქტირება]

მისი პაპა ალექსანდრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის იესეს შვილი. მეფე იესეს სიკვდილის შემდეგ მაჰმადიანი ალექსანდრე (ისაკ–ბეგის სახელით) თეიმურაზსა და ერეკლეს ებრძოდა, თუმცა შემდეგ თეიმურაზის მეცადინეობით ის მოინათლა და ეწოდა ალექსანდრე. ის ყიზლარში დასახლდა 1759 წელს. ალექსანდრეს შვილი და პეტრეს მამა ივანე რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. მას ჰყავდა კიდევ ორი შვილი:რომანი (რევაზი) და ალექსანდრე.

სამხედრო კარიერა .

ადრეული კარიერა .

პეტრე სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მამიდა ანა გოლიცინასთან. სწორედ მამიდის წყალობით მასზე შეიტყო გრიგოლ პოტიომკინმა, რომელმან 1782 წლის 21 თებერვალს (4 მარტი)17 წლის ბაგრატიონს სამხედრო სამსახური დააწყებინა ასტრახანის ქვეითთა პოლკში სერჟანტად. 1783 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ჩეჩნების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1785 წელს ჩეჩნებთან ბრძოლაში ის ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლა მანსურ მაგომამ პეტრეს მამის ხათრით, რომელიც მათ ადრე ბევრჯერ დახმარებიათ. ამ ოპერაციების შემდეგ მისი პოლკი გაერთიანდა ტომსკის ქვეითთა პოლკთან და დაერქვა კავკასიის მუსკეტერთა პოლკი.17871791 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (6 (17) დეკემბერი1788), რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1792 წლამდე ის ისევ კავკასიაში იბრძოდა. 1793 წელს მან მიიღო პრემიერ−მაიორის ჩინი კიევის კავალერიის პოლკში სამსახურისას. 1794 წელს ის პოლონეთში მეთაურობდა ერთ-ერთ ესკადრონს სუვოროვის არმიაში. ის მონაწილეობდა სედლეცთან გამართულ ბრძოლაში. მან ასევე თავი გამოიჩინა ბროდთან, სადაც ათასი პოლონელი დაამარცხა და მათგან 250 კაცი და ერთი ზარბაზანი ჩაიგდო ხელში. ამ გამარჯვებას მოჰყვა მისი კარიერული წინსვლა: საკუთრივ ამ ბრძოლის გამო ის 1794 წლის 15 (26) ოქტომბერს ვიცე-პოლკოვნიკი გახდა. 1798 და 1799 წლებში კი ჯერ პოლკოვნიკის შემდეგ კი გენერალ-მაიორის სამხრეები დაიმსახურა.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1228 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები