პარასკევი, 26.04.2024, 10:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » The Guardian-იანის ჟურნალისტი რუსეთიდან გაამგზავრეს.
20:24
The Guardian-იანის ჟურნალისტი რუსეთიდან გაამგზავრეს.

ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოსკოვიდან ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის კორესპონდენტი ლიუკ ჰარდინგი გაიწვიეს.

გაზეთის აზრით, ჰარდინგი რუსეთიდან მისი სტატიისთვის გამოაძევეს. პუბლიკაციაში გამოქვეყნებული იყო WikiLeaks-ის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობამ რუსეთი "მაფიოზურ სახელმწიფოდ" აქცია.

ჟურნალისტი მოსკოვში უქმეებზე ჩავიდა, როცა საზღვარზე მისი პასპორტი ნახეს, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს: რუსეთი თქვენთვის დაკეტილიაო.

აეროპორტის ჩაკეტილ ოთახში გატარებული 45 წუთის შემდეგ, ის ლონდონში გაამგზავრეს. ვიზა ანულირებული იქნა, ხოლო პასპორტი თვითმფრინავზე დაუბრუნეს.

ბრიტანეთის მთავრობამ ჯერჯერობით არაფერი იცის იმაზე, თუ ვისი მითითებით გაამგზავრეს The Guardian-ის კორესპონდენტი რუსეთიდან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ორშაბათს, 7 თებერვალს განმარტებისთვის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს მიმართა და ისიც საქმეში გარკვევას შეპირდა. 

"ძალიან შემაშფოთებელი ამბავია, სერიოზული დარტყმაა თავისუფალი პრესისთვის. - განაცხადა The Guardian-ის რედაქტორმა ალან რასბრიჯერმა (Alan Rusbridger). - ის, რომ რუსეთის მთავრობა აგდებს მისთვის არასასურველ ჟურნალისტებს ქვეყნიდან - სერიოზულ მღელვარებას იწვევს".

ლიუკ ჰარდინგი 2010 წელს დააკავეს ინგუშეთში, როცა ის ჩრდ. კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე პუბლიკაციისთვის მასალებს აგროვებდა.

კატეგორია: ფოტოალბომი | ნანახია: 1107 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები