შაბათი, 27.04.2024, 07:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » სექსუალურობა და კვება.
20:33
სექსუალურობა და კვება.

იმის მიხედვით, თუ რას ჭამს თქვენი რჩეული მამაკაცი, რის მომზადებას გთხოვთ ხშირად, ტკბილს ამჯობინებს თუ ცხარეს, ჭამის როგორი მანერა აქვს, თქვენ შეძლებთ, მისი ხასიათი და მიდრეკილებები მიახლოებით მაინც ამოიცნოთ.

საინტერესოა, რომ ფრანგებმა შექმნეს თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალურობას მისი ჭამის მანერის მიხედვით განსაზღვრავენ: კვლევების თანახმად, ადრეული ეაკულაციის მქონე მამაკაცთა 80% ნთქავს საკვებს, პრაქტიკულად არ გადაამუშავებს მას, ახასიათებს ე. წ. „სრული სვლით ჭამა". ფრანგი ქალების 85% უპირატესობას ანიჭებს მამაკაცებს, რომლებიც კარგად ამზადებენ საჭმელს.

სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით ჭამენ, სექსუალური ვნება მეტად გამოხატული აქვთ. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ახლავს ყოველ გადაყლაპულ ლუკმას და კალორიების სკურპულოზური თვლა ხელს უშლის საწოლში თავისუფალ ქცევას. გურმანებს ჩვეულებრივ მეტი ენერგია აქვთ, იშვითად ვარდებიან დეპრესიაში - ეს კი დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე.

გემრიელი საკვებისგან წამოსული იმპულსები, ისევე როგორც სექსუალური კმაყოფილების სიგნალები, წარმოიქმნება და მუშავდება თავის ტვინის ერთსა და იმავე ნაწილში, რომელიც ემოციებს განაპირობებს. ამასთან მდედრს სრულყოფილი შთამომავლობის მოსაცემად, ძალების შენარჩუნების და ნაყოფის გამოკვებისთვის ესაჭიროება არამარტო განაყოფიერება, არამედ საკვები. ამიტომ საკვების გემოს მცოდნე მამრი, ქვეცნობიერად აღიქმება როგორც პერსპექტიული.

სასიყვარულო თამაშებში ოსტატია მამაკაცი, რომელიც თვალყურს ადევნებს საკუთარ რაციონს, მაგრამ ზომიერად. უარს აცხადებს დესერტზე ან დამატებით ულუფაზე. საკუთარ სიამოვნებაზე წინ თქვენსას დააყენებს.

ზომიერად მსუქან ადამიანებსაც შეუძლიათ ცხოვრებით ტკბობა, ხოლო ძალიან გამხდრები კი თავს იზღუდავენ და საკუთარ გრძნობებს და ემოციებს მკაცრად აკონტროლებენ.

ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც მადით არ გამოირჩევიან, ასჯერ დახედავენ ჩანგალს, სანამ პირში საკვებს ჩაიდებენ. ასეთების არ უნდა შეგშურდეთ: ისინი ვერ იტანენ, როცა კოცნიან, და ერიდებიან ყოველგვარ შეხებას.

ვეგეტარიანული კვების მიმდევრები ცდილობენ არ გამოიყენონ პროდუქტები და სანელებლები, რომელიც მადას აღვიძებს. შესაძლოა ხორციანი პროდუქტებზე უარი დაკავშირებული იყოს მგრძნობიარობის ფარულ ზიზღთან.

თუ 30 წლის შემდეგაც მამაკაცი აგრძელებს მხოლოდ ჰამბურგერების ჭამას, ნიშნავს რომ მას აშკარად არ ჰყოფნის არამარტო ფანტაზია, არამედ სექსუალური სიმწიფეც. ის ძალიან მოსაწყენი საყვარელი იქნება.

თუ მამაკაცი ბარში წახემსებას ამჯობინებს, სახლში კი კონსერვებით იკვებება, მას შანსი აქვს დაიპყროს თქვენი გული და თქვენი ღამეები გადააქციოს განცხრომად, ზედმეტი პიკანტურობის გარეშე.

მამაკაცი, რომელიც საკუთარი წონით უკმაყოფილოა და კალორიების საკითხი  აღელვებს, ზედმეტად მყარად დგას მიწაზე და ქალის „მეშვიდე ცაზე" აყვანას ვერ შეძლებს. ამის საპირისპიროდ, ის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მაღალი დონის სამზარეულოს - შესანიშნავი საყვარელი იქნება. მაგრამ  სიფრთხილე გამოიჩინეთ! გემოს მოყვარულები ეგოისტებიც არიან. ისეც ხდება, რომ ჭამით გატაცება სუბლიმაციაა, რომელიც ცვლის ინტერესს სექსის მიმართ. 
თუ შენი საყვარელი მამაკაცი მჟავეს ეტანება, იცოდე: ის უკიდურესად ერთგული ადამიანია. თუკი ერთხელ გადაწყვიტა, რომ გიყვარს და უყვარხარ, დარწმუნებული იყავი, ეს სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდება. ყოველგვარი უთანხმოების სასტიკი წინააღმდეგია და მის გვერდით მშვიდი ცხოვრება გელის.

უპირველეს გემოს ადამიანები დედის სხეულშივე ეზიარებიან: ეს ამნიონის სითხეა და მას მლაშე გემო აქვს. თეორიულად ის ადამიანები რომლებიც მლაშე საჭმელს ეტანებიან, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვით ნამდვილად არ გამოირჩევიან და ტრადიციული სექსის მოყვარულნი არიან. შეგიძლია "დიდ ბავშვთან” ურთიერთობა? თუკი პასუხი დადებითია, მაშინ მოემზადე: ერთით მეტი ბავშვის მოვლა მოგიწევს.

ადამიანი, რომელსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, გარშემომყოფებისგან განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს, თუმცა თავის რჩეულს არც თვითონ აკლებს ყურადღებას და სითბოს. საკმაოდ რისკიანია. თუკი ნამდვილ ჰედონისტთან გადაწყვეტ ცხოვრებას, დარწმუნებული იყავი, რომ მთელ სიცოცხლეს რომანტიკულ ზღაპარში გაატარებ.

ცხარე საჭმელი ენაზე განთავსებული ნერვული დაბოლოებების სტიმულირებას ახდენს. ეს სწორედ ის ნერვებია, რომლებიც გაიძულებენ იტირო, როცა ხახვს ჭრი, მეორე მხრივ კი გაფხიზლებენ და სიცოცხლის სურვილით გავსებენ. თუ შენს მეგობარს ცხარე საჭმელი უყვარს, ჩათვალე, რომ მასთან არასოდეს მოიწყენ, ისიც გაითვალისწინე, რომ თავგადასავლების მოყვარულია და მშვიდი ცხოვრება თუ გიყვარს, მის გვერდით არაფერი გესაქმება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 969 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები