შაბათი, 27.04.2024, 04:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ნაკლები ჭამე და ბევრი იმოძრავე ბარიატრიული ქირურგიის ხარჯზე.
20:43
ნაკლები ჭამე და ბევრი იმოძრავე ბარიატრიული ქირურგიის ხარჯზე.
 არსებობს, ერთი შეხედვით მარტივი ფორმულა, რომელსაც წარმატება მოაქვს სიმსუქნესთან ბრძოლაში: ნაკლები ჭამე და ბევრი იმოძრავე. მაგრამ, ეს ფორმულა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეყრდნობი მუდმივად და უპირობოდ.

ჭარბი წონის პრობლემა, ყველა განვითარებული ქვეყნის წინაშე დგას. XX-XXI საუკუნის მიჯნაზე, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, სიმსუქნე დახასიათებულია  როგორც არაინფექციური ეპიდემია. დღესდღეობით მსოფლიოში სიმსუქნით 100 მილიონამდე ადამიანია დაავადებული, მათ შორის მძიმე ფორმებით ე.წ. ”მორბიდული სიმსუქნით” მოსახლეობის 3-5%. საქართველოში ”მორბიდული სიმსუქნით”100000_მდე ადამიანია დაავადებული. 
მარტივად შეგიძლიათ განსაზღვროთ,გაქვთ თუ არა ჭარბი წონა. ამისთვის აუცილებელია  გამოითვალოთ სმი (სხეულის მასის ინდექსი) შემდეგი ფორმულით:  სმი = სხეულის მასა (კგ) : სიმაღლე (მ)2
სიმსუქნე დაავადებაა,რომელიც შეიძლება განვითარდეს ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში. ხშირად დაკავშირებულია სტრესთან_პროფესიის შეცვლა, სპორტული დატვირთვის შეწყვეტა, ორსულობა და მშობიარობა, კლიმაქსი, უმოძრაობა. საკვების მოხმარების ნებისმიერი გაზრდა და ამასთანავე ფიზიკური დატვირთვის შემცირება სიმსუქნის წინაპირობაა. 
სიმსუქნე იწვევს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიას, II ტიპის შაქრიანი დიაბეტს, უშვილობას...
იმისთვის, რომ განვთავისუფლდეთ ჭარბი წონისგან  ”კუზანოვის კლინიკაში” არსებობს ქირურგიული მეთოდი ანუ ბარიატრიული ქირურგია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი მიმართავს. ამ მეთოდით  შესაძლებელია  სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებებისგან განკურნება.
ბარიატრიული ქირურგიის თანამედროვე არსენალი მოიცავს 5 ძირითად ქირურგიულ ჩარევას სხვადასხვა მოდიფიკაციებით: 
1.ინტრაგასტრალური ბალონირება;
2.კუჭის ლაპაროსკოპული ბანდაჟირება;
3.ლაპაროსკოპული გრძივი ანუ სლივ (SLEEV) გასტრექტომია;
4.გასტროშუნტირება;
5.ბალიოპანკრეატიული შუნტირება;
ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევა ოპერაციის ტიპი. იმისდამიხედვით თუ როგორი კვების და ცხოვრების რეჟიმი აქვს. ოპერაცია კეთდება პაციენტის, ქირურგის, ენდოკრინოლოგის და ფსიქოთერაპევტის საერთო გადაწყვეტილებით.

-ინტრაგასტრალურუ  ბალონირება:


 
მეთოდი ნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთა წონა არ აღემატება 30 კგ-ს ნორმასთან შედარებით. ის გულისხმობს გლუვი სფეროს ფორმის სილიკონის ბალონის გამოყენებას. ჩაფუშული ბალონი გასტროსკოპის საშუალებით ყენდება კუჭში, კათეტერს უერთდება შპრიცი და მხედველობის კონტროლის  ქვეშ იბერება. როდესაც ბალონი შეივსება სითხით (500 მლ), კათეტერს აძრობენ და სარქველი იკეტება. რამდენიმე საათში პაციენტი მიდის სახლში. კუჭში მოთავსებული ბალონი იკავებს მის უდიდეს ნაწილს,რაც ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ დანაყრებას,რის შედეგადაც იგი იკლებს წონაში.
ინტრაგასტრალური ბალონირების უარყოფითი მხარეა კუჭის ეროზიებისა და წყლულების გაჩენა. თუ პაციენტს არ გამოუმუშავდა საკვების მიღების შესაბამისი სტერეოტიპი, შესაძლებელია ისევ მოიმატოს წონაში. რადგან 6 თვის შემდეგ ბალონი აუცილებლად უნდა ამოიღონ კუჭიდან. ხშირად ინტრაგასტრალური ბალონი გამოიყენება, როგორც მოსამზადებელი ეტაპი, ქირურგიული ჩარევის წინ მძიმე წონის მქონე პაციენტებისათვის.

-კუჭის ლაპაროსკოპული ბანდაჟირება რეგულირებადი რგოლით
 

ესაჭიროებათ  პაციენტებს,რომელთა წონა აღემატება 30-70 კგ.
მეთოდი გულისხმობს ლაპარასკოპიის მეშვეობით კუჭის ზედა ნაწილზე სილიკონის რგოლის ჩამოცმას. რეგულირებადი რგოლით კუჭი იყოფა ორ ნაწილად, ზედა მცირე – 25 მლ–მდე და ქვედა უფრო დიდი, მათ შორის ვიწრო ხვრელით, კუჭ–ნაწლავის ტრაქტში საკვების გადასვლის შესაფერხებლად. საკვები კუჭში მოხვედრის შემდეგ ვიწრო გადასასვლელის გამო ფერხდება ზედა კამერაში, აღიზიანების სიმაძღრის რეცეპტორებს და იწვევს დანაყრების შეგრძნებას.დაახლოებით 18 თვის განმავლობაში ავადმყოფი 50-60 კგ-მდე იკლებს.

 

-ლაპაროსკოპული გრძივი ანუ  სლივ (SLEEV) გასტრექტომია
 

 

 

ამგვარი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ პაციენტებს, რომელთა წონაც აღემატება 40-70კგ.
 ოპერაცია ტარდება, ტრადიციული განაკვეთის გარეშე, ლაპარასკოპიული მიდგომით. ოპერაციისას კუჭს შემოეჭრება მისი მოცულობის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად რჩება 1,5სმ დიამეტრის მილი და პაციენტისათვის საკმარისია 50 გრამზე ნაკლები საკვების მიღება, რათა გაუჩნდეს დანაყრების შეგრძნება. არ საჭიროებს ჩანაცვლების თერაპიას.

 

 

-გასტროშუნტირება
 
მეთოდი ნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთა ზედმეტი წონა აღემატება 70 კგ-ს.
გასტროშუნტირება  მიეკუთვნება რთულ–კომბინირებულ ოპერაციებს და მოიცავს რესტრიქციულ და შუნტირების კომპონენტს, ანუ კუჭის მოცულობის დაპატარავება და წვრილი ნაწლავის რეკონსტრუქცია, მიღებული საკვების შეწოვის შემცირების მიზნით.
საკვების მიღების შემცირება მიიღწევა კუჭის ზედა ნაწილში „პატარა კუჭის" შექმნით, მოცულობით 20–30მლ, რომელიც პირდაპირ უერთდება წვრილ ნაწლავს. კუჭის დანარჩენი, დიდი ნაწილის მოკვეთა არ ხდება, რჩება, მაგრამ კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან  მთლიანად  გამორთულია და საკვების პასაჟში მონაწილეობას არ ღებულობს.
ამგვარად,  ამ ოპერაციის შემდეგ,  საკვები საყლაპავი მილიდან  „პატარა კუჭში" და იქიდან პირდაპირ გადადის  წვრილ  ნაწლავში, ისე რომ არ გაივლის კუჭის დიდ ნაწილს და თორმეტგოჯა ნაწლავს.  კუჭის წვენი, ნაღველი და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენი ნაწლავის მეორე მარყუჟით საკვებს უკვე პირდაპირ  წვრილ ნაწლავში უერთდება.
გასტროშუნტირების დროს ,შესაძლებელია ,საჭირო გახდეს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, სხეულის წონის კლებასთან ერთად მასში კენჭების წარმოქმნის მომატებული ალბათობის გამო.
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ლაპაროსკოპიული ან ტრადიციული მეთოდით.  ოპერაციის ხანგძლივობა 2–4 საათია.
 პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელია მინიმალური ჩანაცვლებითი თერაპია

-ბალიოპანკრეატიული შუნტირება
 
უკეთდებათ  პაციენტებს, რომელთა ჭარბი წონაა 90კგ-ზე მეტი. ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში ტრადიციული  მეთოდით. ითვლება ყველაზე რთულ  ქირურგიულ ჩარევად  ბარიატრიაში, მაგრამ ყველაზე ეფექტურია. ამ ოპერაციისას  კუჭნაწლავის ტრაქტი ფაქტობრივად იყოფა ორ ნაწილად. ერთში გადაადგილდება საკვები, მეორეში საჭმლის მომნელებელი წვენები.  საკვების გადამუშავება და შეწოვა ხდება ნაწლავის ბოლო ნაწილში, ამასთან პაციენტს საკვების მიღების რაოდენობა არ ეზღუდება.
 ოპერაციას თან სდევს ნაღვლის ბუშტისა და აპენდიქსის ამოკვეთა, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისა და მწვავე აპენდიციტის მომატებული შესაძლებლობის გამო.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში საჭიროებს ჩანაცვლებით თერაპიას, რკინის შემცველი პრეპარატების, პოლივიტამინების და კალციუმის ყოველდღიურ პერორალურ მიღებას. მიუხედავად ამისა ბილიოპანკრეატული შუნტირება წონის დაკლების ყველაზე ეფექტური მეთოდია და ნაჩვენებია პაციენტებისთვის სუპერმორბიდული სიმსუქნით.
 გარდა ამისა, ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ პაციენტს არავითარი შეზღუდვა არ აქვს საკვების რაოდენობის მიღების მხრივ.
 აღსანიშნავია, რომ ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ, თითქმის 90%-ში ხდება II ტიპის  შაქრიანი დიაბეტის სრული განკურნება.
 დროთა განმავლობაში პრინციპი ”იცხოვრე, რათა ჭამო”  ალბათ შეიცვლება ლოზუნგით – ”ჭამე, რათა იცხოვრო”.
 ოპერაციის შემდეგ პაციენტი იკლებს წონაში, რის შედეგადაც ვითარდება რბილი ქსოვილების ფტოზი (ჩამოკიდება).   სხეულის ჩამოკიდებული კანის კორექციის მიზნით ტარდება შემდეგი ოპერაციები, რომლებსაც პლასტიკური ქირურგები აკეთებენ:  ბოდილიფტინგი, მკერდის აწევა–რედუქცია, დუნდულოების, ბარძაყების, მხრების აწევა და ა. შ. პლასტიკური ოპერაციების შესახებ მასალას უახლოვეს მომავალში მოგაწვდით.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1975 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები