პარასკევი, 26.04.2024, 07:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ფლორენცია.
08:06
ფლორენცია.

აქ ყოველთვისაა რაღაც ახალი. თუ უფიციში რიგის მოკავების დრო არა გაქვთ - უფრო საინტერესო საქმეც მოიძებნება:

Palazzо Spini Feroni (Piazza Santa Trinita) 
XIII საუკუნის სასახლე მხოლოდ Salvatore Ferragamo-ს შტაბ-ბინასა და ბუტიკს კი არ ინახავს. ყველაზე ძვირფასი პირველ სართულზეა - Ferragamo-ს მუზეუმი. ვიტრინებში ფეხსაცმელები ისეა გამოფენილი, როგორც საიუველირო ნაწარმი. პრინციპში, ასეთი ნამუშევარიცაა - ხელით შექმნილი, უზუსტესი ნაკერებით და მოოქროვილი ტყავით. ეფექტის გასაძლიერებლად მაისში გრეტა გარბოსადმი მიძღვნილი გამოფენაც იხსნება: შესანიშნავი კაბები, რომლებიც მისი მონაწილეობით იქმნებოდა და, რა თქმა უნდა, Salvatore Ferragamo-ს ფეხსაცმელი.

Santa Maria del Carmine (Piazza della Carmine) 
ტაძარი, რომელიც ძირითადი ტურისტული ბილიკების მიღმაა და ნამდვილ შედევრს - მაზაჩოს და მისი მიმდევრების ფრესკებით დამშვენებულ ბრანკაჩის კაპელას იცავს. რენესანსის ისტორიის ერთგვარი მოკლე კურსია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Palazzo Davanzati (Via Porta Rossa, 13) 
აღორძინების ეპოქის მუზეუმი გზამკვლევების უმრავლესობაში აღნიშნული არ არის. გაოცებს ფასადის შუასაუკუნეობრივი სიმკაცრე. შიგნით კი - სამოთხის ბაღია. ფარშევანგებისა და თუთიყუშების სანახავად სასახლის ბინადარმა ცხრა მთას იქით წასვლა არ სჭირდებოდათ - ფლორის და ფაუნის სიმდიდრით სასახლის კედლებიც გაოცებს.

სასტუმროები
მდიდრული
Four Seasons (Borgo Pinti, 99) — ვისკონტის ფილმების გმირად გადაქცევის შანსი გაქვთ. სასახლის ინტერიერები, ფრესკები და პარკი დაგეხმარებათ -  www.fourseasons.com

თანამედროვე
Gallery Hotel Art (Vicolo dell’Oro, 5) — სახელი თავად მეტყველებს. ყველაზე მოდური სასტუმრო ფლორენციაში ისტორიის მორიგ ძეგლთან.  ყველაფერი, რაც ინტერიერში მოგეწონებათ, მეზობელ ბუტიკში იყიდება - www.hotelungarno.it

კლასიკური
Hotel Lungarno (Borgo San Jacopo, 14) — პატარა სასტუმრო წრიპინა იატაკით, ბუხრებით, გრავიურებითა და ღვთაებრივი კოქტეილით «კირ როიალი» დიდ ბოკალებში. დაივიწყებთ, რომ ფარდები არსებობს - ნომრების ფანჯრები მდინარე არნოსა და პონტე ვეკიოს გადაჰყურებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: Riccardo Tinelli; Photas; East News

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1122 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები