ხუთშაბათი, 02.05.2024, 00:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ირაკლი ჩარკვიანი.
10:54
ირაკლი ჩარკვიანი.

ირაკლი ჩარკვიანი — ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი იყო ფსევდონიმით მეფე.
დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს, თბილისი, საქართველო 
გარდაიცვალა 2006  წლის 24 თებერვალს 
განათლება - კლასიკური ფორტეპიანო (1967 - 74); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი; ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა - 1991.
საქმიანობა -  მუსიკოსი 
აქტიური 1976 – 2006

მუსიკალური კარიერა 
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის ტაქსი (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკალის მიმართ.

ტაქსის წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Georgian Dance Empire (1993, ელექტრონული მუსიკა); Daira (1997) - პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი და ორღანი’78 (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი "სავსე", რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია "ვიცი რომ, აქ ხარ" და "ნანასი". ეს პერიოდი გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობითაც - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია.

2006 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება.

მოგვიანებით შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი - ძირს მეფე.

***
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამული მზის წვა, მდუმარება,
ფრთა მოტეხილი მერცხლის საშველად მე მარტო წავალ
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ
და ეს ზღვა გემები მორეკოს წყალმა
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,როცამე წავალ

სპილოს კომპრომისი
სიკვდილი იატაკზე. თეთრი დენდი.
სრულყოფის შიშით და საგანთა სიჩუმით,
მარტოობით ტანაყრილი ბაობაბის ნერგი...
ნორჩი ყლორტები...
აღმოსავლური მოწყენილობა,
უნდობლობის, თავის მისიის,
ანალოგიის უარყოფით.
უსარგებლო ჰეროიკა, მისი სუსტი მხარე:
- სპილო, რომელიც აქ აღარ ცხოვრობს.
სიკვდილზე უაზრო ნადირობა.
იატაკზე გათხრილი სანგარი,
რომელიც მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა.
მარტოობის შიშით ძრწოლვა,
ჩუმი ხმაური ბაობაბის ნორჩი ყლორტების,
აღმოსავლური გულუბრყვილობა.
ცდა შერიგების
როიალის თეთრ კლავიშებზე გაგორებული
ბილიარდის უნომრო ბურთივით.
უზარმაზარი ჩონჩხი
საძილეოთახის რბილ იატაკზე...
და კომპრომისი.

დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

დღე
დილით არა გვაქვს პური...
გინდა რომ მზე ამოვიდეს...
გაყინული ხელებით ჰკიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ...
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეგხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.

ჯიმ მორისონს
ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.

რა კარგია
რა კარგია, რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე -პროსპექტი.
რა კარგია, რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი - გამზირი.
რა კარგია, რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე - მოკლე.
რა კარგია, რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი - სანაპირო.
რა კარგია, რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი - ქანდაკება.
რა კარგია, რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე - პლატო.
რა კარგია, რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე - ყუბანეიშვილი.

მაიმუნები ვართ
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...

შოთეკო
ნესტად-დარეჯანი ქაჯების ხელშია,
ტარიელი ვეფხვებს დაერია,
ავთანდილი და ფრიდონი საომრად წავიდნენ.
თუ ქაჯები ომს წააგებენ,
ნესტან-დარეჯანი ტარიელს დაუბრუნდება
და ვეფხვები გადარჩებიან.

დრო
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1153 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები