პარასკევი, 26.04.2024, 16:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ბევერლი სილსი.
11:04
ბევერლი სილსი.

ბევერლი სილსი XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლადაა აღიარებული - "ამერიკული ოპერის პირველი ლედი", ასე მოიხსენიებენ მას დღესაც. ჟურნალ "ნიუ-ორკერის" მიმომხილველილი არაჩვეულებრივი აღფრთოვანებით წერდა - "მე რომ შემეძლოს რეკომენდაცია გავუწიო ტურისტებს, ნიუ ორკის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად,  ბევერლი სილსს დავაყენებდი პირველ ადგილას სხვა ღირშესანიშნაობებს შორის,  უფრო მაღლა, ვიდრე თავისუფლების ქანდაკება დგას.

სილსის ხმა გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სიმსუბუქით და ჟღერადობით. იგი  იპყრობდა მაყურებელს თავისი სცენური ტალანტით და საოცარი გარეგნული მომხიბვლელობით. მისი გარეგნობის აღწერისას, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ასეთი სიტყვები მოიშველია - სლავური მოყვანილობის სახე, წაბლისფერი თვალები, აწეული ცხვირი, სავსე ტუჩები, კანის მშვენიერი ფერი და მომხიბვლელი ღიმილი, ყოველივე ეს უზადო პორტრეტს ქმნის, მაგრამ მთავარი მის გარეგნობაში არის წვრილი წელი, რომელიც დიდი განძია საოპერო მომღერლისთვის, ყველაფერ ამასთან ერთად კი მოწითალო, ცეცხლისფერი თმა სილსს მეტ მიმზიდველობას სძენს. მოკლედ საოპერო სტანდარტების მიხედვით იგი ულამაზესია.

სლავური მოყვანილობის სახეში არაფერი იყო გასაოცარი, მომავალი მომღერლის დედა წარმოშობით რუსეთიდან იყო. ბევერლი სილსი (ნამდვილი სახელი და გვარი ბელა სილვერმენი) დაიბადა ნიუ ორკში, 1929 წლის 25 მაისს, ემიგრანტების ოჯახში. მამა ამერიკაში რუმინეთიდნ ჩამოვიდა, დედა კი რუსეთიდან. დედის გავლენით მას ჩამოუყალიბდა მუსიკალური გემოვნება.

 "დედაჩემს, იხსნებს სილსი, ჰქონდა გრამაფონის ფირფიტები ამელიტ გალი კურჩის ჩანაწერებით, (1920-იანი წლების ცნობილი სოპრანო). მთელი ოცდაორი არია. ყოველდღე დედა მომართავდა გრამაფონს, დებდა ფირფიტას და მხოლოდ შემდეგ მიდიოდა საუზმის მოსამზადებლად. 7 წლის ასაკში გოგონამ უკვე იცოდა  ყველა არია. იგი გაიზარდა ამ არიებზე ისე, როგორც ჩვენს დროში ბავშვები იზრდებიან სატელევიზიო რეკლამებზე. ამასთანავე, ბელა რეგულარულად იღებდა მონაწილეობას საბავშვო რადიო-გადაცემებში.

1936 წელს, დედამ, გოგონა ესტელა ლუბლინგის სტუდიაში მიიყვანა, რომელიც იყო გალი კურჩის კონცერმეისტერი. ამ დღიდან მოყოლებული, 35 წლის განმავლობაში ისინი ერთად მუშაობდნენ. თავდაპირველად ცნობილ პედაგოგს არ სურდა დამწყებ სოპრანოსთან ასეთი ადრეული ასაკიდან მუშაობის დაწყება, მაგრამ როგორც კი მოუსმინა გოგონას ხმას… (ეს იყო რეკლამა სარეცხ საშუალებაზე), ის მაშინვე დათანხმდა ბელასთან მუშაობას. აღსაზრდელი წინ თავბრუდამხვევი სისწრაფით მიიწევდა. 13 წლის ასაკში მოსწავლეს მზად ჰქონდა 50 საოპერო პარტია.

დღესაც უკვირთ, თუ როგორ შეინარჩუნა ხმა. ის მზად იყო ემღერა ყველგან სადაც საჭირო იყო და ემღერა რამდენიც საჭირო იყო. იგი მონაწილეობას ღებულობდა რადიო პროგრამაში "ტალანტების ძიება", ქალთა კლუბში,  ფეშენებელურ სასტუმრო "უოლდორფ ასტორიაში", ნიუ იორკის ღამის კლუბში და სხვადსხვა საოპერო მუზიკლებში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სილსს შესთავაზეს ადგილი მოძრაობის თეატრში. თავდაპირველად ის მღეროდა ოპერეტებში. 1947 წელს კი შედგა მისი დებიუტი ფილადელფიაში, ფრასკიტის პარტიით ბიზეს "კარმენში". 

ამავდროულად ის ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა. მოგვიანებით იტყვის: "მინდოდა მემღერა ყველა ის პარტია, რომელიც სოპრანოსთვის იყო დაწერილი". მისი ნორმა, ეს იყო 60 წარმოდგენა წელიწადში - რაც  დაუჯერებლად ჟღერს.

10 წლის განმავლობაში ის დადიოდა გასტროლებზე ამერიკის სხვადსხვა ქალაქებში. 1955 წელს კი გადაწყვიტა ძალები მოესინჯა "ნიუ ორკის სითი ოპერაშ", თუმცა მას მაშინვე არ დაუკავებია წამყვანი მომღერლის ადგილი. დიდი ხნის განმავლობაში მას ცნობდნენ მხოლოდ ამერიკელი კომპოზიტორის, დუგლას მორის, ოპერით "ბალადა ბები დოუზე".

1963 წელს მას ანდეს დონა ანას პარტია მოცარტის "დონ ჟუანში" და არც შემცდარან თუმცა საბოლოო აღიარება მოვიდა 3 წლის შემდეგ, ჰენდელის "იულიუს ცეზარში" კლეოპატრას პარტიის შესრულებით. სწორედ მაშინ გახდა ყველასათვის ნათელი, თუ როგორი ფართო დიაპაზონის მუსიკალური ტალანტი მოევლინა მუსიკალური თეატრის სცენას. ბევერლი სილსი, წერს ერთ-ერთი კრიტიკოსი, ასრულებდა ჰენდელის ურთულეს ფიორიტურებს ისეთი მოქნილობით, ისეთი შეუდარებელი ოსტატობით, ისეთი სითბოთი, როგორიც იშვიათად ახასიათებს საოპერო მომღერალს. ამასთანავე მისი სიმღერა გამოირჩეოდა ისეთი ექსპრესიულობით, რომ მაშინვე იპყრობდა მთელ აუდიტორიას. სპექტაკლმა მოიპოვა უდიდესი გამოხმაურება, მთავარი დამსახურება ამაში მიუძღოდა სილსს, მან მოხიბლა რომაელი დიქტატორი და ამასთანავე დაიპყრო დარბაზში მსხდომთა გულებიც.

იმავე წელს მას უდიდესი წარმატება მოუტანა მასნეს ოპერა "მანონმა", პუბლიკა და კრიტიკა აღფრთოვანებული იყო. მას უწოდებდნენ საუკეთესო მანონს, ჯერალდინა ფერარის შემდეგ. 1969 წელს შედგა მისი გამოსვლა მილანის ცნობილ თეატრ "ლა სკალაში", სადაც სპეციალურად ამერიკელი მომღერლისთვის აღადგინეს როსინის ოპერა "კორინთოს აღება", ამ ოპერაში ბევერლიმ შეასრულა პამირის პარტია. შემდგომში იგი გამოდიოდა ნეაპოლის, ლონდონის, დასავლეთ ბერლინისა თუ ბუენოს-აირესის თეატრალურ სცენებზე.

მსოფლიოს საუკეთესო თეატრებმა ვერ შეაჩერეს მსახიობის გულისწადილი, რომლის მიზანი - სოპრანოს პარტიების შესრულება იყო. სილსი წარმატებით ასრულებდა ლუჩიოს პარტიას დონიცეტის ოპერაში "მუჩია დე ლამერმური", ელვირას პარტიას ბელინის "პურიტანელ ქალებში", როზინას - როსინის "სევილიელ დალაქში", ვიოლეტას - ვერდის "ტრავიატაში", დაფნას როლს შტრაუსის ოპერაში. საოპერო მომღერალმა აიხდინა გულისწადილი, მის მიერ შესრულებული სოპრანოს პარტიების რიცხვი ოთხმოცზე მეტია. 

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 996 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები