ხუთშაბათი, 02.05.2024, 00:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » Giorgio Armani.
12:14
Giorgio Armani.

 არმანი მსოფლიო ბრენდია, კარგი გემოვნების ნიშანია და მოდის სიმბოლოა, მაგრამ თვითონ მაესტროზე რა ვიცით? როგორ გადაიქცა გულჩაკეტილი და მორიდებული ახალგაზრდა კაცი მოდის კანონმდებლად? რაშია არმანის ფენომენი? ის იშვიათად აძლევს ინტერვიუს, და როცა აძლევს, მაშინაც არ ცდილობს, გული გადაუშალოს ვინმეს.

 

   ჯორჯო არმანის პირველი და ერთადერთი ბიოგრაფია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა რენატა მოლხომ დაწერა. ის მოდის ისტორიასა და სოციოლოგიას სწავლობს და თავის წიგნში ცნობილი დიზაინერის ცხოვრებაზე გვიამბობს. წიგნი ძირითადად მეგობრების და ნაცნობების მონათხრობის მიხედვითაა დაწერილი. ავტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ იქცა როზანა არმანი, რომელმაც თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი ძმას მიუძღვნა. ბევრი რამ  "Vogue Italia”-ს არქივებში აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით ბიოგრაფიაზე მუშაობაში არმანის პრეს-სამსახური ჩაება. 
 
   "მისი ბიოგრაფიის დაწერის ცდა უამრავჯერ აღმოჩნდა ამაო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მის ცხოვრებაზე პირველ წიგნს მზის სინათლის ხილვა ეღირსებოდა”, - გამოტყდა რენატა მოლხო. წიგნში არაა მორიგ ჯილდოზე თუ პრემიაზე საუბარი, არც დღესასწაულების აღწერა, არც ცნობილი სახეების მოგონებები. ავტორი ვარაუდობს, რომ პირველადაა გამოკვეთილად წარმოდგენილი ჯორჯო არმანის პორტრეტი აქამდე სრულიად უცნობ ასპექტში, რომელსაც გამალებით იცავდა სხვისი თვალისგან დიდი მოდელიერი, რადგან არ სურდა ვინმე მის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყო.

  ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს, 7 საათსა და 40 წუთზე დაიბადა იტალიის ქალაქ პიაჩენცაში, ვია კოლუმბაზე, სადაც რომის მგლის ცნობილი მონუმენტი დგას. ის კირჩხიბია, მაგრამ ამავე დროს ლომის ზოდიაქოს ძლიერი გავლენის ქვეშაა. ოჯახის უფროსი, უგო არმანი, ქალაქის ფაშისტურ ადმინისტრაციაში მუშაობდა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, თამაშობდა კიდეც ადგილობრივ გუნდებში. დედა, მარია რაიმონდო (ჯორჯოს ცხოვრებაში მთავარი ფიგურა) დიასახლისი იყო, სპორტსაც მისდევდა, სოციალურ საქმეებსაც, საზაფხულო საბავშვო ბანაკების ხელმძღვანელიც იყო. მშობლები აღმერთებდნენ თეატრს და ერთმანეთი სწორედ მოყვარულთა სპექტაკლზე მუშაობისას გაიცნეს პიაჩენცას თეატრის სცენაზე. ჯორჯოს ტალანტი ძალიან ადრე გამოვლინდა. მისი დედა ყვებოდა, რომ ერთხელ საძინებელში, გადასაფარებლის ბოლოები მოჭრილი დახვდა, თურმე ჯორჯოს თავისი თოჯინებისთვის მოუჭრია ისინი,  რომ თმები გაეკეთებინა მათთვის. 
 
  ცოტა რამ დიზაინერის დრევანდელ ცხოვრებაზეცაა ცნობილი: მაგალითად: ის ძალიან უბრალოდ იცვამს, და უპირატესობას მუქ ლურჯ ფერს ანიჭებს. მისი გარდერობი, 48 განყოფილებით, არც ისეთი დიდია, რადგან დერეფანში ეტევა. სახლი ვია ბორგონუოვოზე – სამსართულიანია, ფართობით  500 მ2 - და ფუნქციურობის და დახვეწილი უბრალოების ნაზავია. მასში ნეიტრალური - კრემისფერი და სპილოსძვლისფერი სჭარბობს. 
არმანის სამუშაო დღე ადრე იწყება, შესვენებაზე - პირველიდან ორ საათამდე - 15 წუთი სძინავს თავისი ოთახის დივანზე. დაახლოებით 8 საათზე საკუთარ თავს უფლებას აძლევს ცოტა დალიოს "ნობუში” - ეს იაპონური რესტორანია, რომელიც მაღაზი ვია მანძონიშია გახსნილი.

- სულ თავიდან მე ძალიან ვეწინააღმდეგებოდი მანეკენების გაშიშვლებას, რადგან სამოსზე მეტ ყურადღებას მათი სიშიშვლე იპყრობდა, არც ტოპ-მოდელების პიროვნების, მათი საქციელისა და ხასიათისადმი გადაჭარბებულ ყურადღებას ვამართლებდი,- გვარწმუნებს ჯორჯო არმანი. 

 "ყველაფერს, რაც შემიქმნია, ქეიტ ბლანშეტი ასახიერებს, ის ყველა ჩემი ქმნილების ხორშესხმაა” - ამხელს დიზაინერი. "მისი გრაციოზული ფიგურა ზუსტად ისე აჩვენებს ჩემს კაბებს, როგორადაც მე ისინი შევქმენი”. ეს ქალი არმანის იდეალურ ქალად იქცა: უშფოთველი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ელეგანტური ქალბატონი, რომელიც სამყაროს უფრო სუფთას ხდის” (ჟურნალი ""Bunte”). 38 წლის ავსტრალიელი ქ. ბლანშეტი, რომელმაც 2005 წელს ოსკარი მიიღო "ავიატორში” შესრულებული ქეთრინ ჰეპბერნის როლისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილია ელისაბედ II-ის როლით და "ბეჭდების მბრძანებელში” გალადრიელის პერსონაჟით. 

 

 - მეჩვენება, რომ სექსუალურობა სხეულის საქვეყნო დემონსტრირებაში კი არა, ჟესტში, მოძრაობასა და ქალის იდუმალებაშია. მე უარს ვამბობ ბანალურობაზე: ზედმეტად ცხადზე, ტრივიალურსა  და ადვილად მიღწევადზე. მე უფრო დახვეწილი, ფაქიზი რამ მინდა გადმოგცეთ - ესაა შესაძლებლობა თავად გამოიყენონ იდუმალების და ეროტიზმის პოტენცია, რომლის ხორცშესხმის შესაძლებლობას ოსტატურად ახერხებს ჩემი შექმნილი ყველა მოდელი – ასეთია იდუმალებით მოცული ჯორჯო არმანის კრედო.

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1005 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები