შაბათი, 27.04.2024, 07:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » იაპონური ავანგარდი – ახალი სიტყვა რეი კავაკუბოსგან.
12:19
იაპონური ავანგარდი – ახალი სიტყვა რეი კავაკუბოსგან.

ჩაცმის ევროპულ სტილში აღმოსავლეთიდან «შემოჭრა» ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მაგრამ მისი მნიშვნელობა  მთელი სიმძაფრით უფრო 80-იანებიდან იგრძნობა. როცა დიდმა იაპონურმა სამეულმა – რეი კავაკუბო, იოჯი იამამოტო და ისეი მიაკე - რომელიც თავისი შემოქმედებითი გზით მიდიოდა, სრულიად განუმეორებელი სტილი შეიმუშავა, შესამჩნევი გავლენა მოახდინა მსოლფიო მოდაზეც.

                                                                                                    იაპონიიდან

სილამაზის იაპონური კანონები საფუძველშივე განსხვავდება მიღებული ევროპულისგან. ფიზიკურ სილამაზეს იაპონიაში ის ადგილი არ ეკუთვის, რაც ევროპასა და ამერიკაში. მომხიბვლელობა და მიმზიდველობა სულიერი თვისებად განიხილება.  თავიანთი დასავლელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც აკვიატებულად ცდილობენ სექსუალურობის გამოკვეთას და ქალის სხეულს ყველაზე ვიწრო და გამჭვირვალე კაბაში ახვევენ, იაპონელები სექსუალურობას ხაზს არ უსვამენ, პირიქით, მალავენ და გვთავაზობენ, ის სხეულში გავახვიოთ, ორიენტირად კი კიმონოს ფორმები აქვთ. 

გამოდის, იაპონური მოდა – ცხოვრების განსაკუთრებული ფილოსოფიაა.

თუკი დასავლეთში ცდილობენ, პლასტიკური ქირურგიის, ზეთანამედროვე დიეტოლოგიისა და სპორტული მედიცინით ადამიანური სხეულისგან ნამდვილი ხელოვნების ნიმუშის შექმნან, აღმოსავლელი დიზაინერები სულ ახალ-ახალ პროპორციებს ქმნიან ისეთი კოსტიუმისთვის, რომელიც ისე ცვლის სხეულს, რომ თავად სამოსი ხდება ხელოვნების ნიმუში.

... სხვათა შორის, იაპონელი მოდელიერებისთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ის, თუ "როგორ იქცევა” სამოსი მოძრაობისას, ანუ როგორ მოქმედებს ის ადამიანის მოძრაობის პლასტიკაზე. ამიტომ ამკვიდრებენ მოდელებს, რომლებზეც თავად მის მფლობელს შეუძლია მოაშოროს სახელოები, შეცვალოს სიგრძე, გადაუკეთოს საყელო...

და ვინაა რეი კავაკუბო?

იაპონიის ავანგარდული მოდის ყველაზე გამოკვეთილი წარმომადგენელი რეი კავაკუბო –Rei Kawakubo (დაბ.11.10.1942 წ.) ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანაა მოდის სამყაროში. მიუწვდომელი, როგორც დედოფალი, იდუმალი, როგორც სფინქსი. რეი კავაკუბომ რევოლუცია მოახდინა მოდაში (მანამდე ეს ქალებიდან მხოლოდ კოკო შანელმა შეძლო) შექმნა რა საკუთარი სტილი «Comme des Garcons» (ფრანგ. ბიჭებივით).

1980 გადადის პარიზში. 1 წლის შემდეგ უკვე მოდის დედაქალაქში წარმოადგენს Prêt-a-Porte-ს სეზონურ კოლექციებს. 

კარგად მხოლოდ სპეციალისტები იცნობენ, პრესასთან თითქმის არ აქვს კონტაქტი. სახელგანთქმულია, მაგრამ არა  - ცნობილი. მორიგი პარადოქსია მოდის სამყაროდან, მაგრამ ვერაფერს შეცვლი: ყველაზე დიდი იაპონელი დიზაინერი პიროვნების კულტის უდიდესი მოწინააღმდეგეა, რაც ძალიან იშვიათია. ჩვენების დასრულებისთანავე კულისებს მიღმა იმალება, მაყურებელს მეხსიერებაში მხოლოდ მოკლეთმიანი ქალის პატარა სილუეტი რჩება. ხომ გსმენიათ: "აღმოსავლეთი – ფაქიზი საქმეაო”. აქაც ასეა...

როდის და საიდან გაჩნდა

და მართლაც, რეი კავაკუბო მოდაში 1969 წელს მოვიდა, დააარსა რა იაპონიაში ამჟამად სახელგანთქმული ფირმა ორიგინალური სახელწოდებით "როგორც ბიჭები” (Comme des Garcons). ასეთი სახელწოდება აშკარა გამოწვევაა იაპონიის სამურაის სულისთვის, რადგან ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში მამაკაცები ჯერ კიდევ უნდობლად უყურებენ დამოუკიდებელ ქალებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიის წლიური შემოსავალი, რეი კავაკუბოს ფირმის არ იყოს, 125 მლნ. დოლარს შეადგენს!

ფილოსოფოსი განათლებით, რეი, ასე ხსნის მოდელირების მისეულ ხედვას: «თუ ჩემი გაგება გსურთ, ჩემს მოდელებს შეხედეთო». თუმცა, ძნელად თუ მოიძებნება მეორე ისეთი სტილი, რომელიც აღფრთოვანების გარდა, საყვედურებსაც იმსახურებს ცხოვრებასთან აბსოლუტური შეუთავსებლობის გამო და ასე ძნელი აღსაწერია. პრობლემა ისაა, რომ აქამდე ვერად ვერავინ მიუხვდა ამ სტილს ბოლომდე. ეპითეტები, რომლებიც მაღალ მოდაშია მიღებული, ისეთი, როგორიცაა ლამაზი, მდიდრული, ახალგაზრდული, ელეგანტური, აქ არ გამოდგება, რადგან ეს სამოსი მიღებულ ესთეტიკურ ნორმებს არ პასუხობს. და ტრადიციული იაპონური კოსტიუმის კიმონოსგანაც კავაკუბოს კაბები იმდენად შორსაა, რამდენადაც ჩიხტიკოპი – საღამოს კაბისგან.

რა უცნაური და გაუგებარი სტილია!

უკვე 30 წელზე მეტია რეი კავაკუბო თავისებურად ჭრის თარგებს და არგებს ადამიანის ფიგურას, აშიშვლებს ნაკერებს და აბრუნებს უკუღმა. კავაკუბოს სტილი იაპონური ესთეტიკიდან მოვიდა, რომელშიც არასწორი და არასრულყოფილი ფასდება, როგორც სიცოცხლის ნიშანი. სვიტერების, ქურთუკების, ქვედაკაბების ასიმეტრიული ბოლოები, რბილი დრაპირებები და უფორმო კაბა-მოსახვევები, დადაბლებული წელი და უზარმაზარი უბეები. ეს ყველაფერი პირისფერის სხვადასხვა ვარიაციითა და შავის ფერადოვანი ნიუანსებით.

ეს სტილი არ მოუწოდებს მოდის შემქმნელებს, ნოსტალგიურ წარსულში დაბრუნდნენ ან ხალხში ახალი იდეებისთვის გავიდნენ. გაბრიელ შანელის დარად, რეი კავაკუბო ნოვატორულად ცვლის სამოსის სტილს. «არ მგონია სექსუალური ის კაბები, სხეულს რომ აშიშვლებენ», — აცხადებს ის და მთელ მსოფლიოს უზომო მოდელებს აჩვენებს. თავიდან საზოგადოებას თავზარი დაეცა. უფორმო ქურთუკები უცნაური შესაკრავებით, ტომარა სვიტერები თითქოს დაჩრჩილული, გარეცხილი შალი, და ყველაფრის გვირგვინი, - შავი.  რეი კავაკუბოს წყალობით ის მასობრივი ხდება, რაც მანამდე მხოლოდ ჯინსების ცისფერმა შეძლო.

... რაღაცაში თავის თანამემამულე იოჯი იამამოტოს ჰგავს – განსაკუთრებით, შავის ტრფიალით. თუმცა ბოლო ხანებში მათი "გზები გაიყო": იამამოტო სულ უფრო აქტიურად ერთვება დასავლურ სტილთან პოლემიკაში, კავაკუბო კი კვლავაც თავდაჯერებული მიაბიჯებს საკუთარი საკმაოდ რთული გზით...

მდიდარ 80-ებში მისი მოდელები საცოდავად და უფორმოდ გამოიყურებოდა. დასავლელ ქალებს კავაკუბოსი არ ესმოდათ. ვნებისაღმძვრელი სილიკონის მკერდის მოდის დროს ის ამბობდა, რომ მის კაბებში ქალს არ სჭირდება დიდი მკერდი იმისთვის, რომ თავი ქალურად იგრძნოს. «ჩემთვის საინტერესო არაა, ქალი მშვენიერი გავხადო», — ამატებს ის. კავაკუბოს კოსტიუმებში უარყოფილია მთელი დასავლური წარმოდგენა მოდაზე. ისინი ქალის სხეულს მრავალფენიან კაბაში მალავენ, დეკორატიულები არ არიან და არ იგებენ ქალური ფიგურის გულს.  მათთვის მოდა ფუნქციური არაა და არ ელტვის ეფექტურობას. ამიტომ ხშირად ისმის: თავით კავაკუბოსკენ ვიხრები, მაგრამ ჩაცმა მაინც ფრაგებთან მირჩევნიაო».

რეი განუმეორებელია...

მისი სტილი — «დანგრეული შესახედაობა» (ტომრებივით დაკიდებული კაბები, უკან ღილებზე შესაკრავი ქურთუკები, და ყველაფერი სამგლოვიარო - შავი) მხოლოდ თავდასხმებს კი არ იწვევდა, უნდობლობასაც ზრდიდა დასავლეთში და მშობლიურ აღმოსავლეთში. კავაკუბომ პირველმა აჩვენა მამაკაცის ტანსაცმლის კოლექცია, რომელშიც ხაზი მოდელის წუნდაუდებლობაზე კი არა, მამაკაცის ინდივიდუალობაზეა გასმული. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მას დიდ პატივს სცემენ კოლეგები: კელვინ კლეინი, დონა კარანი, ცხონებული ჯანფრანკო ფერე, დოლჩე და გაბანა, მაგრამ ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი მაინც ალექსანდრ მაკკუინია. მას კავაკუბოს მოდელები აცვია და არაერთხელ უჩვენებია ისინი პოდიუმზე. 

... სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ რეი თავის კოლექციებს აქსესუარების გარეშე აჩვენებს (არცთუ უსაფუძვლოდ: მისი აზრით, სამოსი არ საჭიროებს რაღაც დამატებებს, თვითკმარია), რაც შეიძლება ცოტა მასალას იყენებს, რომ მაქსიმალურად გამოკვეთოს კოსტიუმის არსი. ურჩევნია დეფილე ვიწრო წრეში ჩატარდეს, მისი აზრით, ინტიმურ გარემოში მოდელი უკეთესად აღიქმება ...

ცდილობს შექმნას ის, რაც ჯერ არ არსებობს

ამიტომ სამოსში ამა თუ იმ დეტალს უტრირებული სახით წარმოადგენს (პერანგით შეკრული ხელები, სამოსი ამობურცული დეტალებით), და ირწმუნება, რომ ის სავსებით გამოდგება ყოველდღიური ხმარებისთვის. ამავე დროს, მის კოსტიუმებში შემთხვევითი არაფერია...

დეკონსტრუქტივიზმის ოსტატი (ინგლ. ნიშნავს ტრადიციული ფორმის რღვევას): რეი კავაკუბო აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ექსპერიმენტული სამოსი შინაგან თავისუფლებას ეხმარება. თუმცა ამაზე არ ჩერდება და უშვებს სუნამოს მამაკაცებისთვის სახელწოდებით «Homme des Garcons », რომელიც ძლიერი სქესისთვის ნამდვილი ნარკოტიკი ხდება – საქმე ისაა, რომ თითოულ სხეულთან შეხებისას ამ სუნამოს განსხვავებული სურნელი აქვს... რეი ისევ განუმეორებელია...

2007 წელს ავანგარდული მარკა საიუველირო ხელოვნების ათვისებას გადაწყვეტს და მარგალიტის სამშვენისებით ახარებს თაყვანისმცემლებს. საიუველირო ხაზს «Couture» დაერქმევა, წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის მარგალიტი ამ სახელს ნამდვილად იმსახურებს.  პირველი კოლიეები რომანტიკულია, რაც სულ არ გავს მარკის სტილს. ერთი მხრივ, სამკაული სიმეტრიულია, მკაცრი, ჩაკეტილი, დიდებული, მათსი არაა საბედისწერო და გამომწვევი ქვეტექსტი და არც ჭარბი ინტელეტუალობა იგრძნობა. თუმცა არაჩვეულებრივად ამაღლებულია და იდუმალი. რეი აქაც განუმეორებელია...

ხაზები Comme des Garcons : 
- Comme des Garcons - Comme des Garcons Homme (1978)
- Tricot Comme des Garcons (1981) 
- Robe de Chambre Comme des Garcons (1981) 
- Comme des Garcons Homme Plus (1984) - 
- Comme des Garcons Homme Deux (1987) 
- Comme des Garcons Noir (1987) 
- Comme des Garcons Shirt - 
- Junya Watanabe Comme des Garcons (1992) 
- Comme des Garcons Comme des Garcons (1993) - 
- Comme des Garcons Homme Homme (1998) 
- Comme des Garcons Parfume

დაბოლოს,
1987 წელს "Journal de Textile”-მა რეი კავაკუბო საუკეთესო დიზაინერად დაასახელა. 

4 წლის შემდეგ იაპონელი მოდელიერი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი ხდება (Chevalier de l"Ordre des Arts et des Lettres). 

1997 წელს რეი კავაკუბო ლონდონის სამეფო სამხატვრო კოლეჯში საპატიო დოქტორის წოდებას იღებს. 

რეი კავაკუბოს მოდელები ლონდონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციაშია შეტანილი. 

დღეს რეი კავაკუბო "Comme des Garcons”-ის ერთადერთი მფლობელია და კომპანიის ოფიციალური სახეა. მისი საქმიანობის მიმართულებებს თავადვე წარმართავს. 

1992 წლიდან მარკით Comme des Garcons თავის მოდელებს ახალგაზრდა იაპონელი მოდელიერი, რეი კავაკუბოს პროტეჟე, ჯუნია ვატანაბე უშვებს.

Comme des Garcons – სპეციალიზაცია ე.წ. ანტიმოდაა, მკაცრი და ისევ და ისევ დეკონსტრუქციული მოდელები, რომელსაც ან აკლია რამე, ან ზედმეტი აქვს. ისევ შავი, მუქი რუხი, ან თეთრია, აჩვენებენ ე.წ. "კომბატის ბოტების" თანხლებით.

იმის მიუხედავად, რომ Comme des Garcons–ის აღიარება მაშინ უფრო მოხდა, როცა კავაკუბომ სამშობლო დატოვა, ექსპორტი გაყიდვების მხოლოდ მეათედს შეადგენს. მაღაზიების მეოთხედი იაპონიის გარეთაა და მასში ამ ხაზის მხოლოდ მცირე ნაწილი იყიდება. Homme, Homme Deux, Tricot და Robe de Chambre - ხაზებია, რომლებიც ძირითადად იაპონური ბაზრისთვის იქმნება. ამბობენ, ეს სამოსი პოპულარობით Yamamoto–სა და Issey Miyake–ს ორივეს ერთად აღებულს სჯაბნის.

კავაკუბო დიდიხნის მანძილზე ეწინააღმდეგება Comme des Garcons–ის პროდუქციის ლიცენზირბის მცდელობებს. ერთადერთი იტალიური ფირმა (Pallucco) აწარმოებს პროდუქციას მისი სახელით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1472 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები