ამერიკული ძალაუფლების მომავალი - 10 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 15:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ამერიკული ძალაუფლების მომავალი
13:11
ამერიკული ძალაუფლების მომავალი
ამერიკული ძალაუფლების მომავალიამერიკის შეერთებული შტატების გავლენის შემცირებაზე საუბარი ძალიან მოდური გახდა, მაგრამ აშშ არა აბსოლუტურ, არამედ შედარებით ვარდნას განიცდის და როგორც ჩანს, ის კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყველა სხვა ქვეყანაზე ძლიერ სახელმწიფოდ დარჩება.

ამერიკული ძლიერების მომავალი ცხარე კამათის საგანია. ბევრი ექსპერტი 2008 წლის ფინანსურ კრიზისს აშშ-ის დაცემის დასაწყისს უწოდებს. მაგალითად, დაზვერვის ეროვნული საბჭოს პროგნოზით, 2025 წელს "შეერთებული შტატები კვლავ წამყვანი ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება ამერიკის დომინირება". 

ბოლო 10 წლის განმავლობაში პეკინს ბევრი აშშ-ის ყველაზე რეალურ მეტოქედ აღიქვამდა, იმ სახელმწიფოდ, რომელიც, შეძლებდა შეერთებული შტატების ძალის დაბალანსებას ან გაასწრებდა კიდეც. პეკინს დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ძალაუფლების რესურსებით ვაშინგტონს გაუტოლდება. ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი დონისა და მოსახლეობის ზრდის წყალობით, როგორც ჩანს, ჩინური ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკას მოცულობით უახლოეს ათწლეულებში გაუსწრებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს ტოლობას. 

აზიაში ჩინეთის ძალაუფლების განმტკიცებას სადავოს ხდიან ინდოეთი და იაპონია  (სხვა სახელმწიფოებიც) და ეს აშშ-ს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. ვაშინგტონის და ტოკიოს ალიანსი, ასევე აშშ-ინდოეთის ურთიერთობების გაუმჯობესება იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი იოლად ვერ მოახერხებს ამერიკელების აზიიდან განდევნას.

სინგაპურელი პოლიტიკოსი ლი კუან იუ ასკვნის, რომ ჩინეთი ამერიკას ვერ გაასწრებს როგორც 21-ე საუკუნის წამყვანი ზესახელმწიფო, რადგან აშშ-ს გააჩნია სხვა ქვეყნებიდან საუკეთესო, ბრწყინვალე გონებათა მოზიდვისა და გამოყენების უნარი.

აშშ-ის და ჩინეთის შედარების თვალსაზრისით, კორეის სახალხო რესპუბლიკაში მომავალ პოლიტიკურ ცვლილებებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუკი პოლიტიკური გადატრიალების შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, უდავოა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და მოცულობა ჩინეთის ძალას აშშ-თან შედარებით გაზრდის. პეკინი ძალაუფლების რესურსებით აშშ-ს დაუახლოვდება, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ის აშშ-ს, როგორც ყველაზე გავლენიან ზესახელმწიფოს მსოფლიოში, გაუსწრებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩინეთი მასშტაბურ შიდაპოლიტიკურ ძვრებს გადაურჩება.

როგორც უმსხვილესი სახელმწიფო, აშშ გლობალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს შეინარჩუნებს, მაგრამ არასწორია 21-ე საუკუნის შეფასება ამერიკული ბატონობის ან დაცემის ასწლეულად. საეჭვოა, უახლოეს ათწლეულებში ჩვენ პოსტამერიკული სამყარო ვიხილოთ, მაგრამ აშშ-ს დასჭირდება გონივრული სტრატეგია, სადაც ერთმანეთთანაა შეთავსებული "მკაცრი" და "რბილი" ძალები, ხოლო ალიანსებსა და ქსელებს, რომლებიც მგრძნობიარედ რეაგირებენ გლობალური საინფორმაციო ეპოქის ახალ კონტექსტზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 227 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები