სამშაბათი, 19.03.2024, 07:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » სურსათი კიდევ გაძვირდება
13:27
სურსათი კიდევ გაძვირდება
სურსათი კიდევ გაძვირდება
სურსათის ფასები ზრდას განაგრძობს. ბოლოს, კილოგრამი შაქარი 2,60 ლარად შევიძინე და მაღაზიის გამყიდველმა გამაფრთხილა, - მოიმარაგე, თორემ კიდევ გაძვირდებაო. შაქრის გარდა, არნახულად მაღალია ფქვილის, წიწიბურას, ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები, მაგრამ გაძვირების ტენდენციას ჯერ ბოლო არ უჩანს. პირიქით - ექსპერტების ვარაუდით, ფასების ზრდა პიკს გაზაფხულზე მიაღწევს.
ასე რომ, თუნდაც მცირე მარაგების გაკეთებას აზრი ნამდვილად აქვს.

ირაკლი ლექვინაძე (ეკონომიკის ექსპერტი):
 

-საქართველოში სურსათის გაძვირების მიზეზთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაა. პირველადი მოხმარების პროდუქტები, ძირითადი სასურსათო პროდუქცია, მათ შორის: მარცვლეული, ზეთი, რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტების დიდი ნაწილი, შაქარი, მარილი და ა.შ. იმპორტირებულია და, შესაბამისად, პირდაპირ არის მიბმული საერთაშორისო ბაზრებს. ამიტომაც იქ არსებული ვითარება და გაძვირების ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახება.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ საწვავზე, რომელიც ყველა სასურსათო პროდუქციის ფასში შედის კომპონენტად. 2010 წელს მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა გამოიწვია სტიქიურმა უბედურებებმა ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში - ეს იყო რუსეთში ხანძრის შედეგად გამოწვეული მარცვლეულის ზარალი და პირველი პანიკური ვითარება სწორედ მაშინ შეინიშნებოდა მარცვლეულის ბაზარზე. ავსტრალიაში წყალდიდობები, ეგვიპტეში კრიზისული ვითარება ნავთობის ფასზე აისახება და აძვირებს მას. სტიქიურმა უბედურებებმა მოსავლის ნაკლებობაც გამოიწვია.

მაღალი ფასები ნაკლები მიწოდებით არის გამოწვეული. მზარდი მოთხოვნის პირობებში ფასი, რა თქმა უნდა, იზრდება. შესაბამისად, ვითარება ადეკვატურად აისახა საქართველოს ბაზარზე და ყველა მომხმარებელ ქვეყანაზე, რომლებსაც ძირითადი სასურსათო პროდუქცია იმპორტით შეაქვთ.

საქართველოში სასურსათო პროდუქციის 80% იმპორტით შემოდის, ხოლო საწვავს, 100%-ით იმპორტირებულს მოვიხმართ.
სანამ ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები ახალი მოსავლის შედეგებს არ დაითვლიან, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. ახლოვდება პიკური პერიოდი, როცა ძველი მარაგები იწურება, ხოლო ახალი მარაგების შევსების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. სურსათზე ფასების ზრდა დაახლოებით მაის-ივნისამდე გაგრძელდება, სანამ შესაძლებელი გახდება პროგნოზების გაკეთება ახალი მოსავლის მოცულობის შესახებ.

- გარე ფაქტორების გარდა, არსებობს თუ არა შიდა ფაქტორებიც, რაც ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე?
 

- შიდა ფაქტორებიდან, პირველ რიგში აღსანიშნავია ეროვნული ვალუტის კურსი. ბოლო დროს ის მყარია და არანაირ მნიშვნელოვან რყევებს არ განიცდის და ასეც უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყანაში ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს. თუმცა 2010 წელს ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა.

შესაბამისად, ეს ნიშნავს 10%-იან ინფლაციურ ნამატს, რადგან ძირითადი სასურსათო პროდუქტები იმპორტით შემოდის, მათი შესყიდვა ხდება დოლარით და ლარის გაუფასურება ფასებზე მყისვე აისახება.

მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ინფლაციაზე, მაღალი საბიუჯეტო ხარჯებია. ბუნებრივია, ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება საბიუჯეტო ხარჯები - არსებობს აუცილებელი ვალდებულებები, რომლებიც უნდა გაიღოს ქვეყანამ.
ჩვენთან ძირითადი ხარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე მოდის, თუმცა თუ 2011 წლის ბიუჯეტს ვნახავთ, დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი გაწერილია კლასიფიკაციაში "სხვა ხარჯები". საკმაოდ ზოგადი ნაწილია და ეკონომიკაში დაუსაბუთებელი ხარჯების გაშვება ყოველთვის იწვევს ინფლაციურ ზეწოლას.

თუ გვსურს, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციური ზეწოლა შევამციროთ, ხარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე იწვევს ფასების ზრდას, გახლავთ კონკურენციის დაბალი ხარისხი საქართველოს ბაზრებზე. ძირითად ბიზნესსეგმენტებში შეინიშნება მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა. არის რამდენიმე კომპანია, რომელიც აკონტროლებს ბაზარს, აქვს მაღალი საბაზრო კონცენტრაციის დონე და მათ შეუძლიათ სპეკულირება ფასებით, ანუ ბაზარზე ერთმანეთთან შეთანხმებული ფასებით მოქმედება. 

- ფასები მატულობს, მოსახლეობის შემოსავლები კი თითქმის არ იზრდება და ყოველი ფასნამატი მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებლის ჯიბეს...
 

- მოკლევადიან პერიოდში არის ერთი გამოსავალი - შემოსავლების ინდექსაცია, მაგრამ ამ გზას არ ვემხრობი, რადგან ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს ქვეყანაში ინფლაციური ზეწოლა.

უფრო უპრიანი იქნებოდა ადგილობრივი ბიზნესების განვითარება, მხარდაჭერა - ის წნეხი, რომელიც დღეს აქვს ბიზნესს (მაგალითად, კოდექსის ადმინისტრაციულ ნაწილთან, ჯარიმებთან დაკავშირებით), უნდა მოიხსნას.

ადგილობრივი წარმოების განვითარება განსაკუთრებით უნდა მოხდეს აგრარულ სექტორში. დღეს ჩვენი აგრარული ადგილობრივი წარმოება აკმაყოფილებს ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ 12-15%-ს, დანარჩენი კი, იმპორტით შემოსული პროდუქციაა.
KvirisPalitra.Geუნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობის პროექტები, რომლებიც შექმნის მატერიალურ ღირებულებას, სხვადასხვა პროდუქტს ადგილზე აწარმოებენ და შესაბამისად, ექსპორტი თუ არა, პირველ ეტაპზე ადგილობრივი მოთხოვნა მაინც დაკმაყოფილდება. ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს სოფლის მეურნეობაზე, სასოფლო-სამეურნეო პროექტების მხარდაჭერაზე.

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დოტაციებისა და სუბსიდიების. მე თუ მკითხავთ, რაც დღეს არის, ისიც უნდა მოიხსნას და ეს ფული მოხმარდეს ერთჯერად მსხვილ დაბანდებებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიებში, ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ფერმერების განათლებასა და იმ წარმოებების კომერციალიზაციაში, რომლებიც დღეს საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა.

ამ თვალსაზრისით ჩვენ თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამოვრჩებით. საქართველოში, პირობითად, ერთ ჰექტარზე თუ ერთი ტონა პროდუქცია მოდის, მაგალითად, თურქეთში იმავე ფართობზე, სულ მცირე, 10 ტონა იგივე პროდუქცია მოჰყავთ. გარდა ამისა, ქართველმა ფერმერმა არ იცის, რა სტანდარტით აწარმოოს პროდუქცია, არ იცის, როგორ გაზარდოს მწარმოებლურობის დონე, ამ ყველაფერს კი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. გრძელვადიან პერიოდში სწორედ ამ პროექტებმა უნდა დაასაქმონ ადამიანები, გაზარდონ მათი შემოსავლები. მართალია, ახლა შესაძლებელია სახელმწიფომ ერთბაშად გაზარდოს ხელფასები და პენსიები, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, რადგან ხვალაც იმავე პრობლემის წინაშე დავდგებით. 

სხვათა შორის, დსთ-ის ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყირგიზეთის შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაცია საქართველოშია, შემოსავლების მიხედვით შუა აზიის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად "მივჩანჩალებთ".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1003 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები