პარასკევი, 26.04.2024, 16:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » თენგიზ ამირეჯიბი
18:26
თენგიზ ამირეჯიბი
Tengizamirejibiplayschopinballadeno.oggთენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი (დ. 30 სექტემბერი1927თბილისიქართველი პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე თენგიზ ამირეჯიბი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია, მათ შორის ოცზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მ.დოიჯაშვილი, ა.კორსანტია, ე.ბოლქვაძე, მ.ნადირაძე, თ.ლიჩელი, ხ. ბუნიათიშვილი და სხვ.).

ბიოგრაფია .

1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ფორტეპიანოს კათედრა, ხელმძღვანელი ანა თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას.

ეწევა ნაყოფიურ არტისტულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტებით გამოდიოდა რუსეთშიგერმანიაში,კანადაშიპოლონეთშიიუგოსლავიაშიაშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენისნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.

მნიშვნელოვანია თენგია ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1045 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები