შაბათი, 27.04.2024, 03:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
18:42
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდისფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. პარკში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხებუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარიკანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის,იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.[1] ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა[2]

როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობეით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ–ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვევისა და აკლიმატიზაციისათვის.

ისტორია .

იონა მეუნარგიასრაფიელ ერისთავის, ვ. მირზანაშვილის, ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდესაც დავით დადიანმა მამის,სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება მიიღო 1840 წელს, სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და დააწესა სპეციალისტ-მებაღეთა მუდმივი შტატები. მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა–გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანს. ეკატერინემ დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ კეთილშობილურ საქმეს და მცირე ხანში ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი შექმნა. იონა მეუნარგია აღნიშნავს:

ვიკიციტატა
«მისსავე (იგულისხმება ეკატერინე ჭავჭავაძე) პირად შრომას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას ამიერკავკასიაში არსებულ ბაღებს შორის ყველაზე საუკეთესო – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.გამოეწერა ამისათვის საჭირო თესლეული და ხეების ნერგები მეფის ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და მართლაც გააშენა ისეთი ბაღი, რომლის ბადალიც არ მოიპოვება კავკასიაში »

იტალიელი მებაღე 

ეკატერინე ჭავჭავაძემ ბაღის მთავარ მშენებლად იტალიის ქ. ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — გაწმინდა იგი უვარგისი მცენარეებისაგან, დააზუსტა წმინდა დეკორატიული ფართობი, დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილზე, გამოჰყო და გააფორმა ნაკვეთები, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები (დღეისათვის შემორჩენილია ხელოვნური ტბა კუნძულით), რომელიც ოსტატურად იქნა შეხამებული აქა–იქ დატოვებულ ბუნებრივ პეიზაჟებთან, მოაწყო სანერგე და სხვა.

ბოროზდინი 

ბოტანიკური ბაღი

ამ ამბების მომსწრე და მხილველი კორნელი ალექსის ძე ბოროზდინი, მეფის რუსეთის განსწავლული მოხელე, რომელმაც საქართველოში 13 წელიწადი (1854–1867) დაჰყო, ზუგდიდის ბაღზე წერდა:

ვიკიციტატა
«დავით დადიანი საქმის კაცი იყო. ჯერ ისევ მამის სიცოცხლეშივე მართავდა სამთავროს საქმეებს, გულმოდგინედ ჩაფლული იყო პრაქტიკულს საქმიანობაში და ცდილობდა თავისი მამულებისათვის უფრო მეტი მიემატებინა. დილითგან საღამომდე საქმეებში იყო გართული. შეჩვეული იყო თვითონ პირადად ეკეთებინა ყველაფერი. არ უყვარდა თავის საქმეებში სხვა ვინმე ჩაერივნა და მით უფრო უცნაურად ეჩვენებოდა, ასეთ საქმეებში ახალგაზრდა ცოლისათვის ეთხოვნა მონაწილეობის მიღება და ამიტომ ეკატერინეს მიანდო ყურისგდება თავისი ზუგდიდის ბაღისა, რომლისათვის ხარჯი არ ეზოგებოდა. ეკატერინემ ხალისიანად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. საზღვარგარეთიდან სწავლული მებაღე გამოიწერეს. იშვიათი ხეების წიდნები და ყვავილების თესლი მილანიდანმოსდიოდათ, სამეგრელოს ბუნებამ და ჰავამ ხელი შეუწყო დედოფლის ცდას და ათი წლის განმავლობაი ისეთი საუცხოო ბაღი გაშენდა, რომლის მსგავსი მანამდე არ და არც მერე ყოფილა ამიერკავკასიაში. დიდფოთოლა მაგნოლიები, ბიგნონიები, პაულონიები, მიმოზები,კვიპაროზები, ოლეანდრები უშველებელი სიმაღლის გაიზარდა და ამ ხეების მთელი ხეივნები შეიქმნა. ბაღთან იყო საუცხოო სათბურები და საგრუნტო ფარდულები, სადაც 500–ზე მეტი სახეობის ხე იყო ფორთოხლის, ლიმნის, პომპელმუსისა, ბანანებისა და სხვა იშვიათი ხეხილისა, მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო საყვავილე განყოფილება: დათვლაც კი სჭირდა ათასნაირი ვარდებისა, ზოგიერთი მათგანი ორი მეტრი სიმაღლის გაიზარდა. მრავალფეროვანი იყო ასევე კამელიების კოლექცია. ერთი სიტყვით, ზუგდიდის ბაღი ყოველი მხრით შესანიშნავი იყო და ამიერავკასიაში ბადალი არ მოიძებნებოდა. მის მოზობლად პარკი იყო გაშენებული, სადაც ნახავდით აუარებელ შვლებს, ირმებსა და ქურციკებს, რომლებიც ვორონცოვის მამუიდან იყო მოყვანილი(ყირიმიდან), ესენი კაცის დაძახებაზე მოდიოდნენ და ხელით შეიძლებოდა დაპურება»

ისკანდერ–ფაშას განადგურებული ბაღი 

ხელოვნური ტბა კუნძულით ბოტანიკურ ბაღში

დავით დადიანი 1853 წელს გარდაიცალა. ამის შემდეგ როგორც სამთავროს მართვა, ასევე ბაღისადმი მზრუნველობა და პატრონობა მთლიანად ეკატერინე ჭავჭავაძის ხელში გადავიდა. ეკატერინე მეტი ენერგიით შეუდგა ბაღის მოწყობას, თუმცა შექმნილმა პოლიტიკურმა გარემოებებმა ხელი შეუშალა. ბაღმა დიდი სტიქიური უბედურება განიცადა 1853–1856 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის დროს. 1855 წელს სამეგრელოც გახდა ომის ასპარეზი. ოსმალთა 30 ათასიანი არმიამ ომარ–ფაშას მეთაურობით სამეგრელოში ნახევარ წელიწადზე მეტი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე მთლიანად გააჩანაგა ეს მხარე. 1856 წელს მეგრელთა მიერ შევიწროებული ერთ–ერთი გარნიზონის უფროსი ისქანდერ–ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი. კ. ბოროზდინი სწერდა რომ საშინლად გაბრაზებულმა ისკანდერ ფაშამ

ვიკიციტატა
«დაბრუნდა რა ზუგდიდში, გადაჰბუგა მთელი დაბა, მთავრის სასახლე, წინასწარ კი სახლიდან ყველა ძვირფასი ნივთი გააზიდვინა, ორანჟერიებიდანაც, რის გამოტანაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი გაატანინა, ხოლო ბაღში ხეები სულ ძირში დააჭრევინა. ამ სახით ის საუცხოო ბაღი, რომელიც დედოფალმა გააშენა და რომელსაც თვალის ჩინივით უვლიდა მიწასთან იქმნა გასწორებული »

ამ ბაღის ისტორიასთან დაკავშირებით საყურადღებოა ეკატერინეს წერილი გორდიდან 1856 წლის 2 თებერვლის თარიღით, რომლითაც ის პლატონ იოსელიანს ატყობინებდა იმ უბედურებას, რაც სამეგრელოს მიადგა თურქეთის საოკუპაციო ჯარებისაგან:

ვიკიციტატა
«ღ–თმან თქვენ მტერს მოუვლინოს, რაოდენ განსაცდელი და უბედურება მეგრელიას მოევლინა. ესოდენი წლის შრომა და ღვაწლი ერთად დაიკარგა ს–დ, ამ ომიანობისა სისხლის დათხევა მათი ამაოდ დაშთა. მტერმან ააოხრა და ნაცვლად კეთილისა ჩვენმა სიძემ დადიანის ოჯახის ერთგულად საგონებელმა მუხრანბატონმა ღალატიც განსთქვა, მის გამო რომ მით უმსგავლო მოქმედება მისი და სირცხვილი რ–იც აჩვენა რუსეთის მხედრობას და იმდენადა დაუბრმავდა გონება რომ გაბედა ჩემდა მოწერაც ნომრიანის ქაღალდით, ვითომ მე აღუკრძალე მეგრელთ მტერთადმი თოფის სროლა, მაგრამ ისე გაფუჭდეს ყოველი მისი ბოროტი აზრი სამეგრელოსთვის, როგორც სამეგრელო მტერმან გააფუჭა და მთავრისა მათისა ოჯახი ცეცხლის ალს მიეცა. ზუგდიდი აღარ არის. იქაური თექვსმეტი წლის ნაშრომი ბაღი, რომელიც კავკასიის მხარეში კი არა უცხო ქვეყნებშიც მოსაწონი იყო, მტერმან აღგავა. ყ–ლი ხილი, ყვავილი და უცხო ქვეყნის მცენარეები ზოგი წაიღეს და ზოგიც დასჭრეს. პარიჟელი და სხვა მებელი რაც იყო წაიღეს და მთელი ოჯახი და გარემო მტვრად აქციეს. უბედურია ამ დროებით მეგრელია, გარნა ვსასოებ ოდესმე ყ–დ მოწყალე ხელმწიფე ნუგეშს გვცემს ნაცვლად მართლისა მწუხარებისა»








კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1657 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები