შაბათი, 27.04.2024, 05:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » პატრიარქის მიერ წირვის აღსრულების დროს ლონდონში ქართველი მაღალჩინოსნების შვილებს შორის ინციდენტი მოხდა
10:48
პატრიარქის მიერ წირვის აღსრულების დროს ლონდონში ქართველი მაღალჩინოსნების შვილებს შორის ინციდენტი მოხდა
6 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დროს ლონდონში ქართველი მაღალჩინოსნების შვილებს შორის ინციდენტი მოხდა. 
    
როგორც "პირwელს" ლონდონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა, ქართველებს შორის ინციდენტი ლონდონის იმ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც უწმინდესი და უნეტარესი წირვას აღავლენდა. 

"წირვის დროს, რომელსაც 1000-მდე ქართველი ესწრებოდა, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვაჟი შალვა ადეიშვილი და "შავნაბადას" ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურის, გენერალ რევაზ ბეჟაშვილის შვილი გიორგი ბეჟაშვილი დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის შელაპარაკება პულიტიკური მოტივით დაიწყო. გიორგი ბეჟაშვილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ექს-მინისტრ თენგიზ გაზდელიანის შვილიშვილი გიგა გაზდელიანი გამოექომაგა, რის შედეგადაც შალვა ადეიშვილი სასტიკად იქნა ნაცემი და მისთვის პირველადი დახმარების ჩატარება გახდა საჭირო. ჩხუბის შეწყვეტა ახლომდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ახალგაზრდებმა მოახერხეს" - აცხადებს წყარო.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1025 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები