შაბათი, 27.04.2024, 02:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ლობიო მეგრულად
11:22
ლობიო მეგრულად

მასალა: წითელი ლობიო – 1 კგ, ხახვი – 0,5 კგ, მწვანილი – 1 კონა, ნიორი – 3-4 კბილი, ტომატ-პასტა – 2 სუფრის კოვზი, მცენარეული ზეთი, მარილი, აჯიკა ან წითელი წიწაკა, სუნელები, თუ გვსურს ორი-სამი კოვზი ტყემალი და ძმარი  

 

ლობიო დიდხანს და კარგად ვხარშოთ, ვიდრე საბოლოოდ არ დარბილდება. ვიდრე ლობიო იხარშება, ვაკეთებთ შემდეგს: წვრილად ვჭრით ხახვს და ვხრაკავთ საშუალო ცეცხლზე, ტომატ-პასტასთან ერთად. მწვანილი და ნიორი ასევე წვრილად დავჭრათ, დავამატოთ სუნელები და მარილი. მოხარშული ლობიო გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ მოხრაკული ხახვის და ტომატ-პასტის მასა, მწვანილი, ნიორი, სუნელები და ეს ყველაფერი ერთმანეთში ავლესოთ. მასა მთლად ერთგვაროვანი არ უნდა გახდეს, მაგრამ ფაფისებური სახე უნდა მიიღოს. შემდეგ დავუმატოთ მარილი და წითელი წიწაკა, ან აჯიკა. ზოგჯერ ორ-სამ კოვზ ტყემალს და ძმარსაც უმატებენ-ხოლმე. ხუთი წუთის განმავლობაში ვადუღოთ. კერძს უხდება წითელი ღვინო.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1147 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები