პარასკევი, 26.04.2024, 21:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ბერძნული სალათა ”ცეზარი”
11:59
ბერძნული სალათა ”ცეზარი”
შემადგენლობა

სალათის ფოთლები  - 300 გრ
პური  - ნახევარი (სასურველია ერთი დღის პური )
ნიორი  - 1 კბილი
ზეითუნის ზეთი  - 50 მლ
ლიმნის წვენი  - 1 ცალი ლიმონისგან
კვერცხი  - 1 ცალი
ყველი "პარმეზანი"  - 2 ს/კ
მარილი  - გემოვნებით
შავი წიწაკა  - გემოვნებით

გავრეცხოთ სალათის ფოთლები, გავაშროთ და შევინახოთ მაცივარში.
ორცხობილა ჯობია გაკეთდეს გამხმარი პურისგან. ამისათვის ვჭრით პურს პატარა კუბიკებად და ვაშრობთ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ამ დროის განმავლობაში ორჯერ გადავატრიალოთ. ნიორი დავნაყოთ, მოვათავსოთ ზეთში და დავტოვოთ 15 წუთით. ტაფაზე დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი, დავაყაროთ ნიორი და შევწვათ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, აქვე შევწვათ ორცხობილაც, სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ ნაჭრებად.

ზემოდან მოვათავოსოთ სალათის ფოთლები, დავასხათ ზეითუნის ზეთი, დავამატოთ მარილი, წიწაკა, ლიმნის წვენი, დავაყაროთ გახეხილი ყველი და კვერცხი და კარგად ავურიოთ.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1031 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები