ევგენი მიქელაძეს ბერიამ, ქეთევან ორახელაშვილის გამო, თვალები დათხარა - 16 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 23:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » ევგენი მიქელაძეს ბერიამ, ქეთევან ორახელაშვილის გამო, თვალები დათხარა
07:39
ევგენი მიქელაძეს ბერიამ, ქეთევან ორახელაშვილის გამო, თვალები დათხარა

1937 წლის ბოლშევიკურმა რეპრესიებმა უამრავი ნიჭიერი ადამიანი იმსხვერპლა. ძირითადად იჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს.

ოპერასთან გავლისას, ალბათ ყველას გექნებათ შემჩნეული ცნობილი მუსიკოსების ძეგლები, ერთერთ მათგანი ეკუთვნის ცნობილ დირიჟორს ევგენი მიქელაძეს. რომელიც 1937 წელს როგორც უმრავი სხვა ნიჭიერი ადამიანი, "წითელი” რეპრესიების მსხვერპლი გახდა.  ევგენი მიქელაძეს  ლავრენტი ბერია გაუსწორდა.

ევგენი მიქელაძეE 1903 წლის 27 ივნის, ქალაქ ბაქოში დაიბადა. დაამთავრა  პეტერბურგის კონსერვატორია. დირიჟორის თანამედროვე გიორგი თაქთაქიშვილი, თავის წიგნში "ევგენი  მიქელაძე”  მის უნიკალურ სმენაზე მოგვითხრობს: 

"ჟენია  (ევგენი მიქელაძეს ასე მიმართავდნენ ახლობლები) და მისი ამხანაგები გამოჩენილი რუსი დირიჟორის, მალკოს კლასში შევიდნენ, რათა მოწაფეთა გამოცდები მოესმინათ... შემთხვევით მალკოს მაგიდაზე  ჩოგბურთის ჩოგანი აღმოჩნდა. გამოკითხვის დროს პედაგოგმა უნებურად ეს ჩოგანი აიღო და მისი სიმები მაგიდის კიდეს ჩამოჰკრა. "აბა ვინ იტყვის, რა ნოტი იყო?” - იკითხა მალკომ. Bბგერა მკაფიო არ გამოვიდა, ამიტომაც ვერავინ  მოახერხა პასუხის გაცემა. მიქელაძემ მივიდა როიალთან და იგივე ნოტი აიღო. ამან აღტაცებაში მოიყვანა მალკო და იქ მყოფი სტუდენტობა”.

 1933 წლიდან, ევგენი მიქელაძე ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ სიმფონიურ ორკესტრს. რომელმაც მსოფლიოში  სახელი გაითქვა. ცნობილი მუსიკოსები, ქართველ დირიჟორს, მსოფლიოს საუკეთესო დირეჟორებთან ერთად მოიხსენიებენ. მიქელაძე მხოლოდ 7 წელი მოღვაწეობდა თბილისში, მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი კვალის დატოვება ქართულ კულტურაში. მისი მონაწილეობითვე შეიქმნა ეროვნული საბალეტო სკოლა.

ცოლად ჰყავდა ულამაზესი გარეგნობის, ქეთევან ორახელაშვილი, წყვილმა ერთმანეთი ბორჯომში გაიცნო, ქორწინების შემდეგ მათ ქალ-ვაჟი თინათინი და ვახტანგი შეეძინათ. როგორც ამბობენ, სწორად მეუღლის სილამაზე გამხდარა, ბერიას პირადი შუღლის მიზეზი. ამ წყვილის ისტორია საფუძვლად დაედო, თენგიზ აბულაძის ცნობილ ფილმ "მონანიებას”.

1937 წელს საქართველოში მძვინვარებს დაჭერები. დასდევენ  ძირითადად, ინტელიგენციას, მწერლებს, პოეტებს, ხელოვნების წარმომადგენლებს. ევგენი მიქელაძის დაპატიმრების ფაქტმა და მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა გაუტანლობა,  ორპირობა და შიში სუფევდა იმ დროინდელ ქართულ საზოგადოებაში.

1937 წლის 4 ნოემბერს, ევგენი მიქელაძე "ლატავრას” გენერალურ რეპეტიციის დროს, თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. იმავე დღეს დააპატიმრეს მისი მეუღლე ქეთევანიც და გადასახლება მიუსაჯეს. ის საქართველოში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა.

 უეცრად გაიღო კარი და გაისმა:

- თქვენ გთხოვენ, ევგენი სიმონის ძევ.

- მოითმინონ  -  დარბაისლურად უპასუხა მიქელაძემ

ცოტა ხნის შემდეგ, კარი კვლავ გაიღო, ამჯერად უკვე ჩეკას ფორმიანმა შემოიხედა და მიმართა დირიჟ ორს.

- ევგენი სიმონის ძე, გთხოვთ გამობრძანდეთ.

ევგენი მიხვდა, რისთვისაც შეაწუხეს ღამის თორმეტ საათზე. ზანტად წამოდგა და გაემართა კარისკენ. დამსწრენი გაინაბნენ, ბუზის  გაფრენის ხმაც კი ისმოდა. ჩეკისტი სწვდა მიქელაძის   შრომის წითელი დროშის ორდენს და ჩამოგლიჯა.  მიქელაძის ადგილისკენ მიემართება შალვა აზმაიფარაშვილი და იკავებს ყოფილი ხელმძღვანელის ადგილს. აზმაიფარაშვილმა  თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: "ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს ასე მოუხდება.”

უშიშროების საგამოძიებო საქმეში ვკითხულობთ "ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა, ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის  სამხატვრო გეგმის  ჩაშლაში”.

ევგენი მიქელაძის აღსასრულის შესახებ, საშინელი გადმოცემები არსებობს. მას თვალები დასთხარეს. თვალებდათხრილი მუსიკოსის დაგითხვას ლავრენტი ბერიაც ესწრებოდა. დაბრმავებული რეჟისორისთვის უკითხავს: "კიდევ ამბობ რომ ხალხის მტერი არ ხარ?” მიქელაძეს უპასუხია:  ლავრენტ პავლეს ძევ, არასოდეს  ვყოფილვარ ქვეყნის და ხალხის მტერი.

- საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ, გაიკვირვა მეორე ქართველმა.

-  კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით -  უპასუხა მიქელაძემ. ამ სიტყვებზე, ბერიას, მისთვის რკინის ჯოხები გაუყრია ყურებში. თუ რა თარიღს იქნა ევგენი მიქელაძე მოკლული, დღემდე უცნობია. როგორც ამბობენ, ამ ოჯახის მიმართ ლავრენტი ბერიას პირადი წყენა ჰქონია, რაც დაკავშირებული იყო ევგენი მიქელაძის მეუღლესთან, რომელმაც  გაუბედა და უარი უთხრა პირველ ჩეკისტს.  ზოგჯერ დიდ სილამაზეს, დიდი უბედურება მოაქვს.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 216 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები