პარასკევი, 26.04.2024, 16:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » დონალდ მენჟევიძე და „აქსისის“ მიერ მოტყუებულ-გამწარებული ათასობით ოჯახი
07:41
დონალდ მენჟევიძე და „აქსისის“ მიერ მოტყუებულ-გამწარებული ათასობით ოჯახი

წლების განმავლობაში მზარდად განვითარებადი სამშენებლო ბიზნესი მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. ჯერ იყო და, კრიზისის წნეხის შესამსუბუქებლად, დეველოპერებმა მშენებლობის ვადების გადაწევა ითხოვეს, მაგრამ ზოგს ვერც ამან უშველა.

კომპანია „აქსისს" ხუთი წლის წინ წამოწყებული მშენებლობები დღემდე არ აქვს დასრულებული. „აქსისმა" ვერ შეძლო დაესრულებინა „აქსის პალას 1", „აქსის პალას 2", მშენებარე ობიექტები საირმის ქუჩაზე, დიდუბეში,  ავლაბარში, აბაშიძეზე... მეტიც, ე.წ. ოროვე „აქსის პალასი", რომელიც საბურთალოს ქუჩაზე უნდა აშენებულიყო და 2009 წელს დასრულებულიყო, დღეს დიდი ხნის წინ მიტოვებული ობიექტის შთაბეჭდილებას ტოვებს. „აქსის პალას 2"-ს ობიექტზე მეოთხე ბლოკის საძირკველიც კი არაა ჩასხმული, მე-3 ბლოკი კი მხოლოდ პირველი სართულის ამარაა დარჩენილი. და ეს მაშინ, როდესაც კომპანიის თამაშრომლები შესაძლო ბუნტის თავიდან აცილების მიზნით უხვად გასცემენ და არიგებენ არაფრისმომცემ დაპირებებს...

 

კომპანიაში ჯიუტად აცხადებენ, რომ მშენებარე ობიექტები აუცილებლად დასრულდება, თუმცა როდის? - კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

 

„პრესა.ჯი" „აქსისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაკო ბიგვავას ესაუბრა, რომელიც ჩვენმა შეკითხვებმა ზედმეტად გააღიზიანა... თუმცა, ბიგვავაზე მეტად ის ადამიანები არიან გაღიზიანებულნი და მოტყუებულნი, რომლებიც უკვე წლებია უშედეგოდ ელოდებიან მშენებარე ობიექტების დასრულებას.

 

-  რატომ დაარღვიეთ  კლიენტებთან დადებული ხელშეკრულების პირობები და როდისთვის იქნება დასრულებული „აქსისის" მიერ წამოწყებული მშენებლობები?

 

- ყველაზე არ არის ეს ვითარება, მაგრამ ძირითად ნაწილზე გეთანხმები, რომ დარღვეულია მშენებლობის ვადები. სწორედ ამიტომ, სექტემბერში დავდეთ ახალი გრაფიკები. ჩვენ კლიენტებს მივეცით დეტალურად,  კვარტლების მიხედვით გაწერილი ვადები, ყველა ობიექტები ბლოკებისა და სადარბაზოების მიხედვით.  მათ იციან როდის დასრულდება ეს მშენებლობა.

 

- საბურთალოს ქუჩაზე წამოწყებული მშენებლობა გაცილებით ადრე უნდა დასრულებულიყო და კლიენტი დარჩა მოტყუებული. ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა მიეღოთ მათ ბინები...

 

- ეს იყო 2008 წლისთვის ჩასაბარებელი ბინები, მაგრამ ცნობილია ის მოვლენები, რომლის გამოც, რთულ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა სამშენებლო ბიზნესი. „აქსისმა" ვერ მოახერხა კლიენტებისთვის ბინების  ჩაბარება. ჩვენ არავინ არ მოგვიტყუებია, უბრალოდ მოხდა ვადაგადაცილება. გარემოება არის აბსოლუტურად ობიექტური. ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება. ისინი მიიღებენ ბინებს ზუსტად იმ პირობებით, რაც ახლა მივეცით.  

 

- სექტემბერში გაწერილი გეგმის მიხედვით შესაძლოა კლიენტებმა მიიღონ ბინები, თუცა თავდაპირველი ხელშეკრულებებით გაცილებით ადრეულ ვადებზე იყო საუბარი. მიიღებენ თუ არა „აქსისი" მიერ მოტყუებული ადამიანები ფულად კომპენსაციას, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული?  

 

- „აქსის პალასი" არის საკმაოდ მასშტაბური მშენებლობა და ჩაბარების ვადები ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდა.      

 

- ჩვენ კომპანიის მიერ კლიენტებისთვის კომპენსაციის გადახდაზე ვსაუბრობთ, მითხარით, მიიღებენ თუ არა, მოტყუებული კლიენტები კომპენსაციას?      

 

- თუ გაინტერესებთ დასრულების ვადები, გაგცემთ პასუხს. ყველა კლიენტს აქვს მიცემული ვადა. არ ყოფილა ასე, რომ „აქსის პალასი" ყველა უნდა დასრულებულიყო ერთ დღეს. გადაცდენილი არის მშენებლობები. კომპენსაციის თემას რაც შეეხება, ძირითადი ვალდებულება არ არის კომპენსაცია, ძირითადი ვალდებულება არის, რომ ამ ადამიანებმა დათქმულ ვადებში მიიღონ ბინები.    

 

- მაგრამ გადაცილება არის არა ერთი და ორი თვე, არამდედ სამი წელი... ხელშუკრულების პირობის მიხედვით კი, კომპანიას კლიენტისთვის ყოველ გადაცილებულ ერთ თვეზე უნდა გადაეხადა ფულადი კომპენსაცია...

 

- რატომ არის სამი წელი? ზოგიერთის მშენებლობა 2010 წელს უნდა დასრულებულიყო?  

 

- იქნებ გვითხრათ, რომელი „აქსის პალასის" მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2010 წელს, რადგან ჩვენი ინფორმაციით მშენებლობის პროცესი მთლიანად 2009 წელს სრულდებოდა ...

 

(ვინაიდან ბიგვავას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, მან თავის „თანამეოთახეს" სთხოვა მიეცა ინფორმაცია, თუ რომელი პალასის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2010 წელს. „აქსისის" თანამშრომელმა კი ჩვენი ინფორმაცია დაუდასტურა ბიგვავას, რომ ყველა მშენებლობა 2009 წელს უნდა დასრულებულიყო).    

 

- ძირითადი ვალდებულება არის ბინის ჩაბარება, რაც შეიძლება მალე, იმ პირობებით რა პირობებითაც იყიდეს მათ ეს ბინა. კომპენსაციის თემები განიხილება მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ ბინებს ჩავაბარებთ.     

 

- თუმცა ამ დროისთვის ობიექტებზე მშენებლობები არ მიმდინარეობს და როგორ მოხდება 2012 წლისთვის ამ ბინების ჩაბარება, კლიენტებს ხომ არ მოუწევთ 5, 10 წელი ელოდონ კიდევ თქვენი კომპანიისგან ბინების მიღებას?       

 

-  ყველა ერთბაშად არ დასრულდება, მაგრამ 10 წელი არავის მოუწევს ლოდინი. ჯერ დასრულდება მეხუთე ბლოკი, შემდეგ დასრულდება მეექვსე და ასე ეტაპობრივად 2012 წლისთვის დასრულდება მშენებლობები.  მას შემდეგ, რაც შევასრულებთ ამ ვალდებულებას, განიხილება ყველა დანარჩენი საკითხი, მათ შორის კომპენსაციებისაც.     

 

- კლიენტს, რომელსაც ბინა 2009 წელს უნდა მიეღო და ირკვევა, რომ ის შეძენილ უძრავ ქონებას 2012 წლისთვის მიღებს, სამწლიანი დაგვიანებისთვის რა სარგებელი ექნება?  

 

- ეს საკითხი განიხილება და ოღონდ მას შემდეგ, რაც ვალდებულებები შესრულდება.   

 

- ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ვადაგადაცილებულ თვეზე კლიენტმა ბინის მთლიანი ღირებულების 0,5 პროცენტი უნდა მიიღოს, გამოდის რომ კომპენსაციის მიღების თარიღებიც ირღვევა, რატომ არ უხდით მათ ფულად ჯარიმებს?    

 

- ახლა ბიზნესპროექტები გადართულია იქით, რომ მშენებლობები დასრულდეს. არავინ არ უარყოფს, რომ ირღვევა ხელშეკრულების პირობები.   

 

- თქვენი მხრიდან...     

 

- რიგ შემთხვევაში კლიენტების მხრიდანაც აქვს ხელშეკრულების პირობების  დარღვევას ადგილი.     

 

- მე ვგულისხმობ იმ კლიენტებს, რომელთაც მთლიანად აქვს დაფარული უძრავი ქონების გადასახადი, მათ უფლება ჰქონდათ 2009 წლიდან მიეღოთ კომპენსაცია, გამოდის კლიენტები მოატყუეთ?  

 

- მოტყუება არ ხდება. თქვენ საქართველოში ხომ ცხოვრობთ და 2008 წელი ხომ გახსოვთ?   

 

-  ის დაუსრულებელი პროექტებიც მახსოვს, რომელიც 2006 წელს წამოიწყო თქვენმა კომპანიამ და 2008 წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ არ დაასრულა...

 

-  2008 წლის ბოლოს უნდა ჩაბარებულიყო ეს პროექტები, ომი კი აგვისტოში იყო.   

 

- „აქსის პალას 2"–ის მესამე ბლოკის საძირკველი ჩაიყარა აგვისტოს აგრესიის შემდეგ, მაშინ როდესაც 2008 წელს ეს ბლოკი მთლიანად უნდა დასრულებულიყო, ხოლო ამავე ობიექტის მე-4 ბლოკს საძირკველი დღემდე არ აქვს. თქვენ კი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას აგვისტოს რუსულ აგრესიას აბრალებთ...  

 

- ჩვენ კრიზისის შემდეგაც დავიწყეთ მშენებლობები და ამით „აქსისი" ამაყობს. ჩვენ მუშაობა არ შეგვიჩერებია. 15 სართული ავაშენეთ.        

 

- არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კლიენტების ხარჯზე ფინანსურ პირამიდას აშენებთ!

 

- „აქისის" არცერთი  პროექტი ამ ფინანსური სქემით არ არის აშენებული.

 

- მომხმარებელი არის მოტყუებული თქვენი მხრიდან და ამ ადამიანებს აინტერესებთ, როდის ექნებათ ბინა?

 

- მეც ვიცი რომ აინტერესებთ და ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ.  ეჭვებისა და ვარაუდების დონეზე არ შეიძლება საუბარი. ასეთი ეჭვი და ჭორი გავრცელდა შარჩან, რომ თითქოს კომპანიის დირექტორი გაიქცა, წერდნენ ამაზე სააგენტოები.

 

- დამფუძნებელი მენჟევიძე რას აკეთებს იმისთვის, რომ  კომპანიამ შეასრულოს აღებული ვალდებულებები?

 

- დამფუძნებელი მენჟევიძე მართავს კომპანიას და დღეს, რომ „აქსისი" ყველაზე სწრაფად გამოდის კრიზისიდან, ეს სწორედ მენჟევიძისა და მთელი ჩვენი კომპანიის დამსახურებაა.

 

- 2032 წლისთვის მაინც თუ დასრულდება თქვენს მიერ უკვე წამოწყებული მშენებლობები?

 

- არ გაღიზიანდები ახლა მასეთ რაღაცას რომ მეუბნები?

 

- მშენებლობის პროცესი არ მიმდინარეობს და თავისით ხომ არ აშენდება მრავალსართულიანი კორპუსები?

 

- როგორ არ მიდის?

 

-  საირმის ქუჩაზე მიდის ახლა მშენებლობები?

 

- საირმის ქუჩაზე არ მიმდინარეობს მშენებლობა.  ის ელოდება დაფინანსებას და აუცილებლად დასრულდება  18 თვეში. ძალიან გთხოვ 2032 წელს ნუ მეუბნები....

 

P.S: წლების წინ კომპანია „აქსისი" ვაკეში ე.წ. „ტყუპების" აშენებითაც გვაიმედებდა. მაშინ კომპანიის მესვეურები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ „აქსისი", პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისში, კერძოდ კი ვაკეში ყველაზე მაღალსართულიან ბიზნეს-ობიექტებს ააშენებდა, თუმცა, ქართველმა დონალდ ტრამპმა - მენჟევიძემ  მსგავსად სხვა უმარავი ობიექტისა, ეს ობიექტიც დააკონსერვა. შედეგად კი, მენჟევიძე არაყიშვილის „დუპლექსში" ცხოვრობს, მოტყუებულ და გამწარებულ ადამიანებს კი მოთმინების ფიალა ევსებათ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1220 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები