შაბათი, 27.04.2024, 00:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » კოკოს კოკრები
17:43
კოკოს კოკრები
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი კომისია, 22 თებერვლის პლენარული სხდომისთვის ემზადება. კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია, კომისიის დასკვნის შთამბეჭდავად წარსადგენად ,,ფაციფუცობს’’. რატომღაც ჟურნალისტებს ერიდება, შიშობს, კომისიის მუშაობის დასკვნის შინაარსი არ წამოცდეს. 

"პრესა.ჯი”-მ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ინტერვიუს ჩაწერის თხოვნით, კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე დღის წინ მიმართა, რაზეც მისი თანხმობა მიიღო. თუმცა, დღეს, ინტერვიუს ჩაწერა რომ მოვინდომეთ, კოკო გამსახურდიამ ინტერვიუზე ცივი უარი განგვიცხადა. 

,,ინტერვიუს ვერ მოგცემთ, სხდომას დაელოდეთ. ექსკლუზიურ მასალებს ვერ გეტყვით’’, - აღნიშნა დეპუტატმა. ,,ვინც ჩემთან კითხვებს გაბარებთ, გადაეცით, რომ გაისეირნონ’’, - მოგვმართა გამსახურდამ და ჩვენც მეტი რა გზა გვქონდა მისი კაბინეტი დავტოვეთ. 

სამწუხაროა, რომ კომისიის ,,სენსაციური’’ მასალების შესახებ წინასწარ ვერ გამცნობთ, თუმცა ,,აღდგომა და ხვალეო’’. ვნახავთ კომისიის ,,ექსკლუზიურ'' მასალებს’’ მომავალი საპარლამენტო კვირის სამშაბათს. კომისია, დასკვნის წარდგენის შემდეგ მუშაობასაც დაასრულებს და იმედია, პარლამენტს ზედმეტი ხარჯიც ჩამოშორდება. რადგან, კონსტანტინე გამსახურდიას სადეპუტატო მანდატი უდრის: ,,პაჯერო’’ + 2600 ლარი (საშუალო ხელფასი) + წარმომადგენლობის ხარჯების სრული ანაზღაურება + კომისიის აპარატი. 

ახლა კი, მოგითხრობთ, როგორ მოხვდა პარლამენტში კონსტანტინე გამსახურდია, რატომ შეიქმნა მისი კომისია და შემდეგ როგორ დაკომპლექტდა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კონსტანტინე გამსახურდიამ მაშინდელი ეროვნული საბჭოს წევრების მსგავსად, საკუთარ მანდატზე უარი სოლიდარობის ნიშნად განაცხადა და პარლამენტის შენობის წინ, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების მსგავსად, სადეპუტატო მანდატი დააქუცმაცა, თან ხელისუფლების ,,დასამხობად’’ მოემზადა. 

მაშინ, პარლამენტში შესვლაზე რამდენიმე ოპოზიციონერმა თანხმობა განაცხადა, რაზეც მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს. მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიას მხრიდანაც. გავიდა ხანი... კონსტანტინე გამსახურდია და ,,ქართული დასის’’'' ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დამეგობრდნენ. სანამ, პარლამენტის ,,გზას "შეუდგებოდნენ’’, ბაღათურიამ ზრუნვა დაიწყო გამსახურდიასთვის მანდატი როგორ აღედგინა. ვერ გეტყვით, ბაღათურია პარლამენტის რომელ კაბინეტში ,,შეძვრა და გამოძვრა’’, თუმცა აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ გამსახურდიას უფლებამოსილება აღუდგებოდა და იგი დეპუტატი გახდებოდა. 

საგულისხმოა ერთი დეტალი, კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლების შეთავაზებას იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ მას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ, პარლამენტის დროებით კომისიას შეუქმნიდნენ. თანხმობა მიიღო და ამის გამო უპრეცედენტო ფაქტიც დაფიქსირდა. ერთი ადამიანის გამო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა და გამსახურდიამ ,,ჯერ დაქუცმაცებული” და შემდეგ "აღმსდგარი მანდატი'' მიიღო. 

გამსახურდია დეპუტატი გახდა, კომისიაც შეუქმნეს, თუმცა პარლამენტში კომისიის წევრთა დაკომპლექტებაზე გაიმართა ,,ვაი უშველებელი’’. ბევრი კურიოზული ფაქტიც მოხდა. საინტერესო ამბავია, ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების’' წევრები ლევან ვეფხვაძე და რატი მაისურაძე ამ კომისიაში როგორ აღმოჩნდნენ. მედიის წარმომადგენლები, როცა ვკითხულობდით, ქდმ-დან ვინ გახდებოდა კომისიის წევრები, ფრაქციის წევრები ერთმანეთთან გვამისამართებდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ფრაქციაში პრობლემა ,,ქინდერის კვერცხით'' გადაწყვიტეს. 

ნუ გაიკვირვებთ, ანუ "კვერცხში”, ფრაქციის წევრების გვარები მოათავსეს და კომისიის წევრობის ბედნიერება ვეფხვაძესა და მაისურაძეს ერგოთ.. მაგრამ, კომისია წელიწადზე მეტია შეიქმნა. სულ რამდენიმე სხდომა გაიმართა. კომისიას საქმიანობისთვის ვადა კი რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.

უცნობია, ფრაქცია ,,ძლიერი საქართველოს’’ წევრები ნუგზარ ერგემლიძე და რომან მარსაგიშვილი ამ კომისიაში რა მეთოდით შეირჩნენ, თუმცა ერთს, გეტყვით, რომ ეს დეპუტატები დიდი აქტიურობით პარლამენტში არ გამოირჩევიან. თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ ერგემლიძემ ერთხელ, პლენარულ სხდომაზე მოითხოვა კანონპროექტი შეემუშავებინათ იმასთან დაკავშირებით, რომ სასურსათო მაღაზიებში პროდუქტებზე ფასები იმის მიხედვით შეემცირებინათ, პროდუქტი, დღის რომელ მონაკვეთში იყო შეტანილი. 

უკვე მოგახსენეთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიასთვის უპრეცედენტო ცვლილება განხორციელდა და მას უფლებამოსილება აღუდგა, თუმცა ამის მიუხედავად, პარლამენტის ვებ-გვერდზე, გამსახურდიას გვარი ,,უფლებამოსილება შეწყვეტილ'' წევრებს’’ შორისაა. ეს შემთხვევითი ფაქტია, თუმცა შინაარსობრივად თუ ჩაუღრმავდებით გამართლებული, რადგან პარლამენტში, 11 თებერვალს, პრეზიდენტ სააკაშვილის სტუმრობისას, ბატონ კოკოს სიტყვით გამოსვლის სურვილი არ ჰქონია. დღეს ხომ, კოკო გამსახურდია, ვარდების რევოლუციიის პარლამენტის ერთერთი პატარა კოკორია. 

არადა, იგი ხომ ზვიად გამსახურდიას შვილი, პარტია ,,თავისუფლების'' ლიდერი, ,,ამხელა’’'' კომისიის თავმჯდომარე (მის თანაშემწეს, როცა მედიის წარმომადგენლებმა ერთხელ, კომენტარის გაკეთებისთვის გამსახურდიასთან შესვლა ვთხოვეთ, მოგვიწოდა წინასწარ მაცნობეთო. ეს პასუხი გავიკვირვეთ, რადგან პარლამენტში ასეთი რამ წარმოუდგენელია. თანაშემწემ კი, გაოცებულმა გვიპასუხა: ,,ბატონი კონსტანტინე ,,ააამხელა’’' კომიისის ხელმძღვანელიაო’’). ოპოზიციონერი დეპუტატი, ყოფილი ეროვნული საბჭოს ერთერთი დამფუძნებელიცაა. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1009 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები