ტაჰრირი ახლოაღმოსავლურად - 18 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 15:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ტაჰრირი ახლოაღმოსავლურად
17:48
ტაჰრირი ახლოაღმოსავლურად

სიტყვა „ტაჰრირი" არაბულიდან ითარგმნება, როგორც „გათავისუფლება". ეს სიმბოლური სახელწოდების მოედანი ქაიროში, საბედისწერო გახდა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქისთვის. მისი გადადგომიდან ცოტა ხანში ტაჰრირის მოედანი ისევ საპროტესტო მიტინგების ტალღამ მოიცვა.

 

დემონსტრანტები, არც მეტი, არც ნაკლები, ისევ პრეზიდენტის, ამჯერად აბდალ სალეხის გადადგომას ითხოვენ. სანამ იმის გარკვევას დაიწყებთ, როდის აირჩიეს ან დანიშნეს ეგვიპტეში ახალი პრეზიდენტი, გეტყვით, რომ აბდალ სალეხი იემენის პრეზიდენტია, ხოლო მისი გადაყენების მოთხოვნით აქციები სწორედ ამ ქვეყნის დედაქალაქის – სანას მთავარ მოედანზე მიმდინარეობს, რომელსაც ასევე ტაჰრირის მოედანი ჰქვია...

 

წინა კვირის ბოლოს, სანას ტაჰრირზე ,იემენის პოლიცია მომიტინგეებს დაერია. ეს მაშინ მოხდა, როცა დემონსტრანტებმა იემენში ეგვიპტის საელჩოსკენ დაძვრა დააპირეს. სამართალდამცველებმა მათ საელჩოსთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. ერთერთი ცნობით, ტაჰრირის მოედანზე ხელისუფლების მომხრეები ავტობუსებით მიიყვანეს. მათ დაარბიეს ე.წ. კარვების ქალაქი, სადაც დაახლოებით 5 ათასი კაცი იყო შეკრებილი.

 

იემენის პრეზიდენტი, აბდალ სალეხი, ხელისუფლების სათავეში 1978 წლიდან იმყოფება. ეგვიპტეში სახალხო მღელვარების დღეებში სალეხმა განაცხადა, რომ არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობას აღარ აპირებს და 2013 წელს ხელისუფლებიდან საბოლოოდ წასვლას გეგმავს.

 

სახალხო მღელვარებამ მოიცვა ალჟირიც. დედაქალაქში, რომლის სახელწოდება ქვეყნის დასახელების იდენტურია, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, თუმცა, პოლიციასთან მასობრივი შეტაკებები არ მომხდარა. ოპოზიციის აქტივისტების მიერ მოწყობილ აქციებზე მთავარი მოთხოვნა დემოკრატიული რეფორმების გატარება იყო. ალჟირის ქუჩებში გაისმოდა შეძახილები „არა – პოლიციურ სახელმწიფოს!" სხვადასხვა წყაროს ცნობით, საპროტესტო აქციების ჩატარების ადგილებში დილიდან 26 ათასზე მეტი პოლიციელი გადაანაწილეს.

 

ალჟირის პრეზიდენტი, აბდელაზიზ ბუტეფლიკა მოსახლეობას პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას 2 თებერვალს დაპირდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეგვიპტეში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ბუტეფლიკა ქვეყანას 1999 წლიდან მართავს. 2008 წელს ალჟირის კონსტიტუციაში შესწორება შევიდა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს შეუძლია, ზედიზედ იმდენჯერ იყაროს კენჭი ამ თანამდებობაზე, რამდენჯერაც თვითონ მოისურვებს. 

 

ბევრად უფრო სერიოზული სიტუაციაა ბაჰრეინში. როგორც „ფრანს პრესი" იუწყება, ქვეყნის დედაქალაქ – მანამაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაღუპული მოქალაქეების რიცხვი, უკვე ოთხამდე გაიზარდა.  

 

მანამის ცენტრში, დემონსტრანტების მიერ გამართულ „კარვების ქალაქზე" თავდასხმა გვიან ღამით მოხდა.  შეტაკების დროს, პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომიტინგეები ბაჰრეინში ამ შეტაკებამდეც დაიღუპნენ. საერთო ჯამში, ამ ქვეყანაში, დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.

  

პირველივე დღეებში, ორი დემონსტრანტის დაღუპვის შემდეგ ქვეყნის მეფემ, ჰამად ბენ ალ–ხალიფამ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი გამოძიების დაწყება ბრძანა. რამდენიმე დღეში,დემონსტრანტების მკვლელობაში ეჭმიტანილი ორი პოლიციელი დააკავეს. ბაჰრეინში მღელვარება 14 თებერვალს დაიწყო. მომიტინგეები მუსლიმთა შიიტურ უმრავლესობას მიეკუთვნებიან, მაშინ როცა ქვეყნის ხელისუფლების ელიტა სუნიტური უმცირესობისგან შედგება.

 

ბაჰრეინის ქუჩებში გამოსული ხალხი, ახალი კონსტიტუციის მიღებას, პრემიერ–მინისტრის პოსტის შემოღებას და ამ თანამდებობაზე პირის არჩევის შესაძლებლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ციხეებში ადამიანთა წამების შეწყვეტას ითხოვს. დემონსტრანტების უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ პარლამენტის ზედა პალატის წევრები მეფის მიერ ინიშნებიან.

 

გუშინ, მასობრივი გამოსვლები ლიბანშიც დაიწყო. მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის, სასტიკი შეტაკება ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბენღაზაში მოხდა. მოქალაქეები იურისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, ფახთი ტერბილას დაკავებამ გააღიზიანა და ისინი ბენღაზას ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. როგორც ლიბანის ერთერთი გაზეთი იუწყება, მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება სწორედ იქ მოხდა.

 

ამავე გაზეთის ცნობით, ისმოდა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. მომიტინგეებმა, რომელთა რიცხვი 600 აჭარბებდა,  პოლიციელებს ქვები და ალმოდებული ბოთლები დაუშინეს. არეულობის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 პოლიციელია. როგორც არაბულ ტელეკომპანია „ალ ჯაზირას" ლიბანელმა მწერალმა და პუბლიცისტმა, იდრის ალ–მესმარიმ სატელეფონო საუბარში უთხრა, პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და ცხელი წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბიეს.

 

 ერთერთი ინფორმაციით, ამ საუბრიდან ცოტა ხანში ლიბანელი მწერალი დააპატიმრეს. ლიბანის ხელისუფლებას სათავეში, ჯერ კიდევ 1969 წელს, რევოლუციის შედეგად მოსული მუამორ კადაფი უდგას. მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, ქალაქ ბენღაზაში მანამდეც არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა, მათ პოლიცია ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ახშობდა. ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებმა, როგორც ჩანს, კადაფიც ჩააფიქრა: უახლოეს დღეებში ციხეებიდან 110 პატიმრის გათავისუფლება იგეგმება. ერთერთი ვერსიით, მათ შორის იქნება ფახთი ტერბილაც, რომლის გათავისუფლებასაც ასე დაჟინებით ითხოვდნენ მომიტინგეები.

 

ამ ღონისძიებების მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები უკანდახევას არ აპირებენ და კადაფისთვის „მრისხანების დღის" მოწყობას ხუთშაბათს გეგმავენ.

რამდენიმე დღეა, მასობრივი გამოსვლებია ირანშიც, სადაც ასევე მოხდა რამდენიმე შეტაკება პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის. მასობრივი გამოსვლების დაგეგმვისთვის ხელის შეშლის მიზნით, თეირანში, ამ დროისთვის გამორთულია მობილური კავშირგაბმულობა და ინტერნეტი.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 202 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები