პარასკევი, 26.04.2024, 15:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ხევსურები
23:16
ხევსურები
ხევსურები აბჯარში (დაახ. 1900).

ხევსურები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთშიდიდი კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვეხევშიერწო-თიანეთშიკახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენისხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.


ვახუშტი ბაგრატიონი ხევსურებს ასე ახასიათებს:

"ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და ლურჯი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის. გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და ჭკვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს." 

ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1107 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები