პარასკევი, 26.04.2024, 22:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » შუაფეოდალური ხანა
23:26
შუაფეოდალური ხანა

ძალიან სუსტადაა შესწავლილი გვიანი ხანის მინის ჭურჭელი. ეს ნაწილობრივ არქეოლოგიური ხარვეზითაც აიხსნება

ამ ძირითადი არქეოლოგიური პუნქტების გარდა ქართული მინის ნაწარმი გამოვლენილია მცხეთაშიურბნისშისიონშიგრემშიორბეთსა და ნატბეურში (მინის საწარმოებიდან); აგრეთვე, მცირე რაოდენობით, დასავლეთ საქართველოდან. ამ ნიმუშებს ფართოდ განიხილავს მერი ჩხატარაშვილ]

ისტორია

მინა ძველ საქართველოში ძირითადად ჭურჭლის, ასევე სამკაულების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ქართულ მასალის მხრივ (თიხალითონიხე, ქვა და სხვა) მრავალფეროვან ჭურჭელს შორის მინას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია.

მინისაგან პირველ ხანებში, თითქმის ყველგან პატარა გამჭვირვალე და სქელკედლებიან ჭურჭელს ამზადებდნენ. შემდგომში, ახალ ტექნიკურ მიღწევებთან ერთად, იგი უფრო მასობრივი და მრავალფეროვანი გახდა. თანდათან გაიზარდა მინის ნაწარმზე მოთხოვნა და საქართველოშიც მინა დროთა განმავლობაში ფუფუნების საგნიდან ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთად იქცა.

ჩვ. წ. I საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ გვიანანტიკურ სამყაროში, მინის ჭურჭელი ფართოდაა გავრცელებული. გვიანანტიკურ ხანასთან შედარებით, რომლისათვისაც მთელ სამყაროში სტანდარტული ფორმების არსებობაა დამახასიათებელი, შუა საუკუნეებში და განსაკუთრებით კი შუაფეოდალურ ხანაში, მიუხედავად ფორმათა მსგავსებისა, ზოგადად მინის ნაწარმი იჩენს ლოკალურ თავისებურებებს.

არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი მასალიდან ადრეფეოდალური ხანის ნაწარმი ყველაზე უკეთ რუსთავსა და თბილისშია გამოვლენილი; ამავე ხანის დასაწყისი პერიოდის (IVV საუკუნეები) მასალა კი — მხოლოდ რუსთავში. ყველაზე მძალავრად და კარგად, თითქმის ყველგან წარმოდგენილია შუაფეოდალური ხანა. გვიანფეოდალური ხანის მინა კი ძირითადად თბილისის დედაციხიდან და კახეთის ყარაღაჯიდანაა ცნობილი.

ადრე, შუა და გვიანფეოდალური მინის ნაწარმი (ძირითადად ჭურჭელი) ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც მინითა და მოყვანილობით, ისე შემკულობით. ადრეფეოდალური ნიმუშები ძირითადად გვიანანტიკური ხანის ნიმუშების მსგავსია. ადრე და შუა ფეოდალური ხანის მინის ნაწარმში ყველაზე უკეთ წარმოდგენილია სასუფრე ჭურჭელი, რომელშიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა სასმისები.[23]

[რედაქტირება]ადრეფეოდალური ხანა

ადრეფეოდალური ხანის მინის სანელსაცხებლე, რუსთავის ნაქალაქარი, I-IV საუკუნეები.

ადრეფეოდალურ ხანაში ძირითადად გვხვდება თხელკედლიანი მომწვანო-მონაცრისფრო ან სქელკედლიანი მომწვანო მინისაგან ნაკეთები სხვადასხვაგვარად (ხალებით, ფაცეტებით, ხორკლებით, ძაფებით, ტალღურად) შემკული ღრმა ფიალისებრი სასმისები. ამ ხანის მთელ მანძილზე გვხვდება ე. წ. ფეხიანი სასმისები; ისინი, უკვე მცირე რაოდენობით არსებობას განაგრძობს IX-X საუკუნეებში და შემდეგ ქრება. ასევე IX-X საუკუნეებში ჩნდება ახალი ტიპები, შემკობის ახალი სახეები, რომელთაგან ზოგი მაშინვე კვდება, ზოგი კი შემდგომ განვითარებას განიცდის შუაფეოდალურ ხანაში

მერი ჩხატარაშვილი ადრეფეოდალურ მინის ნაწარმში დანიშნულების მიხედვით ოთხ ძირითად ჯგუფს გამოყოფს

  1. სანელსაცხებლეები;
  2. სუფრის ჭურჭელი — სასმისები;
  3. ლამპარი;
  4. ალამბიკი.

სანელსაცხებლეები ძირითადად რუსთავის IV-V საუკუნეებით დათარიღებული სამარხებიდანაა წარმოდგენილი (ნაქალაქარი, მტკვრის მარჯვენა ნაპირი), ზოგი კი შემთხვევითაა აღმოჩენილი. სანელსაცხებლეთა ჯგუფში მერი ჩხატარაშვილი გამოყოფს ორ ქვეჯგუფს — ყალიბში გამობერილსა და თავისუფლად გამობერილ სანელსაცხებლეებს. იგი ვრცლად განიხილავს ამ ქვეჯგუფებში შემავალ ცალკეულ ნიმუშებს და ათარიღებს თითოეულ მათგანს, ზოგადად კი ამ ნიმუშებს IV საუკუნიდან X საუკუნემდე პერიოდს მიაკუთვნებს. მინის ეს ნაწარმი დამზადებული უნდა იყოს ადგილობრივად, რუსთავშითბილისსა და დმანისში; არის ასევე რამდენიმე უცხოეთიდან შემოტანილი ნიმუშიც, მათ შორის ირანიდან და ერაყიდან.[28]

ადრეფეოდალური ხანის დასასრულს კულტურული ფენებიდან მომდინარე მასალებს შორის უკვე ძირითადად საყოფაცხოვრებო დანიშნულების მინის ჭურჭელია წარმოდგენილი; მათ შორის სუფრის ჭურჭელი — სასმისები (II ჯგუფი). ამ ჯგუფში ტექნიკის მიხედვით გამოყოფილია სამი ჯგუფი — ყალიბში ჩამოსხმულიყალიბში გამობერილი და თავისუფლად გამობერილი ჭურჭელი. ადრეფეოდალურ საქართველოში სუფრის ჭურჭელი (სასმისები) მრავალფეროვანია, მერი ჩხატარაშვილი ამ ჯგუფში ცხრა ტიპს ასახელებს. ეს მასალები ძირითადად VI-X საუკუნეებს მიეკუთვნება.

შუა საუკუნეების საქართველოში, როგორც ჩანს, თიხისა და ლითონის ჭრაქებთან ერთად გავრცელებული იყო მინის ჭრაქი — ლამპარიც, რომელიც ლითონის ბუდეში იდგმებოდა. ისინი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და ფერისაა. მინის ლამპრებს რომაული ხანიდან იყენებდნენ.მისი ფართოდ გავრცელება დაკავშირებულია ბაზილიკების მშენებლობასთან, რაც თავის მხრივ ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება. საქართველოში მინის ლამპრები მთელი ადრეფეოდალური ხანის განმავლობაში გვხვდება. ის განსაკუთრებით მრავლადაა ბიჭვინთის ნაქალაქარზე, დამზადებულია გამობერვით. ფიქრობენ, რომ ადრებეოდალური ხანის სასმისთა უმრავლესობას ლამპრებადაც იყენებდნენ. ამ ხანაში გავრცელებული იყო ფეხიანი, ბუდეში ჩასადგმელი და ყურიანი, ჩამოსაკიდებელი ლამპრები. ხანის დასასრულს ჭარბობს ყურებიანი ლამპრები, რომლებიც არსებობას შემდეგ ხანებშიც განაგრძობს

მეოთხე ჯგუფს მიეკუთვნება სპეციალური დანიშნულების ალქიმიური ჭურჭელი —„ალამბიკი". ამგვარი ჭურჭლის ორი ნატეხია რუსთავის ნაციხვრიდან, ერთი კი —მცხეთიდან. ალამბიკები საქართველოში დღეს თითოოროლაა აღმოჩენილი, ხოლო სფერო-კონუსები, რომლის ადგილობრივ წარმოებას საქართველოშიც უშვებენდა რომლებთანაც ალამბიკს პირდაპირი დამოკიდებულება აქვს, საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მცირეა. სადღეისოდ ცოტაა ცნობილი ასევე საქართველოშიალქიმიის განვითარების შესახებ, რისთვისაც საჭირო იყო ეს ჭურჭელი.

[რედაქტირება]

შუაფეოდალური ხანა

შუაფეოდალური ხანის სასმისები რუსთავიდან

შუაფეოდალური ხანის უფერული, მომწვანო ან მწვანე მინის სასმისთა ფორმები უფრო მრავალგვარი, დახვეწილი და მოხდენილია. აქაც გვაქვს ფიალისებრი, თუმცა სადა, ან შედარებით მაღალი სასმისები. ძირითად ტიპს ძირ-ქუსლზე მდგარი სასმისები წარმოადგენს, ეომლწბიც შესაძლოა ადრეფეოდალური ხანისდასასრულამდე არსებული ფეხიანი სასმისების კონსტრუქციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდეს. შემკულობის მხრივ ადრეფეოდალური ნაწარმი უფრო მრავალგვარია, შუაფეოდალურ ხანაში კი მინის ჭურჭელს ძირითადად ზედ დადნობილი ძაფებითა და ხვეული კოპებით ამკობდნენ, ხშირად ფერადით. ამგვარად შემკულ ჭურჭელს დეკორატიული იერი ჰქონდა. შემკობის ამგვარი ხერხი მახლობელ აღმოსავლეთსა და დასავლეთშიც იყო მიღებული. ამიერკავკასიაში ასე შემკული მინის ნაწარმი განსაკუთრებით მრავალია სომხეთსა დასაქართველოში, უფრო იშვიათია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მერი ჩხატარაშვილი შუაფეოდალური ხანის მინის ნაწარმში დანიშნულების მხრივ გამოყოფს ხუთ ძირითად ჯგუფს, რომელთაგან თითოეული თავისუფალი ბერვითაა დამზადებული:

  1. სუფრის ჭურჭელი (სასმისები, სურები, ბოთლები, სამარილეები);
  2. პირის საფარეშო და სააფთიაქო ჭურჭელი;
  3. მათარა;
  4. ლამპარი;
  5. შიბაქი.
მინის სასმისი, 
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1200 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0

ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები