პარასკევი, 26.04.2024, 12:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » ბალე-რუსი
00:11
ბალე-რუსი
ოგუსტ მაკის "რუსული ბალეტი" (1912).

ბალე-რუსი (ფრანგ. Ballets russes), ან დიაგილევის რუსული ბალეტი — საბალეტო კომპანია, დაარსებული 1911 წელს რუსული თეატრალური მოღვაწისა და ხელოვნებათმცოდნის სერგეი დიაგილევის მიერ. მისი იდეა 1909 წელს გამართულ "რუსულ სეზონზე" გაჩნდა და წარმოდგენები 20 სეზონის განმავლობაში იდგმებოდა დიაგილევის სიკვდილამდე 1929 წელს. კომპანია განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთში.

დიაგილევის ანტრეპრიზამ დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ რუსულ ბალეტზე, არამედ მთელი მსოფლიოს ქორეოგრაფიულ ხელოვნებაზე. დიაგილევმა აღზარდა უაღრესად ნიჭიერ მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა მთელი პლეადა — ვაცლავ ნიჟინსკი,ლეონიდ მიასინიმიხაილ ფოკინისერჟ ლიფარიჯორჯ ბალანჩინი. დიაგილევის დადგმებისთვის სცენურ დეკორაციებსა და კოსტიუმებზე მისი თანაგუნდელები მუშაობდნენ გაერთიანებიდან "მირ ისკუსტვა" - ლეონ ბაქსტი და ალექსანდრე ბენუა. მოგვიანებით დიაგილევმა დეკორატორების სახით მიიზიდა ევროპის მოწინავე მხატვრები - პაბლო პიკასოანდრე დერენიკოკო შანელიანრი მატისი და მრავალი სხვა, ასევე რუსი ავანგარდისტები - ნატალია გონჩაროვამიხაილ ლარიონოვინაუმ გაბო,ანტუან პევზნერი. არა ნაკლებ წარმატებული იყო თანამშრომლობა იმ წლების განთქმულ კომპოზიტორებთან - რიხარდ შტრაუსთანერიკ სატისთანმორის პაველთანსერგეი პროკოფიევთანკლოდ დებიუსისთან, განსაკუთრებით კი მის მიერ აღმოჩენილ იგორ სტრავინსკისთან.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1091 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები