პარასკევი, 26.04.2024, 18:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » კომპილატორი
00:57
კომპილატორი
კომპილატორი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც კითხულობს პროგრამას დაწერილს რომელიმე პროგრამირების ენაში ანუ წყარო ენაში და თარგმნის მას იდენტიურ პროგრამაში განსხვავებულ პროგრამირების ენაზე ანუ მიზანის ენაზე. კომპილატორის მნიშვნელოვანი თვისება არის წყარო ენაში შეცდომების პოვნა და შეძლებისდაგვარათ მათ გამოსწორებას ან მითითებას.
განმმარტებელი კითხულობს პროგრამას დაწერილს რომელიმე პროგრამირების ენაში და სხვა პროგრამირების ენაზე თარგმნის მაგივრად თვითონ ასრულებს წყარო ენაში მითითებულ ბრძანებებს.
მაგალითად ჯავაში ენის დამამუშავებელი იყენებს ორივე სისტემას. თავიდან ჯავაზე დაწერილი პროგრამა კომპილირდება შუამავალ პროგამაში ანუ ბაიტკოდში და შემდგომ ჯავა ვირტუალური მანქანის განმმარტებელი ასრულებს ბაიტკოდში მითიტებულ ბრძანებებს. იმის გამო რომ პროგრამების უმეტესობა მოთავსებულია ერთზე მეტ ფაილში, კომპილატორს, მიზნის მისაღწევად, შეიძლება სხვა პროგამების გამოყენება დასჭირდეს. ერთ ერთი მასეთი პროგრამა არის პრეპროცესორი, რომლის დანიშნულებაა შეაგროვოს სხვადასხვა ფაილებზე გაფანტული პროგრამა და გააფართოვოს მაკროები წყარო ენის გამოსახულებებში. ლინკერი გადაწყვეტილებებს ღებულობს გარე მეხსიერების მისამართების დანიშვნაზე სადაც ერთ ფაილში მოთავსებული გამოსახულება უთითებს სხვა ფაილში მათავსებულ პროგამის კოდს. ლოუდერს გადაყავს გასაშვები ობიექტის ფაილები მეხსიერებაში პროგრამის გასაშვებად.

კომპილატორის სტრუქტურა.

სტანდარტული კომპილატორი შედგება ორი ნაწილისგან: ანალიზი და სინთეზი. ანალიზი შლის წყარო ენას რამოდენიმე ნაწილად და ადგენს ამ პროგრამის გრამატიკულ სტრუქტურას. ეს სტრუქტურა შემდგომ შუამავალი კოდის სახეს ღებულობს და სინტეზის ფაზაში განაგრძობს გადამუშავებას. ანალიზის დროს ხდება პროგრამის სინტატიკური და სემანტიკური შეცდომების დადგენა. გროვდება სხვადასხვა ინფორმაცია პროგრამის შესახებ და ხდება მათი შენახვა მონაცემთა სტრუქტურაში რომელსაც სიმბოლოების ცხრილი ეწოდება.
სინთეზის ფაზა შუალედური კოდის და სიმბოლოების ცხრილის გამოყენებით ქმნის სამიზნე პროგრამას. ანალიზის ნაწილს ხშირად წინა ნაწყვეტს უწოდებენ, სინტეზის ნაწილს კი უკანა ნაწყვეტს.



კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1168 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები