შაბათი, 27.04.2024, 05:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » ბლუთუზი
00:59
ბლუთუზი

ბლუთუზი (ინგ. Bluetooth - ლურჯი კბილი) მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას წარმოადგენს. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერებიპრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღოვანი ღუმელები და სხვა.

ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება ბიზნესშიმედიცინასა და სხვა სფეროებში. მისი მოქმედების რადიუსი განისაღზვრება 10-დან 100 მეტრამდე.ინფრაწითელი პორტისაგან (IrDa) განსახვავებით, ბლუთუზის რადიოტალღები ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს შორისაც აღწევს. დაკავშირებისას იქმნება ქსელი piconet და 7-8 მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ჩაერთოს მასში.

აპარატურულად ბლუთუზი მცირე ზომის, მაღალი სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა, რომელიც 2.4465-2.4835 გჰც დიაპაზონში მუშაობს.

1994 წლის დასაწყისში შვედურმა კომპანია ერიქსონმა შექმნა საცდელი ჯგუფი, რათა შეესწავლათ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის, ახლო მანძილზე, რადიოტალღების მეშვეობით მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობები. კვლევის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1998 წელს შვედური და კიდევ რამოდენიმე წამყვანი კომპანიების (ნოკია,აი-ბი-ემიინტელიტოშიბა) თანამშრომლობის შედეგად დაარსდა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბლუთუზის სტანდარტის შემუშავება. 1998 წლის მაისში უკაბელო კომუნიკაციის ახალი სტანდარტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა.

ბლუთუზ ტექნოლოგია მრავალპროფილიანია. თითოეული პროფილის მხარდაჭერა ბლუთუზით აღჭურვილ მოწყობილობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოყენებულ იქნეს ტექნოლოგიის შესაძლებლობები.

  • GAP -Generic Access Profile
  • SDAP-Service Discovery Application Profile
  • CTP-Cordless Telephony Profile
  • IP-Intercom Profile
  • SPP-Serial Port Profile
  • HS-Headset Profile
  • DNP-Dial-up Networking Profile
  • FP-Fax Profile
  • LAP-LAN (Local Area Network) Access Profile
  • GOEP-Generic Object Exchange Profile
  • OPP-Object Push Profile
  • FTP-File Transfer Profile
  • SP-Synchronization Profile
  • ESDP-Extended Service Discovery Profile (for Universal Plug and Play)
  • A2DP-Advanced Audio Distribution Profile
  • AVRCP-Audio Video Remote Control Profile
  • BIP -Basic Imaging Profile
  • BPP -Basic Printing Profile
  • CIP-Common ISDN Access Profile
  • GAVDP-Generic Audio Video Distribution Profile
  • HFR-Hands-Free Profile
  • HCRP-Hardcopy Cable Replacement Profile
  • HID-Human Interface Device Profile
  • PAN-PAN (Personal Area Networking) Profile
  • SAP-SIM Access Profile

[]

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1222 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები