|
მთავარი » ახალი ამბები
ჰოსნი მუბარაქი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს, გადადგა.. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განცხადება ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტმა, ომარ სულეიმანმა გააკეთა.
განცხადებამ დიდი სიხარული და მღელვარება გამოიწვია ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებში, სადაც ასი ათასობით ეგვიპტელია შეკრებილი. „თავისუფლება! ეგვიპტე თავისუფალია!" – ისმის მომიტინგეთა შეძახილები.
როგორც ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, გადადგომის წინ მუბარაქმა ხელისუფლება შეიარაღებული ძალების უმაღლეს საბჭოს გადააბარა. უახლოეს წუთებში იგეგმება ამ საბჭოს ხელმძღვანელის მიმართვა მოსახლეობისადმი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ჰოსნი მუბარაქი ოჯახთან ერთად შარმ–ელ–შეიხის საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება. მისი სამომავლო გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი. მანამდე მუბარაქი აცხადებდა, რომ სიცოცხლის ბოლმდე ქვეყანაში დარჩენას აპირებს.
|
ჯერ, მხოლოდ წინასაკონტრაქტო დოკუმენტების მომზადების პერიოდიც არ არის დასრულებული, რომ ფრანგული ფლოტის „როლს-როისმა" „მისტრალმა" დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის სამხედრო და ბიზნეს-გაერთიანებებს შორის.რუსულ მას–მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მისტრალის" ტიპის გემ–დოკების აგებას რუსეთში პრობლემები შეექმნა. რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მთავარ შტაბში განაცხადეს, რომ უახლოესი ათი წელი რუსეთი ვერ დაიწყებს დამოუკიდებლად „მისტრალის" მსგავსი ვერტფრენმზიდების მშენებლობას, ეს უფრო შორეული პერსპექტივაა, რაც ასევე მოითხოვს დამატებით კონტრაქტზე ხელმოწერას. რუსეთის შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის თანახმად, რომელიც 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს, გათვალისწინებულია მხოლოდ ორი „მისტრალის" შესასყიდი თანხა, ხოლო რუსეთში ანალოგიური გემების ასაშენებელი ფული ამ დოკუმენტით არ არის დაგეგმილი – ეს განaცხადა საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან" საუბარისას. სამხედრო ჩინოსნის სიტყვები ერთგვარად ცხადყოფს, რომ პრობლე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ნარკობიზნესთან თუ ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ნიანგი გამოჩნდა, რომელიც აფთიაქებში ხელმისაწვდომი პრეპარატებისგან კუსტარულად მზადდება. ნარკოტიკული საშუალების დამზადებისას, სხვა ნივთიერებებთან ერთად, ტოქსიკური ნარევი ,,კროტი’’ გამოიყენება, რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის სისტემის გასაწმენდად მოიხმარება. ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს ,,კოქტეილი’’ მავნე ზემოქმედებას ახდენს. 2 წელი და 7 თვეა, რაც ანტინარკოტიკულ კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში თაროზეა შემოდებული. როდის დაიწყება პროექტის განხილვა? რამდენად სწორია ნარკომანიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა? "პრესა.ჯი” პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს ესაუბრა. - აფთიაქებში ფსიქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ინფორმაციით, მომავალ მოსავლის აღებამდე ხორბლის მარაგი გვაქვს, 119 ათასი ტონა. ამას კვეზერელი ისტორიულ მაქსიმუმს უწოდებს, რაც ადრე არ გვქონდა. ბაკურ კვეზერელის განცხადებებმა, დეპუტატები ვერ დააიმედა. მათი განცხადებით, სურსათზე ფასები სულ უფრო და უფრო ძვირდება. სანამ დეპუტატები ბაკურ კვეზერელს შეხვდებოდნენ, მინისტრისგან გარკვეულ პროდუქტებზე ფასების გაიაფებაზე ინფორმაციის მიღებას ელოდნენ, თუმცა, მაინც და მაინც დამამშვიდებელი პასუხი არ მიუღიათ. დეპუტატებმა მინისტრს შაქრის გაძვირებაზეც ჰკითხეს, რაზეც ბაკურ კვეზერელმა განმარტა, რომ შაქარი ძალიან სწრაფად გაძვირდა მსოფლიო ბირჟებზე. მისი განცხადებით, შაქარი 90%–ით გაძვირდა, რაც ქართულ ბაზარზეც აისახა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 3 4 5 6 7 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« მაისი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|