შაბათი, 04.05.2024, 10:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი


ისლამური საქართველო.


ექვთიმე თაყაიშვილი

სამუსულმანო საქართველო შეადგენს თითქმის მთელი ბასეინი ჭოროხის მდინარისა, პატარა პროინციის გამოკლებით აჭარისტანისა ქალაქ ბატუმითურთ, ზემო წელი მდინარე მტკვრისა, ყოფილი არდაგანის "ოკრუგი" ყრსის ოლქისა, და ფოცხოვის "უჩასტოკი" მტკვირს შემდინარის ფოცხოვის წყლის ბასეინში, რომელიც წინეთ არდაგანისავე "ოკრუგ"-ში შედიოდა. უკანასკნელ მსოფლიო ომამდის ოსმალეთის ხელთ იყო მხოლოდ ზემო და შუა წელი ჭოროხის მდინარისა თორთუმის ხეობითურთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი ბასეინისა, სახელდობრ, ჭოროხის მარჯვენა შემდინარის ოლთისის წყლის ბასეინი და ქვემო წელი ჭოროხისა ეკუთვნოდა რუსეთს, უკანასკნელი ადმინისტრატიულად წარმოადგენდა ბათუმის ოლქს, ხოლო პირველი, ოლთისის წყლის ბასეინ, ოლთისის "ოკრუგს" ყარსის ოლქისა. ძველად მთელი ჭოროხის ბასეინი შეადგენდა სამ დიდ პროვინციას - კლარჯეთს, ტაოს და ისპირს.

საზღვრები ამ პროვინციებისა ზოგჯერ იცვლებოდა. მაგრამ საზოგადოდ კლარჯეთი შეადგენდა, ფართო მნიშვნელობით, ამ სახელისა, ქვემო წელს ჭოროხის ბასეინისა და დაახლოებით უდრიდა ყოფილ ბათუმის ოლქს სოფელ მელომმდის. კლარჯეთში შედიოდა თვით კლარჯეთი, ვიწრო მნიშვნელობით ამ სახელისა, შავშეთი, იმერხევი, ნიგალისხევი და, უნდა ვიფიქროთ, აჭარაც. ნიგილისხევი განცალკევებული ხევი კი არ იყო, არამედ ეს სახელი ეწოდებოდა თვით ჭოროხის ბასეინის ნაწილს, თვით ჭოროხის ხეობას, რომელიც დაახლოებით უდრიდა ართვინის "ოკრუგის" ტერიტორიას და შეიცავდა ორივე ნაპირს ჭოროხის მდინარისა: ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1253 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში.


პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში, ძვ. წ. 65 წელს, იმ ომების ეპიზოდი, რომელოიც წამოიწყო ძვ. რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა.

აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და პონტოს სამეფო იბრძოდა. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი).

ძვ. წ. 74-ძვ. წ. 66 პონტოს წინააღმდეგ ომს მეთაურობდა რომაელი სარდალი ლუკულუსი. ძვ. წ. 66 წელს მის მაგივრად სენატმა მთავარსარდლად დანიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი.

იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა.

ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა.

მტერი არმაზციხეს მიადგა. არტაგ II-მ არმაზციხე დატოვა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა, რომ რომაელთა გადასვლისათვის ხელი შეეშალა. არმაზციხის გარნიზონი იძ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1181 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010


გერბი.

ეგრისის სამეფო, ლაზიკის სამეფო, ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად (დაახლოებით ახ. წ. I საუკუნე). ანტიკურ წყაროებში ეგრისის სამეფოს ლაზიკა ეწოდებოდა.

ეგრისის სამეფო (ლაზიკა).
დედაქალაქი ნოქალაქევი
რელიგია მართლმადიდებლობა
მართველობის ფორმა მონარქია.

ისტორია.


თავდაპირველად მცირე სამეფო იყო, ეკავა მდ. რიონის ორივე ნაპირი (დაახლოებით ქობულეთიდან მდ. ერისწყლამდე), რომის იმპერია მასზე ფორმალურ სიუზერენობას ინარჩუნებდა. II საუკუნის 30-იან წლებში ეგრისის მეფე მალასა რომის იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, ხოლო მის ზღვისპირა ციხე-ქალაქ ფასისში (ფასიდა) რომაული გარნიზონი იდგა.

III საუკუნის 50-იან წლებში ეგრისის სამეფოს შემოესივნენ გუთები, 90-იან წლებში კი სარმატები. IV საუკუნეში ეგრისის სამეფო გაძლიერდა და გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. სამხრეთით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდ. ჭოროხის ქვემო დინების რაიონს, ხოლო ჩრდილოეთით მას დამორჩილდა აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები, აგრეთვე სვანები (მისიმიელები) და ლეჩხუმის (სკვიმნ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1213 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-737 წლებში, არაბების ლაშქრობის სარდალ მარვან II იბნ მუჰამადის (ქართული წყაროებით მურვან ყრუ) მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით.

ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო არაბების მიერ საქართველოს დაპყრობა-დამორჩილების პროცესი თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ამ პროცესის დასასრულად და ქართლში არაბთა ბატონობის დამკვიდრების თარიღად მიიჩნევენ მურვან ყრუს შემოსევას.


მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. მურვანმა ჯერ ქართლი ააოხრა, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი.

ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა.


ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და შემდეგ ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა.

შემდეგ მურვანის ლაშქარმა ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა" (მაშინდელი საზღვარი ბიზანტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1367 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

დიოსკურია (ბერძნ. Dioskuriás), ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე (ახლანდელი ქ. სოხუმის ადგილზე). დააარსეს ბერძნებმა მოახალშენეებმა, მილეტელებმა, ძვ. წ. VI საუკუნეში. დიოსკურია მეზობელ ხალხებთან ვაჭრობდა მარილით, პირუტყვით, ცვილით, პურით, მონებით. ახ. წ. I საუკუნეში რომის ხელისუფლებას ემორჩილებოდა.

ამ დროს აშენდა ციხესიმაგრე, რომელშიც რომაელთა მუდმივი გარნიზონი იდგა, ქალაქს კი სებასტოპოლისი ეწოდა. დიოსკურიის აყვავების ხანა იყო ახ. წ. II-III საუკუნეები. IV საუკუნეში იწყება მისი დაქვეითება.

ციხესიმაგრე არსებობდა VI საუკუნამდე. ზღვის ნაპირის დაწევისა და ზღვის შემოჭრის შედეგად დიოსკურიის ნანგრევები ამჟამად სოხუმის ყურის ფსკერზეა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1128 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010


"დიდი თურქობა", ამ ტერმინით ცნობილია თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში.

მცირე აზიაში სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნის უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის. საქართველოს მეზობლად დამკვიდრდნენ მომთაბარე-მეჯოგე ტომები, რომლებიც სისტემატურად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა მხარეს.

მეფე გიორგი II-მ (1072-1089) მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ქვეყნის შინაგანი ძალების შემომტკიცებისა და საზღვრების გაფართოების მიზნით, მაგრამ ეს წარმატებანი ხანმოკლე აღმოჩნდა. თურქ-სელჩუკთა სულთნის მალიქ-შაჰის საგანგებო ლაშქარმა დაამარცხა ყველისციხეში მდგომი მეფე გიორგი.

ამას მალე უფრო დიდი ლაშქრობა მოჰყვა იასისა და ბუჟღობის მეთაურობით. სელჩუკები მთელ საქართველოს მოედვნენ. მემატიანის გადმოცემით, "ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი". ეს იყო თურქ-სელჩუკთა პირველი დიდი შემოსევა, რომელიც 1080 წელს დაიწყო.

ამიერიდან სელჩუკები საქართველოში საძარცვავად ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ და დაზამთრებამდე რჩებოდნენ.

ასეთ ვითარებაში ქართველი მწარმოებელი საზოგადოება ინტენსიურ მეურნეობას ვეღარ უძღვებოდა. ამის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე მომთაბარეთა ჩამოსახლება ყოველწლიურად მატულობდა. ქვეყანა გადაშენების საფრთხე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1332 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით III-ის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რომლის გამოც შემდეგში ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის.

დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერტაო ჩრდილო ბასიანითურთ. 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ" (გიორგი მთაწმიდელი).

XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტოარიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდინარე ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდინარე არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრიტის ხეობაში.

ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით III დაუკავშირდა იმპერატორის ქინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ (989) იძულებული გახდა ბასილი კეისრისათვის პატიება ეთხოვა და დაანხმებულიყო , რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელოები იმპერიას შეერთებოდა.

მკვლევართა შორის არაა თანხმობა, თუ რა ქვეყნები უნდა გადასცემოდა ბიზანტიას ამ დათმობის შედეგად. ერთნი ფიქრობდე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1071 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ლეკიანობა.

„ლეკიანობა", დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის (ძირითადად კახეთი, ქართლი) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით-დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.

დაღესტნელთა შემოსევები XVI საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება.

აქ, ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში, მათ შექმნეს ე. წ. „უბატონო თემები", რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის.

ქართლში მთელ ფეოდალთა შემოსევები XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. უფრო გაძლიერდა „ოსმალობისა" და „ყიზილბაშობის" დროიდან. XVIII საუკუნის II ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა.

ამ მიზნით 1754 წელს მოწყობილიხუნძახის მფლობელის ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა (მჭადიჯვრის ბრძოლა), ასევე დამარცხნენ ლეკები 1755 წელს ყვარლის ბრძოლაში. 1785 წელს ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და „საკორდონო ლინიის" დაარსების შედეგად ლეკიანობა შესუსტდა, ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.
... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1377 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

კოლონისტები საქართველოში, საქართველოში უცხოტომელთა ჩამოსახლება ხდებოდა გვიანდელ ფეოდალურ ეპოქაში(მგ., ოსთა ჩამოსახლება, სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება ერეკლე II-ის დროს და სხვა). XIX საუკუნეში ამ მოვლენას თავისებური ხასიათი და მიზანდასახულობა მიეცა. რუსეთის მთავრობას სურდა საქართველოში კოლონისტთა სახით სოციალური დასაყრდენი გაეჩინა, ქვეყნის ბუნებრივი რესურსები აეთვისებინა.

1819 წლიდან მან დაიწყო საქართველოში გერმანელთა კოლონისტთა გადმოსახლება, რომელთაც შექმნეს სოფლები: მარიენფელდი (სართიჭალაში), ალექსანდერსდორფი (დიდუბეში), პეტერსდორფი (სართიჭალასთან), ელიზაბეტალი (ახლანდელი ასურეთი), ეკატერინენფელდი (ბოლნისთან) და სხვა.

მთავრობამ კოლონისტებს საუკეთესო მიწები მისცა და ფინანსური დახმარებაც გაუწია. კოლონისტთა საქმეებს წარმართავდა საგანგებო სამმართველო (გაუქმდა 1871).

მათთვის შეიმუშავეს წესდება, რომელიც კოლონისტებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა. მაგრამ კოლონისტებმა ვერ გაამართლეს მთავრობის იმედი, ვერ აამაღლეს ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო-კულტურული დონე, თუმცა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქვეყნების ურთიერთობათა განვითარებაში (განსაკუთრებით — ხელოსნობაში).

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ირანისა და თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსახლებული სომხები და ბერძნები ჩაასახლა თრიალეთში, სამცხესა და ჯავახეთში. გამოუყო მათ მიწები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1124 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ელაზნაურის შეთანხმება 1804, ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის, ხელი მოაწერეს 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანის მიდამოებთან, ხარაგაულის რაიონში) რუსეთის მხრივ გენერალი პ. ციციანოვმა და იმერეთის მეფე სოლომონ II-მ.

ელაზნაურის შეთანხმება შედგება 17 მუხლისაგან. შეთანხმებით იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა, თუმცა სოლომონ II-ს მეფობა საშვილიშვილოდ რჩებოდა; მაგრამ თუ სოლომონს ვაჟი არ მიეცემოდა, მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (იმერეთის მეფის დავით II-ს ძე) უნდა გამოცხადებულიყო.

ტახტზე ახლად ასეულ იმერეთის მეფეს სათანადო სიგელით რუსეთის იმპერატორი ამტკიცებდა. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუსეთის „უპირველეს მმართველს". მეფის ხელში რჩებოდა საშინაო საქმეების გამგებლობა. მას რუსული კანონებით უნდა ემოქმედა.

რუსეთი კისრულობდა იმერეთის დაცვას. ამ მიზნით იქ თავისი ჯარი უნდა ჩაეყენებინა. იმერეთის მეფეს რუსეთის ჯარისათვის უნდა აეშენებინა სადგომები, მოემარაგებინა შეშით, სურსათით და ფერაჟით. იმერეთის მეფეს უნდა მიეღო წილი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი მადნიდან და რუსების მიერ აგებული ახალი ქალაქების შემოსავლიდან, ამასთან, მეფე ვალდებული იყო ახლად გახსნილი სამადნოები მუშახელით მოემარაგებინა.

იმერეთის მეფე ვალდებული იყო მოეწესრიგებინა გზა ვახანიდან ქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1070 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

« 1 2 ... 135 136 137 138 139 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები