შაბათი, 18.05.2024, 11:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

გუგარები-გუგარები, გოგარები, ქართველი ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდინარე დებედის ზემო დინაების ხეობა, რომელიც ძველ ქართულ და სომხურ წყაროებში კანგარი ეწოდებოდა (ამჟამად სომხეთში).

აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი "გოგარანი" (დღეს სოფ. გუგარქი). თვით სომხური წყაროები გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ზოგი მათგანი კი ქართველ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი ხშირად ქართლის თუ ქართველთა პიტიახშს უწოდებს.

დრილები,

დრილები, ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი, ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში. ძვ. წ. 401 მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა. მისი ცნობით დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი ყოფილა, ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში.

ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონიათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცად ლაშქარს, მისი აღება ვერ მოუხერხებია. დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული ჰქონიათ სამშენებლო საქმეც.

მაკრონები.


მაკრონები - წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1738 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

ჭყონდიდელი, ჭყონდიდის (ახლანდელი მარტვილი) მთავარეპისკოპოსი X საუკუნიდან დღემდე (X-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ატარებდა აგრეთვე ბიზანტიურ საპატიო ტიტულებს: სვინგელოზი, პროტოუპერტიმოსი).

ჭყონდიდელი იყო ოდიშის ეკლესიის მეთაური და აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე (წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, აფხაზთა კათალიკოსიბა დაწესდა VIII ან X საუკუნეებში) ყველაზე გავლენიანი მღვდელთმთავარი დასავლეთ საქართველოში და შესაძლოა მას ექვემდებარებოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსებიც.



ჭყონდიდელის დიდი გავლენის გამო დავით აღმაშენებელმა (1089-1125) საეკლესიო პოლიტიკის გატარებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი - ჭყონდიდლობა შეუთავსა მწიგნობართუხუცესობას და ის დანიშნა თავის ვაზირად.

შემდეგში დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა (აფხაზეთში) და ალავერდისა (კახეთში). XII-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ზოგჯერ ქართლის კათოლიკოსიც ხდებოდა და სხვა ეპარქიის მღვდელთმთავრობასაც ითავსებდა (მაგ., XII საუკუნის ბოლოს მიქაელ კათოლიკოსი იყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და სამთავნელი; არსენ კათოლიკოსი - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი).

უკანასკნელად ჭყონდიდელი ვაზირად წყაროებში იხსენიება XIII საუკუნის შუა წლებში (ბასილი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და უჯარმელი).

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

გულანი, საეკლესიო კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები - სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.

გულანებს, რომელთაგან ზოგი ორ-სამ ფუთსაც კი იწონიდა, იძენდნენ მდიდარი ეკლესიები და მონასტრები. ჩვენამდე მოღწეულია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედისა და სხვა ეკლესია-მონასტერთა გულანები. გულანის მოკლე რედაქციას ეწოდება "ჟამნ-გულანი" (შეიცავს "ჟამნსა" და მოკლე სვინაქსარულ საკითხებს; ცნობილია ყანჩაეთისა და რუისის ეკლესიის "ჟამნ-გულანი"). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, გულანი "გულთ სანდომად შეკრებული წიგნია". იგი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არა აქვს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1111 | Added by: NaTia | Date: 22.05.2010

შუშანიკის წამება (ძვ. ქ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) — იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.

„შუშანიკის წამების" დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო.[3]

ნაწარმოებში ჩანს, რომ V საუკუნის ქართლში კარგად ყოფილა განვითარებული საეკლესიო სისტემა. მასში სადახელებულნი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვანი.


შუშანიკის წამება

სრული სათაური: წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ
საერთო სათაური: შუშანიკის წამება
ავტორი: იაკობ ცურტაველი
მშობლიური ენა: ქართული
დაწერილია: V საუკუნეში.


ძველ ქართულ ფრესკებზე დაფუძნებული წმინდა შუშანიკის გამოსახულება. საბინინი, 1882 წელი.

დაწერის თარიღი.

შუშანიკის მეუღლე — ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წელს. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2503 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

„ილარიონ ქართველის ცხოვრება", IX საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. დღემდე მოღწეულია მისი ხუთი რედაქცია: ვრცელი ათონური (ხელნაწერი თარიღდება 1074), მეტაფრასული (ხელნაწერთა უმრავლესობა XVIII საუკუნით თარიღდება), მოკლე (XIII-XIV, XVIII სს.), ძველი სვინაქსარული (XII ს-დან) და გვიანდელი სვინაქსარული (XVIII ს-დან) რედაქციები. მათი წარმომავლობისა და ურთიერთმიმართების შესახებ ორი ვარაუდია გამოთქმული:

1. ვრცელი ათონური რედაქცია ექვთიმე მთაწმიდლის მიერ ბერძნულ ენაზე დაწერილი ხოტბა-ენკომიის თავისებურად გადმოკეთებას, ხოლო მეტაფრასული რედაქცია, რომლის ავტორად თეოფილე ხუცესმონაზონი არის მიჩნეული, ათონური რედაქციის გადამუშავებას უნდა წარმოადგენდეს (კ. კეკელიძე).

მოკლე რედაქცია ამ ვარაუდის გამოთქმის დროს (1919-1920) არ ყოფილა გათვალისწინებული (ხელნაწერი აღმოჩნდა 1946).


2.„ილარიონ ქართველის ცხოვრება" ქართულ ენაზე დაიწერა (ბ. კილანავა, მ. დოლაქიძე); მისი ვრცელი ათონური და მეტაფრასული რედაქციები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა, თუმცა წყარო — თხზულების მოკლე რედაქცია — საერთო აქვთ. იგივე რედაქცია უდევს საფუძვლად სვინაქსარულსა (ე. გაბიძაშვილი).

ამ ვარაუდის თანახმად ექვთიმე მთაწმიდლისა და თეოფილე ხუცესმონაზონის ავტორობის საკითხი საბოლოოს გადაწყვეტილად ვერ ჩაი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1090 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ასურელ მამათა ცხოვრებანი, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. მონასტრების აღმოცენება და სამონასტრო საქმის ორგანიზაციის დასაწყისი საქართველოში დაკავშირებულია სირიაში მოღვაწე ბერების ე. წ. ასურელი მამების, საქართველოში ჩამოსვლასთან (VI ს.). მათ მიერ დაარსებულმა სავანეებმა დიდი როლი შეასრულა ქართული მწიგნობრობის ისტორიაში ქართველი საზოგადოებრიობის ინტერესი ამ მოღვაწეებისადმი ძველთაგანვე დიდი იყო.

საფიქრებელია, რომ ასურელ მამათა ცხოვრებანი ადრეც აღიწერა, მაგრამ უძველეს ძეგლებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

დღეს ცნობილ თხზულებათაგან უადრესი უნდა იყოს „მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმინდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ", რომელიც არსენ დიდ საფარელს (IX ს.) მიეწერება. X საუკუნის კათოლიკოს არსენ II-ს დაუწერია „ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაძნელისაჲ და მოწაფეთა მისთაჲ" და „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ევაგრესი".

იმავე საუკუნეში უცნობ ქართველ მწერალს შეუთხზავს „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაჲ".

დასახელებულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში არწერილია ასურელ მოიღვაწეთა მოსვლა საქართველოში, სამონასტრო მშენებლობის წამოწყება და საკულტო კერების დაარსება, გვხვდება საყურადღებო ცნობებიც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურული ცხოვრების შესახებ.


XI–XII სა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1269 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის პარალელურად სახელმწიფო ენად აღიარებულია აგრეთვე აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები.

მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენას და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.


მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული…

დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).

თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება.

ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი თავის მხრივ მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი).

თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1181 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

პეტრე I.


წმინდა პეტრე I - იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 ნოემბერი, ახალი სტილით - 13 დეკემბერი. იგი 467-474 წწ. განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და მონაზონი სამოელი.

წმინდა მეფისა და წმინდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.

ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში „წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა" და თან შეუთვალა, რომ „კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ".

კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1226 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1446
მმართ. დასასრული: 1466
წინამორბედი: ვახტანგ IV
დაბ. თარიღი: 1417
გარდ. თარიღი: 1476
მეუღლე: 1.თამარ ჯაყელი
2.ნესტან-დარეჯანი
შვილები: ალექსანდრე I
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე I დიდი
დედა: თამარი.


გიორგი VIII (კახეთში - გიორგი I), ქართლის მეფე 1446-1466, კახეთისა - 1466-1476. ალექსანდრე I დიდის ძე. მის დროს ძირითადად დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო.

დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო.

ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.

გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459. ერთი წლით ადრე რომის პაპმა კალიქსტ III-მ მიმართა წერილობით მას და მათ, "ვინც ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1195 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

კონსტანტინე I (გ. 1411), საქართველოს მეფე 1407-1411, ბაგრატ V-ის ძე. 1400 თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401-1402 თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო.

ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურლენგს.

ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა.

XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 1411 ის შირვანში შეიჭრა.

შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მოეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.


კონსტანტინე I

საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1407
მმართ. დასასრული: 1411
წინამორბედი: გიორგი VII
მემკვიდრე: ალექსანდრე I
დაბ. თარიღი: 1369
გარდ. თარიღი: 1411
მეუღლე: ნათია
შვილები: 1.ალექსანდრე I
2.ბაგრატი
3. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1047 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

« 1 2 ... 137 138 139 140 141 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები