ორშაბათი, 06.05.2024, 05:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) ლითონის კონსტრუქციაა შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.


სტატისტიკა .

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა.

ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1151 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ბურბონი ფრანგული წარმოშობის არისტოკრატული საგვარეულოს სახელია, რომელიც მათ მიიღეს „ბურბონის სასახლის" მიხედვით ('დღევანდელი ბურბონ-ლ'არშამბო)'

ბურბონები მონარქები იყვნენ/არიან ევროპის შემდგომ სუვერენულ ქვეყნებში: ნავარა, საფრანგეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ორივე სიცილიის სამეფო, ლუკას საჰერცოგო, პარმის საჰერცოგო. გარდა ამისა ბურბონები მრავალი ფრანგული საჰერცოგოს მფლობელები იყვნენ.


საფრანგეთის მეფეები .

ანრი IV დიდი - 1589-1610
ლუი XIII სამართლიანი - 1610-1643
ლუი XIV მზე - 1643-1715
ლუი XV - 1715-1774
ლუი XVI - 1774-1791
ლუი XVIII - 1814-1815 და 1815-1824
შარლ X - 1824-1830.


ესპანეთის მეფეები .

ფილიპე V - 1700-1724 და 1724-1746
ლუის I - 1724
ფერდინანდ VI - 1746-1759
კარლ III - 1759-1788
კარლ IV - 1788-1808
ფერდინანდ VII - 1808 და 1813-1833
ისაბელ II - 1833-1868 მეფობდა მეუღლე ფრანსისკო I-თან ერთად.
ალფონსო XII - 1874-1885
ალფონსო XIII - 1886-1931
ხუან კარლოს I - 1975-დღემდე.
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1900 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ჰაბსბურგები (გერმ Habsburger) — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. დინასტიის წარმომადგენლები ავსტრიას მართავდნენ 1282 წლიდან, რომელიც მოგვიანებით მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1918 წლამდე) და ევროპის ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი სახელმწიფო იყო.

საგვარეულო იკავებდა ასევე საღვთო რომის იპმერიის ტახტს 1438-დან 1806 წლამდე. (მცირე წყვეტით 1742-45 წწ).



გარდა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერიისა ჰაბსბურგებს შემდეგი სახელმწიფოების ტახტი ეკავათ:
უნგრეთის: 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
ჩეხეთის 1306—1307, 1437—1439, 1444—1457, 1526—1618, 1621—1918 წწ;
ხორვატიის 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
ესპანეთის 1516—1700 წწ;
პორტუგალიის 1580—1640;
ნეაპოლიტანური სამეფოსი 1516—1735 წწ;
მექსიკის 1864—1867 წწ;
ტრანსილვანიის 1690—1867 წწ;
ტოსკანის 1790—1859 წწ;
პარმის 1814—1847 წწ;
მოდენის 1814—1859 წწ;

ამას გარდა, არაერთი მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისა.

Category: სტატიები | Views: 1290 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

უინძორები (ინგლ. House of Windsor) - სამეფო დინასტია გაერთიანებულ სამეფოში. დაიწყო 1901 წელს, როცა სამეფო ტახტზე ავიდა ედუარდ VII - დედოფალ ვიქტორიასა და გერმანული საქსენ-კობურგ გოთას საგვარეულოს წარმომადგენლის პრინც ალბერტის შვილი. 1917 წლამდე უინძორის დინასტია საქსენ-კობურგ-გოთას სახელს ატარებდა.

უინძორების მეფეთა სია.

ედუარდ VII    22 იანვარი 1901    6 მაისი1910,


ჯორჯ V    6 მაისი1910    20 იანვარი 1936.


ედუარდ VIII    20 იანვარი 1936    11 დეკემბერი 1936.


ჯორჯ VI    11 დეკემბერი 1936    6 თებერვალი 1952.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1736 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ოლდენბურგების დინასტია (დან Oldenborgske slægt, გერმ Haus Oldenburg) — გერმანული წარმოშობის საგვარეულო, რომლის განშტოებებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ. ოლდენბურგთა პირდაპირი ხაზი 1448-1863 წწ დანიაში მეფობდა, 1523 წლამდე კი დანიის პირად უნიაში შვედეთი და ნორვეგიაც ერთიანდებოდნენ (კალმარის უნია), ხოლო 1814 წლამდე დანია-ნორვეგიის უნიას უდგნენ სათავეში.

ოლდენბურგების მამრობითი ხაზით შთამომავლებად შეიძლება ჩაითვალონ უკანასკნელი რომანოვები (1762-1917), შვედეთის მეფეების ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტია 1751-1818 წწ, გლუქსბურგების დანიური, ნორვეგიული და ბერძნული შტო, ბერძენი გლუქსებურგებიდან კი მაუნთენბერი-უინძორების ბრიტანული განშტოება (ელისაბედ II შვილებით დაწყებული).
საგვარეულოს ისტორია [რედაქტირება]

დინასტიის ისტორია ჩრდილოეთ გერმანიის ოლდენბურგის საგრაფოს მმართველი გრაფების საგვარეულოდან იწყება. ოლდენბურგების დიდჰერცოგული სახლის პირველი ცნობილი წინაპარი მატიანეში 1091 წელს ნახსენები ეგილმარი იყო, ლერიგაუს გრაფი (გ. 1108).

მისი ვაჟი გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ოლდენბურგის გრაფი გამხდარა; გვარის საგრძნობი ამაღლება XV საუკუნეში დაიწყო, როდესაც ეგილმარის შთამომავალი გრაფი დიტრიჰ ბედნიერი შლეზვიგ-ჰოლშტეინის ჰედვიგის ჰერცოგ გერჰარდ VI ქალიშვილ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1027 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ვალუა (ფრანგ. Valois) არის ფრანგული არისტოკრატული საგვარულო.

საფრანგეთის მეფეები.


მთავარი შტო: ვალუა 

ვალუათა გერბი

ფრანგულად: Valois
ფილიპ VI (1328-1350)
ჟან II (1350-1364)
შარლ V (1364-1380)
შარლ VI (1380-1422)
შარლ VII (1422-1461)
ლუი XI (1461-1483)
შარლ VIII (1483-1498).


გვერდითი შტო: ვალუა-ორლეანი [რედაქტირება]

ვალუა-ანგულემების გერბი

ფრანგულად: Valois-Orleans
ლუი XII "ორლეანელი" (1498-1515).


გვერდითი შტო: ვალუა-ანგულემი .

ფრანგულად: Valois-Angoulême
ფრანსუა I (1515-1547)
ანრი II (1547-1559)
ფრანსუა II (1559-1560)
შარლ IX (1560-1574)
ანრი III (1574-1589).


ბურგუნდიის ჰერცოგები [რედაქტირება]

ბურგუნდიელ ვალუათა გერბი
ფილიპ II (1364-1404)
ჟან I (1404-1419)
ფილიპ III (1419-1467)
შარლ I (1467-1477)
მერი ბურგუნდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1151 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

გლუქსბურგების საგვარეულო სიმაგრე.


გლუქსბურგები (გერმ Glücksburg, დან Lyksborg, ბერძ Γκλύξμπουργκ) — ევროპის რამდენიმე ქვეყნის მონარქთა დინასტია. ოლდენბურგების საგვარეულოს განშტოება.

სრული დასახელება — შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი (გერმ. Schleswig-Holstein-Sonderburg-Glücksburg, დან. Slesvig-Holsten-Sønderborg-Lyksborg).

მონარქები.


საბერძნეთის მეფეები.

საბერძნეთის მონარქები 1863-1967 წლებში
გიორგი I (1845-1913), ქრისტიან IX დანიელის მეორე ვაჟი, საბერძნეთის მეფე (1863-1913)
კონსტანტინე I, გიორგი I-ის ვაჟი, საბერძნეთის მეფე 1913-17 და 1920-22 წწ)
ალექსანდრე I, კონსტანტინე I-ის მეორე ვაჟი, საბერძნეთის მეფე (1917-20)
გიორგი II, კონსტანტინე I-ის უფროსი ვაჟი, საბერძნეთის მეფე (1922-47)
პავლე I, კონსტანტინე I-ის მესამე ვაჟი, საბერძნეთის მეფე (1947-64)
კონსტანტინე II, პავლეს ვაჟი, საბერძნეთის მეფე (1964—73).

დანიის მეფეები.


დანიის მონარქები 1863 წლიდან
ქრისტიან IX (1818-1906), ვილჰელმის მეოთხე ვაჟი, შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-ბეკის ჰერცოგი, 1825-დან ჰერცოგი შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი, დანიის მეფე (1863—1906)
ფრედერიკ VIII (1843-1912), ქრისტიან IX-ის უფროსი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1089 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ავისის დინასტია.


ჟუან I, ავისის დინასტიის დამაარსებელი.

ავისის დინასტია - პორტუგალიის სამეფო დინასტია 1385-1580 წლებში. დააარსა ავისის ორდენის დიდმა მაგისტრმა ჟუან I-მა (1385-1433 წწ). 1580 წელს ენრიკე I გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ხელთ იგდო პორტუგალიის სამეფო ტახტი და დინასტიური უნიით დაუკავშირა ესპანეთს.

ავისის დინასტიის მეფეები.


ჟუან I - 1385-1433
დუარტი I - 1433-1438
აფონსუ V - 1438-1481
ჟუან II - 1481-1495
მანუელ I - 1495-1521
ჟუან III - 1521-1557
სებასტიან I - 1557-1578
ენრიკე I - 1578-1580.

ბაგრატიონები.


ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი.

ბაგრატიონები — საქართველოს სამეფო დინასტია ახ. წელთაღრიცხვით 575 (809) — 1810 წლებში. ბაგრატიონები ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2639 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

რომანოვი (რუს. Романов) ძველი რუსული არისტოკრატიული გვარი. 1613 წლიდან სამეფო გვარი, ხოლო 1721 წლიდან - იმპერატორთა დინასტია. რომანოვების დინასტიის წინაპრად ითვლება ანდრია ივანეს ძე კობილა, XIV საუკუნის მოსკოველი ბოიარი. XVI საუკუნიდან იწოდებოდნენ კოშკინებად, შემდეგ ზახარინებად.

ამ უკანასკნელთა აღზევება დაიწყო მას შემდეგ რაც ივანე IV დაქორწინდა ანასტასია რომანის ასულ ზახარინაზე. რომანოვების გვარს დასაბამი მისცა ნიკიტა რომანის ძემ, რომლის შვილიშვილი მიხეილ თედორეს ძე (1613-1645 წწ.) ავიდა მოსკოვის სამეფო ტახტზე. 1917 წლის კომუნისტური გადატრიალების შედეგად რომანოვების დინასტია დაემხო, ხოლო 1918 წლის ივლისში ეკატერინბურგში ურალის საოლქო საბჭოს დადგენილებით ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს.

მეფეთა სია.


მეფე მმართველობის
წლები
მიხეილ I 1613-1645
ალექსეი I 1645-1676
თედორე III 1676-1682
პეტრე I დიდი 1682-1721.

იმპერატორების სია.


იმპერატორი მმართველობის
წლები
პეტრე I დიდი 1721-1725.
ეკატერინე I 1725-1727.
პეტრე II 1727-1730.
ანა 1730-1740.
ივანე VI 1 ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1111 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა

Великая княжна Анастасия Николаевна Романова.


დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული (რუს. Вели́кая княжна́ Анастаси́я Никола́евна, დ. 5 (18) ივნისი 1901, პეტერჰოფი — გ. 16/17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი) — იმპერიული რუსეთის ბოლო მმართველი ნიკოლოზ II-სა და მისი მეუღლე ალექსანდრა ფეოდოროვნას მეოთხე ქალიშვილი. დახვრეტილია ოჯახთან ერთად იპატიევის სახლში ბოლშევიკების საიდუმლო სამსახურის ძალების მიერ.

მისი დაღუპვის შემდეგ 30-მდე ქალმა განაცხადა, რომ სასწაულებრივად გადარჩენილი დიდი მთავარი ანასტასია იყო. მათგან ყველაზე განთქმული იყო ანა ანდერსონი. ანდერსონის გარდაცვალების შემდეგ 1994 წელს მის სხეულზე დნმ-ის ანალიზის ჩატარებით გაირკვა, რომ ის სამეფო ოჯახს არ ენათესავებოდა. მოარულ ხმებს მის შესაძლო გადარჩენაზე მხარს უმაგრებდა საბჭოთა მმართველობის წლებში მისი დაკრძალვის ადგილის გაურკვევლობა. 1991 წელს ეკატერინბურგთან აღმოჩენილ ერთობლივ საფლავში იპოვეს მეფის, მისი მეუღლისა და სამი ქალიშვილის ნეშთი, თუმცა ალექსეი ნიკოლოზის ძისა და ერთ-ერთი დის (ანასტასიის ან მარიამის) ნეშთი იქ არ ყოფილა.

მისი გადარჩენის შესაძლებლობა სრულიად უკუგდებულ იქნა. 2008 წლის იანვარს, რუსმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ 2007 წლის აგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1564 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

« 1 2 ... 170 171 172 173 174 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები