შაბათი, 18.05.2024, 23:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

აკაკი

(ფაქტები, ფიქრები)


ორი ნიღაბი

დარჩენილია აკაკის სურათი კუბოში ჩასვენებულის. არსებობს ამგვარივე სურათი ვიქტორ ჰიუგოსი. მსგავსება ამ ორი ნიღბის ისეთია, რომ გამორჩევა ძნელი ხდება.

უნებურად პარალელი იბადება: აკაკი და ჰიუგო.

ყოველ შემთხვევაში აკაკის იმდენივე გავლენა ჰქონდა საქართველოში, რამდენიც ჰიუგოს საფრანგეთში.

პოეტური შეპირისპირება მათი შესაძლოა მერმისმა ითავოს.

გამოსვლა მარტო სახელით

არის რაღაც ანტიური ამ გამოსვლაში. აკაკი გამოდიოდა სახელით: თავის გვარს ძვირად ახსენებდა. მთელი საქართველო მას სახელით იცნობდა უფრო. გარდა ნიჭისა, აქ უთუოდ სიყვარული იმარჯვებდა. უამისოდ აკაკი ვერ "გაითქმებოდა” ხალხში.

ბავშვებმა ისიც არ ვიცოდით, თუ იგი წერეთელი იყო: ვიცოდით მხოლოდ, რომ იგი "აკაკია”. მეტი არაფერი.

ერთხელ, ქუთაისში, ვასილ ბეჟანიშვილის წიგნის მაღაზიის გვერდით მივდიოდით.

ხმა მოგვესმა: "აკაკი”. ეს ხმა ახლაც გაისმის ყურში.

მივიხედეთ: მაღაზიიდან გამოვიდა ახოვანი კაცი. "ფეთება” მოგვეცა, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარით.

აკაკიმ ნათელი თვალით გადმოგვხედა.

ეს გამოხედვა ახლაც მახსოვს.

დიდხანს ვუმზერდი მიმავალს. მაშინ ჩვენ მისი "კრილოვის” არაკები ვიცოდით. არ ვიცოდით მხოლოდ, რომ კრილოვი კაცი იყო და მოარაკე.

აკაკი და ბავში

მნიშვნელოვანია, თუ ვინ როგორ ექცევა ბავშს.

ზოგი თავს "იბავშებს”, როცა ბავშს ელაპარაკება. ზოგი "უფროსად” რჩება, როცა ბავშთანაა. მაგრამ ავ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1174 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიისათვის (1918-1930-იანი წლები)

ვუძღვნი პოლონეთის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ლეხ კაჩინსკის ნათელ ხსოვნას

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) წლებში, პოლონეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის პირველი თაობის წარმომადგენელთა ნაყოფიერი მოღვაწეობა 1920-იან-1930-იან წლებში. ამასთან, ნაჩვენებია ის ღვაწლი, რომელიც პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს დასდო გამოჩენილმა პოლონელმა სახელმწიფო მოღვაწემ, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ (1867-1935).

ყურადღება ეთმობა ქართველთა როლს ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც "პრომეთეიზმი”-ს სახელწოდებითაა ცნობილი. სტატია ეფუძნება ამ საკითხებზე არსებულ გამოცემებს და დოკუმენტურ მასალას.


მარშალი იუზეფ პილსუდსკი - Józef Klemens Piłsudski (1867-1935)მარშალი იუზეფ პილსუდსკი - Józef Klemens Piłsudski (1867-1935).


პოლონელმა და ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2226 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ - Occupation of Georgia by Bolshevist Russia, 1921


ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)

სტალინიზმის ეპოქა და საქართველოს ტრაგედია: 1921-1953

1920 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკური რუსეთის არმია წითელ ხიდთან თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იმავდროულად, 2 მაისს ბოლშევიკები თავს დაესხნენ თბილისის ქართულ სამხედრო სკოლას (ცნობილ იუნკერთა სასწავლებელს). ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა 21 წლის იუნკერი, "თეთრი გიორგი”-ს ჯვრის კავალერი მიხეილ მაყაშვილი (მწერალ კოტე მაყაშვილის ძმის შვილი, გენერალ სოლომონ მაყაშვილის ვაჟი). იგი გახლდათ ბოლშევიკთა პირველი მსხვერპლი.

ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით წითელი ხიდიდან შემოსული ბოლშევიკების 3 დივიზიიდან ორი მიწასთან გაასწორა. ამის შემდეგ იგი დაედევნა მტრის დარჩენილ ერთ დივიზიას. მაგრამ, ნ. ჟორდანიას ყოვლად უგუნური ბრძანებით ქართული ჯარი იძულებული გახდა შეეწყვიტა დევნა და უკან დაბრუნებულიყო.


                                გენერალი გიორგი კვი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 3088 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

რუსეთი და საქართველო: მე-18 საუკუნე

შესავალი დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით მავან ისტორიკოსთა მცდელობას, რომგაამართლონ 226 წლის წინ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული საბედისწერო დამცდარი ნაბიჯი. ისტორიული რეალობაკი სრულიად სხვაგვარი იყო…


საქართველოსთვის არ არსებობდა "კარგი” და "ცუდი” რუსეთი: არსებობდა, არსებობს და იარსებებს მხოლოდ ერთი, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი და დაუოკებელი იმპერიული მადის მქონე რუსეთი, რომლის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოს საკუთარი მძიმე ტორის ქვეშ ყოლა. დიახ! იყო, არის და იქნება, ვინაიდან რუსეთის ბოლო 300 წლის ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ავადსახსენებელი "ველიკოდერჟავული” ფსიქოლოგია და არარუსი ერების მიმართ მისი დამოკიდებულება უცვლელია. ეს ზედმიწევნით დაადასტურა "პოსტსაბჭოთა” რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა ურცხვმა და დაუნდობელმა სამხედრო აგრესიამაც სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე.


რუსული იმპერია, რა შეფერილობისაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ძალუმად ცდილობდა საქართველოდან ქართული სულის აღგვას და მის გადაქცევას "რუსულ სამოთხედ”, მაგრამ საკუთარი მეობის დასაცავად მედგრად დადგა ქართველი ერი.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2243 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                                  პეტრე იბერი.


პეტრე იბერი – Peter the Iberian (411-491)

პეტრე იბერი – ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით — ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი.

განათლება

მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წელს ბიზანტიის კეისრის თეოდოსიუს II-ის მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველ უფლისწულის სწავლა-აღზრდის საქმეს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია.

მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია, შეუთვისებია „ყოველივე სწავლულება, საეკლესიო და საფილოსოფოსო" (ქართლის ცხოვრება).

ცნობების თანახმად, მურვანი ბიზანტიაში უსმენდა გამოჩენილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს. მისი ბიოგრაფის ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები.

იერუსალიმში ყოფნის დროს მას შესანიშნავად აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. სამშობლოდან მოწყვეტილ მურვანს არ აკმაყოფილებს იმპერატორის სასახლე, მისი მონოფიზიტურ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1062 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

          ”ქრისტე ჯვარზე”, ოდილონ რედონი.


თამაზ ბაძაღუა – Tamaz Badzagua (1959 – 1987)

აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან

შენმა სიშორემ
საუკუნოვან ღამედ მაქცია,
გატანჯული შავი ხეების ღამედ, რომლებიც
გულისწამღებად კვნესიან ქარებში.
შენმა სიშორემ
ყველა საზღვარი და ნაპირი ჩამომიქცია
და კლდეებიც ვერ აკავებენ
ჩემს მბურღავ მზერას,
რომელიც აალებული სულიდან იწყება…
შენ ვერ აღორძინდი
ჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი,
შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,
და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე,
მერყევი და გაუნდობელი,
დრო კი, როგორც ქვა. ჩემ გულში იდო
და დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
საუკუნოვანი ღამე
არ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად,
მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის.
ჩვენ ერთმანეთისკენ მივდივართ
შენს შორეულ მდუმარებაში
მაგრამ ერთმანეთს უფრო ვშორდებით…
გაქრობის სუნთქვა მეზიდება
მართმადიდებლურ ნათელ წიაღში.
მე დავამტვრიე ჩემი ფესვები,
იმ ფესვებიდან უფრო ახლოს რომ დამენახე,
ქალბატონი ცოდვა იყო ჩემი მეგზური,
ეჭვების, შიშის, უნდობლობის, შემთხვევითობის
საუკუნოვან უძრავ ღამეში.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
რომელიც მოკლე დანასავით ბზინავს ცივ შუქზე…
შენ არ გიცხოვრია
ვარდის ფერისა და ცისაფერი საუკუნეებში,
იამბიკოსა და მაღალი შაირის სამლოცველოში,
არ გიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი,
არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1160 | Added by: NaTia | Date: 11.05.2010

                          ზამთარი, ელენე ახვლედიანი.


გიული წერეთელი – Giuli Tsereteli (1953)

პეიზაჟი

შეუბოლიათ გამომხმარ ტოტებს საკვამურები,
გაუღვივიათ ასაღზნებად ჩუმი ღადარი,
ასწითლებია ბებერ ბუხარს ლოყა და შუბლი,
აღაზას ვნებით გახელილა კუნძი ჭადარის.
გალიგვულ მიწას ეფინება თოვლი ფაფუკი,
წამოუხურავთ მთებსაც ქურქი უსპეტაკესი,
ნაძვის წიწვებზე გახლართულა ყინვა ძაფებით,
კეკლუცობს ფიფქი სხივნაკოცნი,უბრწყინვალესი.
მტრედისფერ ფერში რომ ასახოს დროის ამბავი,
გულდაგულ უსმევს მთას, ტყესა და ველს თეთრ ფუნჯს ზამთარი,
ხატვით დარდს იკლავს, სევდას იქარვებს თოვლის მხატვარი,
ფიჩხის ტკაცუნში იკინძება გრძელი ზღაპარი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1480 | Added by: NaTia | Date: 11.05.2010

დგანან მარცხნიდან მარჯვნივ სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სხედან არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში გიორგი დეკანოზიშვილი, ფოტოგრაფი

დავით ერმაკოვი.


ქართველი, რომელიც ყოვლის მხრით შებოჭვილია, რომელიც ეროვნული სიცოცხლით არა სცოცხლობს, რასაკვირველია სხვაგან ეძებს თავის რწმენის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელ საშუალებასა. მისი აღზრდა რუსულია, ე.ი.

უცხოა, რომელიც არა თუ აკავშირებს მას ეროვნულ წარსულთან და კულტურასთან, არამედ სრულიად უწყვეტს მასთან შემაერთებელ ძაფებსა და აზიარებს სხვა, უცხო, რუსლ ან ევროპიულ სფეროსთან, – მაგრამ მხოლოდ მახინჯად. მისი ზიარება მხოლოდ ცალ-მხრივი და უსრულია.

ასეთი ზიარება კი ქართველს ვერც ევროპიელად ხდის და ვერც რუსად, თანაც ქართველობას აცლის. და ამგვარად იგი რაღაც უცნაურ ტიპად ხდება, სულიერ არარაობად, რომელიც არც ერთს სოციალურ წრეს აღარ ეკუთვნის და ორგანიულად არ იღებს მონაწილეობას მის ცხოვრებაში.

აიღეთ მაგალითად ერთი მხარე ადამიანთა სოციალური ცხოვრებისა, – ენა. ქართველი ინტელიგენტი ქართულ წრეში, სადაც მარტო ქართულად ლაპარაკობენ, საცოდავია, რადგანაც ქართული ნაკლებად იცის, არ იცის რიგიანად აგრეთვე თავისი ლიტერატურა, ქართული ხალხური შემოქმედება და სხვა, – მაგრამ იგი აგრე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 11.05.2010

პინკ ფლოიდი (ინგ. Pink Floyd) - ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ცნობილი გახდა ფსიქოდელური მუსიკის შესრულებით, განვითარების მიხედვით კი - პროგრესული როკის ჟანრის მუსიკით. მისი სიმღერები ცნობილია ფილოსოფიური ლირიკით, სხვადასხვა მუსიკალური ექსპერიმენტით, ალბომების ყდების ნოვატორული გაფორმებით და ფერადი შოუებით. როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის სახით, პინკ ფლოიდმა გაყიდა ალბომების 210 მილიონი ასლი, მათ შორის - 74.5 მილიონი ასლი მხოლო აშშ-ში.

ჯგუფმა გავლენა იქონია პროგრესული როკის ისეთ შემსრულებლებზე, როგორიც არის ჯენესისი და იესი.

პინკ ფლოიდი ჩამოყალიბდა ლონდონში, 1965 წელს, კემბრიჯიდან ჩამოსული სიდ ბარეტის მიერ, რომელიც შეუერთდა ჯგუფს The Tea Set. ამ ჯგუფში შედიოდნენ რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტები - ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი და ბობ კლოუზი. ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ლონდონურ ანდერგრაუნდში ნამდვილ სენსაციად იქცა "პინკ ფლოიდის" სახელით, როდესაც 1967 წელს მიიღო ფსიქოდელიური იმიჯი.

მიუხედავად ამისა, ბარეტის ექსცენტრიული ქცევის გამო წევრებმა მას ჯგუფი დაატოვებინეს და მას შეუერთდა დევიდ გილმორი. ბარეტის წასვლის შემდეგ მთავარ იდეოლოგიურ ძალად რჩებოდა როჯერ უოტერსი, სანამ 1985 არ დატოვა ჯგუფი. პინკ ფლოიდი ყოველთვის უზომოდ პოპულარული იყო ინგლისში, მაგრამ მსოფლიო წარმატება მოიპოვა ალბომებით The Dark Side of the Moon (1973), Wish Y ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1301 | Added by: NaTia | Date: 10.05.2010

უშანგი ჩხეიძე ურიელ აკოსტას როლში, ქუთაისი 1929, ნახატი პეტრე ოცხელი.


ურიელ აკოსტა ან ურიელ და კოსტა (Uriel da Costa; დ. დაახ. 1585 – გ. აპრილი, 1640) — პორტუგალიელი ებრაელი ფილოსოფოსი და სკეპტიკოსი.

აკოსტას დაბადების სახელი იყო გაბრიელ და კოსტა. დაიბადა პორტოში. მისი ოჯახი იუდაიზმიდან კათოლიკობაზე მოექცა ებრაელთა დევნის თავიდან ასაცილებლად. მამამისი ღრმად მორწმუნე კათოლიკე გახდა და მღვდლად მსახურობდა.

თავად ურიელ აკოსტაც თავდაპირველად სამღვდელოებას მისდევდა. თუმცა მან იცოდა საკუთარი ებრაული წარმომავლობის შესახებ და სტუდენტობის პერიოდში იუდაიზმზე დაბრუნებას ფიქრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან ფრთხილად დაიწყო მისი მიზნის ოჯახისთვის განდობა.

შედეგად, 1617 წელს მთელმა ოჯახმა იუდაიზმზე მოქცევა გადაწყვიტა და პორტუგალიიდან ამსტერდამში გადაიხვეწა, რომელიც იმხანად სეფარდული დიასპორის ცენტრი ხდებოდა.

თუმცა ნიდერლანდში ჩამოსვლისთანავე აკოსტას გული აუცრუვდა იქ გავრცელებული იუდაიზმის პრაქტიკაზე. მისი აზრით რაბინთა მმართველობა ზედმიწევნით იყო ჩაფულული რიტუალიზმში და კანონების მიმდევრობაში.

1624 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ფარისეველთა ტრადიციების კვლევა", მან სულის უკვდავობის ფუნდამენტური იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დაა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1310 | Added by: NaTia | Date: 10.05.2010

« 1 2 ... 168 169 170 171 172 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები