შესავალი . ჩოხოსნობის ინსტიტუტი გულისხმობს ქართველი ერის ზნეობრივი, ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქმიანობას. თუმცა საბჭოთა პერიოდში უფრო პროტესტის ხასიათს ატარებდა. მაგალითად, 1921 წელს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისადი პროტესტის ნიშნად ოთხმა ახალგაზრდა ინტელიგენტმა შავი ჩოხა–ახალუხი ჩაიცვა გლოვის ნიშნად. ესენი იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი. ასევე, საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტმა განაპირობა "ჩოხოსნები - 1973"-ის ჩამოყალიბება. დღეისთვის საქართველოში, გარდა "ჩოხოსნები - 1973"-სა არსებობს კიდევ, უკვე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელობის მიღების შემდეგ შექმნილი ორი საზოგადოება: "სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება" – თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ჩამოყალიბდა 2006 წელს "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების" (შეიქმნა 1999 წელს) ბაზაზე. "სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი" – თავმჯდომარე, კინომცოდნე, პროფ. გოგი დოლიძე. ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 2006 ... კითხვის გაგრძელება » |
გაიაზრეთ ყოველივე აქ თქმული,
ლოცვების განუწყვეტელი გამეორების წყალობით გონება უახლოვდებოდა ღმერთს და თავისუფლდებოდა გარეშე აზრებისაგან. მოკლე ლოცვები სხვადასხვაგვარია. ჩვენ განსაკუთრებით შევისისხლხორცეთ იესოს ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
|
ერთ ტაძარში ამგვარი ისტორია მოხდა: გარდაიცვალა ტაძრის წინამძღვარი. მალევე მღვდელმთავარმა ამ ეკლესიაში სხვა მღვდელი განაწესა. პირველი წირვის დაწყებისას, როდესაც მოძღვარმა ამბიონზე ე.წ. შემთხვევის ლოცვები წაიკითხა და საკურთხეველში შევიდა, მის წინ უცნაური სანახაობა გადაიშალა. საკურთხევლის ერთ კუთხეში სრულ სამღვდელო შესამოსელში ხელებზე და ფეხებზე ბორკილდადებული იდგა სასულიერო პირი, რომელიც არაფერს ამბობდა. მოძღვარი არ შეშინდა და წირვა განაგრძო, თან პერიოდულად გადახედავდა ხოლმე საკურთხეველში მყოფ `სტუმარს~. ასე განმეორდა მეორე წირვაზეც. ამ ტომარაში ცოცხლებისა და გარდაცვლილების მოსახსენებლები ეწყო. ძეციდან მოვლენილმა აზრმა მღველს გონება გაუნათა. მან ამ მოსახსენიებლების კითხვა დაიწყო წირვის დროს და მალევე მიხვდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მოსახსენებლების წაკითხვას. მოსახსენებლების წაკითხვისთანავე მძიმე ბორკილები, რომლითაც შეკრული იყო იმქვეყნიური ტუსაღი, წამში ხმაუ ... კითხვის გაგრძელება » |
ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს. უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხვას: კი მაგრამ, სად შეიძლება ვიპოვო სულიერი ხელმძღვანელი, განა შესაძ ... კითხვის გაგრძელება » |
ადამიანი, რომელიც ათეიზმის სრულ უსაფუძვლობასა და რელიგიური მსოფლმხედველობის აშკარა უპირატესობას მიხვდება, კვლავ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რელიგიათა სამყარო ძალზე მრავალფეროვანია. ყოველი რელიგიური პრაქტიკა სხვათა გამომრიცხავია. სხვაგვარად - ყველა რელიგია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი რელიგიები) საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტების ერთ-ერთ მფლობელს. საუბრობენ ყველა რელიგიის გაერთიანებაზეც, რაც თითქოს საშუალებას მოგვცემს, ყველა მათგანში გაბნეული საუკეთესო მარცვლები შევკრიბოთ და გვარწმუნებენ, თითქოს ამგვარად მიღებული რელიგია ყველაზე უკეთესი და ამაღლებული იქნება. |
რა არის სიცოცხლე - ადამიანის სიცოცხლე, კაცობრიობის სიცოცხლე? შესაძლებელი რომ იყოს ამ ყოველდღიურობის ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ აჩქარებული ტემპით მისი ნახვა, მოსაწყენი, ერთფეროვანი სურათის მოწმენი გავხდებოდით. როგორია ადამიანის ჩვეულებრივი დღე? - გაიღვიძა, ისაუზმა, წაიმუშავა - დღეც მიილია და ძილის დროც დადგა. ხვალაც იგივე განმეორდება, მომდვენო დღესაც და ყოველდღე. ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე. რასაკვირველია, ამ ძირითად სქემას თან ახლავს სრულიად განსხვავებული მოვლენები, მაგრამ მათგან არც ერთს არ შეუძლია თვითონ სიცოცხლის მდინარების შეჩერება. სიხარულითა და მწუხარებით, სიყვარულითა და სასოწარკვეთით, კეთილშობილებითა და მდაბიობით, დიდებითა და სიგლახაკით აღსავსე მილიარდობით სიცოცხლე მარადისობამ შთანთქა. |
სიტყვა და ცნება - "სიკვდილი" პირველად სამოთხეში თავად ღმერთის ბაგეთაგან გაისმა, რომელმაც ჩვენს წინაპრებს უთხრა, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო (დაბ. 2. 17). დღევანდელი ზნეობრივი დაცემა, ზნეობრივი პესიმისტური პროგრესი ან რეგრესი წინაპართა ცოდვის შედეგია. ალბათ ადამიანის სულში უკვე იყო სულის ყველა მთავარი კანონი; სხვაგვარად შეუძლებელია; თუ ადამიანი დასმულია ყოველივე ხილულის მეფედ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენდა ღვთიური ქმნილების გვირგვინს. |
სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საუბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: „რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათე 12,32). იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. არ არის ან ერთი ქმედება, ან ერთი ამოსუნთქვა, ან ერთი ქადაგება მამისა ან ძისა, რომელიც განიფანტება ჰაერში, არამედ ერთი სახე, ერთი პირი, ცალკე არსება. ის თვითონ მეტყველებს, მოქმედებს და წმიდაჰყოფს. ის ნათელმოსავს მართალთა სულებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს. |
მთელ სახარებაში არ არსებობს უფრო საშინელი სიმართლე, ვიდრე ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მისი საყოველთაო სამსჯავროსი. ჭეშმარიტად საშინელია უფალო, შენი სამსჯავრო! „გამახსენდა ეს საშინელი ჟამი, - ამბობს წმ. ეფრემ ასური, - და დიდი შიშისაგან ძრწოლა დამეუფლა, წარმოვიდგინე რა ის, რაც მაშინ განცხადდება. ვის შეუძლია ამისი აღწერა? რომელ ენას ძალუძს მისი გამოთქმა? როცა ამაზე ვფიქრობ, ჩემი სხეულის ნაწილებს შიში ეუფლება, ძალ-ღონე მეცლება, თვალებიდან მეწყება ცრემლის დენა, ხმა მისუსტდება, ბაგენი მეხშობა, ენა მიმუჯნდება და ზრახვები მიყუჩდება. ამიტომაც არ ... კითხვის გაგრძელება » |
რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო? მაგრამ წმიდა იოანე ოქროპირი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ახალმონათლულ ბავშვს რომელიმე ქრისტიანი წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ სახელი. წმიდა მამის თქმით, ბავშვს მუდამ თვალწინ ექნება წმინდანის მაგალითი და იმის სურვილი აღეძვრება, რომ მიბაძოს მას, ამ შესანიშნავი სულიერი საზრდოთი გამოკვებოს საკუთარი სული. |