კვირა, 05.05.2024, 23:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

1. ადამიანს, რომელიც უცხო საქმეს ჩადის, აღარ ძალუძს ემსახუროს ღმერთს.

ქრისტეს სიტყვები: ვერვეს ხელ-ეწიფწბის ორთა უფალთა მონებად; ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხავაი იგი შეიყვაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონისა. (მათე6,24).


მოციქულ პავლეს სიტყვები: ნუ ექმნებით თანა-მეუღლედ ურწმუნოთა მათ; რამეთუ რაი მოყვასობაი არს სამართლისაი და უსჯულოებისაი? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ მორწმუნესა ურწმუნოსა თანა. (2კორინთ6,14-16).

რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუეს ჩვენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკვუდა, ყოველნივე საქმე მოწყდეს. და ქრისტე ყოველთათვის მოკვუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკვდრისა მის და აღდგომილისა.

ამისათვის ჩვენ ამიერითგან არღარავინ ვიცით ხორციელად რამეთუ დაღათუ ვცოდეთ ქრისტე ხორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით (2კორინთ5,14-16).

2.სახარებისეულ ცხოვრების გზას შედგომილმა, უწინარეს ყოვლისა თავი უნდა განიწმინდოს ყოველგვარი ხორციელი და სულიერი ბიწისაგან, რათა შემდგომ ამისა სათნო ეყოს ღმერთს, განმართლების სრულმყოფელ ღვაწლში.

ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმენდთ გარეშესა სამოსლისა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1209 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

1. ღვთის მორწმუნეთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეინარჩუნონ, როგორც ამას იოანე და თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე ქადაგებდნენ, რადგან ახლანდელი შეუნანებელნი უფრო მკაცრ სამჯავროს დაექვემდებარებიან ვიდრე, სახარებამდე განჯილი.

ამიერთგან იწყო იესო ქადაგებად და სიტყვად: შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი. (მათე4,17).
მაში იწყო იესო ყვედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქნეს უმრავლესნი ძალნი მისნი რამეთუ არა შეინანეს. ვაი შენდა, ქორაზინ, ვაი შენდა, ბედსაიდა! რამეთუ ტვიროსსა თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქვენს შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ძედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყვით თქვენ, რამეთუ ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყო დღესა მას სასჯელისასა ვიდრე თქვენ. (მათე11,20-22).

2. ჟამი მიწიერი ცხოვრებისა არის ჟამი სინანულისა და ცოდვებისგან გამოხსნისა. მომავალ საუკუნეში კი მოიწევა სამართლიანი სამსჯავრო მიგებისა.

იესოს სიტყვები: ხოლო რათა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქვს ძესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა. (მარკოზი2,10). - ამინ გეტყვი თქვენ რაოდენი შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი გახსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. კვლავად ამინ გატყვი თქვენ: უკეთუ ორნი თქვენგანი შეითქვნეს ქვეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიც ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა (მათე18,18-19). - ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი, რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1126 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

წესი 1. სინანულის შესახებ
წესი 2. ღვთისმსახურების შესახებ
წესი 3. ღვთის სიყვარულის შესახებ
წესი 4. ღვთის პატივისცემის შესახებ
წესი 5. ურთიერთსიყვარულის შესახებ
წესი 6. რწმენის კადნიერი აღსარების შესახებ
წესი 7. ღვთის მცნებათა შესრულების შესახებ
წესი 8. წმ. წერილში ნათქვამის უეჭველობის შესახებ
წესი 9. ცოდნისა და ჩაძიების შესახებ
წესი 10. ცოდვის ბოლო და ღვთის მცნების ბოლო
წესი 11. ღვთის სამსჯავროს, სასჯელის შიშისა და ღვთის წყალობის შესახებ
წესი 12. იმის შესახებ, რომ არ უნდა ვეკამათოთ წმ. წერილს, არ მივდიოთ ადამიანურ გადმოცემებს და ვემორჩილებოდეთ ღვთის სიტყვას
წესი 13. იმის შესახებ რომ არ უნდა ვმცონარებდეთ ღვთის სათნოყოფაში
წესი 14. იმის შესახებ რომ "ყველაფერს თავისი დრო აქვს”
წესი 15. სხვის დამსახურებაზე იმედის დამყარების ამაობაზე
წესი 16. შინაგანი თვითგამოსწორების აუცილებლობის შესახებ
წესი 17. საკუთარი საქმეების დაწყობის შესახებ
წესი 18. იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის მცნებები
წესი 19. იმის შესახებ, რომ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის მცნების აღმასრულებელს და ასევე თუ რა მნიშვნელობა აქვს მცნებათა გარეგნულ აღსრულებას გულითადი განწყობის გარეშე
წესი 20. ნათლობის და მისი მონათვლის მსურველზე ზემოქმედების შესახებ
წესი 21. ზიარების და მისი ზემოქმედების შესახებ
წესი 22. იმის შესახებ, თუ რა აუცხოებს ადამიანს ღმერთისგან, და რითი შეიცნობა ღმერთთან სიახლოვე
წესი 23. უნებური ცოდვების შეცნო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1390 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

- წმიდაო მამაო, ამბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვნებებს "სიმდაბლით ვამარცხებთ და არა – თავმაღლობით." ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!


- არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია – თვითგამართლება. ანუ – შენ თავს იმართლებ და "უარყოფ” შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: – "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს."


- და არ იღწვი,რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.


- ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებს თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება?
- ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.


- წმიდაო მამაო, როგორ განვდევნოთ გმობის გულისსიტყვები ღვთისმსახურებისას?
- გალობით – "აღაღე პირი ჩემი" შენ რა, ნოტებით გალობა არ იცი?! ნუ გამოიძიებ ამ გულისსიტყვებს, უბრალოდ არად ჩააგდე ისინი. ადამიანი, რომელიც ლოცვაზე დგას და ამგვარ გულისსიტყვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1082 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

- წმიდაო მამაო, შეგიძლიათ, გვიამბოთ რაიმე კეთილ გულგრილობაზე?
- კეთილი გულგრილობის მოპოვება აუცილებელია ადამიანისათვის, რომელსაც ეშმაკი სხვადასხვაგვარი ზრახვებით სტანჯავს, ასეთი ადამიანებისათვის უკეთესია, თუ ცოტა უგრძნობი გახდება – ამ სიტყვის კარგი გაგებით და თუ ათასნაირი ზრახვების ტყვეობაში არ მოექცევა.

გარდა ამისა, კეთილი გულგრილობა აუცილებელია ადამიანისათვის, რომელიც ეშმაკმა, მისი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რაღაც კონკრეტული საქმის ან მოვლენის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახადა, თუნდაც ამ ადამიანს ზოგადად, გადაჭარბებული მგრძნობიარობა არც ახასიათებდეს.

ასეთ ადამიანსაც გამოადგება, თუ გარკვეული დროით კეთილ გულგრილობას გამოიჩენს. თუმცა ეს მოძღვრის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს. ადამიანმა თავისი ზრახვები მოძღვარს უნდა გაუმხილოს და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებდეს.
- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?
- შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ ამ ზრახვა–კარამელს მიიღებ ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლიდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიანობა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარება.
- წმიდაო მამაო, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1102 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

– წმიდაო მამაო, ვერ ვხვდები, როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად.
– როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმიდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენსს სულიერ მოძღვართან დაკავშრებით და სხვა – ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.


– არც მოძღვართან?
– მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი:" გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთსმშობლის, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ." არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცოდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ, როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს – ეკლესიაშიც კი.

ეს მეტისმეტად მაშფოთებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმიდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. " ეს ზრახვები ეშმაკისაგანაა – მარიგებდა ჩემი მოძღვარი – რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმიდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთნის, არამედ გარედანაა შემოსული".

მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცებლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1184 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა

მობრძანდება წმინდა დიდმარხვა და მოაქვს თბილი, ტკბილი, სასურველი სინანული და მას უნდა შევხვდეთ, როგორც ეკლესია გვასწავლის, ისე, როგორც ხვდებიან ავადმყოფები მკურნალობის დაწყებას. ჭეშმარიტი მკურნალი კი აქ ქრისტე იესუ სულიწმიდის მადლით. უკვე დღეს, ამ დღიდან, ამ კვირიაკიდან დაიწყო უფალმა ღმერთმა ჩვენი მომზადება სინანულის გზით. თუ გნებავთ განიხილეთ დღევანდელი საკითხავი წმინდა სახარებისა ლუკასაგან - იგავი მეზვერესა და ფარისეველზე.

აქ ორგვარი ტიპის, ორი სახის ადამიანია წარმოდგენილი, - ერთი რომელიც იმდროინდელი საზოგადოების გაბატონებულ ფენას წარმოადგენს, რომელთაც მართალი და ამაღლებული ადამიანების სახელი ჰქონდათ, ფარისევლებს ვგულისხმობ, თუმცა კი სინამდვილეში მათგან უმეტესობა შორს არ იყო თუნდაც ყველაზე უკანასკნელი მანკიერებიდან და მეზვერე, - საგინებელი სახელი, ყველაზე დამცრობილი, აბუჩად აგდებული, მოძულებული ადამიანებისაგან, თუმცაღა ყველა როდი იმსახურებდა რისხვასა და წყევას, თუ გნებავთ, თუნდაც, დღევანდელი იგავისეული მეზვერე.

მაშ, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით უფლის მიერ მოთხრობილ ამ მარადიულ იგავს მართალი და ცოდვილი ადამიანების შესახებ. და ვინ არის მათ შორის მართალი და ვინ - ცოდვილი, გამოგვითარგმანებს სული წმიდა მამათა მიერ. რისთვის წარმოთქვა უფალმა ეს იგავი. „თქვა უფალმა ვიეთთამე მიმართ იგავი ესე", ე.ი. - ზოგიერთების გასაგო-ნად, კერძოდ, ვის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1173 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ორი, ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად უცქერს?
– და განა ყველა თვალი ერთნაირად მკაფიოდ ხედავს?! იმისათვის რომ, ყოველივე მკაფიოდ და სუფთად დაინახო, ძალიან ჯანმრთელი, სულიერი თვალი უნდა გქონდეს. თუ სულიერი თვალი ჯანმრთელია, ადამიანი შინაგან სისუფთავეს ფლობს.
– და, რატომ ხდება, წმიდაო მამაო, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი – უბედურებად?
– ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას თავისი პირადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა, შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე – კარგი მხრიდან. ოდესღაც ასეთი რამ შევიტყვე: ერთი მონასტრის გარშემო მშენებლობა წამოიწყეს, ნელ–ნელა ორგვლივ უამრავი ნაგებობა წამოიმართა და თანდათანობით მონასტერი საერო შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდა.

მწუხრის მსახურება აქ შუაღამისას აღესრულებოდა – ცისკართან ართად. ღვთისმსახურებაზე ერის ადამიანებიც დადიოდნენ შემოგარენიდან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ დამწყებ ბერს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის დაკეტვა დაავიწყდა და მასში ვიღაც ქალი შევიდა. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეიტყო საშინლად აღელდა; ,,ეს რა უბედურ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1124 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010


– წმიდაო მამაო, ხვდება თუ არა წმიდა ადამიანი, ვინ არის ცბიერი და ვინ – არა? – დიახ, მას შეუძლია, შეიცნოს როგორც ცბიერი ადამიანი, ასევე – წმიდა. ის ხედავს ვინმეს მიერ აღსრულებულ ბოროტებას, მაგრამ ამავდროულად ხედავს ბოროტების მოქმედს და მის „შინაგან კაცსაც". ის ხედვს, რომ ეს ბოროტება მაცდურისაგან მოდის, რომ ის ადამიანში გარედან შევიდა.

მას სულიერი თვალით დანახული საკუთარი ცოდვები დიდად ეჩვენება, ხოლო სხვათა ცოდვები – მცირედ. თანაც თავს კი არ იტყუებს, არამედ სხვათა ცოდვებს ნამდვილად უმნიშვნელოდ მიიჩნევს! მას შეუძლია, გაიგოს, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია, მაგრამ, ამ სიტყვის კარგი გაგებით – ბოროტი ადამიანის მზაკვრობის გამართლებას ყოველთვის ახერხებს.

მას არ სძულს ასეთი ადამიანები და საკუთარ თავზე უარესად არ მიაჩნია ისინი, და შესაძლოა, უკეთესებადაც კი მიიჩნევდეს მათ. უამრავი მიზეზის გამო, სრულიად შეგნებულად იგი ითმენს მათ მიერ აღსრულებულ ბოროტებას. მაგალითად: როდესაც ავაზაკის ბოროტებას ხედავს, იგი თვლის, რომ ამ ავაზაკს არავინ დაეხმარა და ბოროტმოქმედამდე ამიტომ დაეცა.

ამასთან, მას ესმის, რომ შესაძლოა, თვითონ აღმოჩინილიყო ამ უბედურის ადგილას, თუკი ღმერთი არ შეეწეოდა. ბოროტებასთან მსგავსი მიდგომით ასეთი ადამიანი დიდ მადლს იღებს. ცბიერ კაცს კი საწინააღმდეგო რამ ემართება. როდესაც მართლის სიწმინდეს ხედავს, მან არ იცის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1119 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

როდესაც ვინმე მეტყოდა, რომ ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი ადამიანების დანახვა აბრკოლებს, ვპასუხობდი: "ბუზს თუ პკითხავ, აქ ახლო – მახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ აი, თხრილი კი კონსერვის ქილებით, ნაკელითა და ათასგვარი სიბინძურით არის სავსეო. და ბუზი თანამიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა სანარცხეს, სადაც კი როდესმე ყოფილა.

მაგრამ, თუ ფუტკარს ჰკითხავ, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება თუ შეგხვედრიაო, ის მოგიგებს: " უწმინდურებაა?! არა, არ მინახავს, აქ იმდენი კეთილსურნელოვანი ყვავილია"! და ფუტკარი დაიწყებს სხვადასხვაგვარი ყვავილების ჩამოთვლას – ბაღისა და ველისას. ხედავ, როგორაა?! ბუზმა მხოლოდ სანარცხეები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლოს შროშანი პყვავის, იქით კი – ოდნავ მოშორებით – გეოცინდები. 

როგორც მიხვდი, ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს.

ნაკლულოვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფერთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმა ხედავს: მაშინ, როდესაც კეთილი ზრახვების მქონემ რაც არ უნდა დაინახოს, რაც არ უნდა უთხრან მას, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს. 

ერთხელ ჩემთან მეორე კლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა, მან ჭიშკარზე რკინის ურდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1063 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

« 1 2 ... 173 174 175 176 177 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები