კვირა, 19.05.2024, 00:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად, მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს.

მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა.

უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები.

ამის გამო იგი მთელი არების მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო.

იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1128 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
მლოცველს, რომელსაც შინაურნი დასცინიან

ვიდრე ლოცვას შეუდგებოდი, ყველას უყვარდი, ახლა კი უცებ თავს სახლში ისე გრძნობ, როგორც მტრის ბანაკში. უწინ სვამდი და ეწეოდი, ცოტას იპარავდი კიდეც, ბილწსიტყვაობდი, სამუშაოს აცდენდი, ხალხისა და უფლისათვის მრავალ საწინააღმდეგოს სჩადიოდი და მაინც მაშინ შინაურებს უყვარდი. ახლა კი, როცა სიმართლის გზით წახვედი, გზით ღვთისმოსაობისა და ლოცვისა, ყველანი კრაზანებივით დაგესევიან ხოლმე.

გიხაროდეს, ძმაო, ასმაგად გიხაროდეს. განა ვერ ხედავ: სახარებისეული მოვლენები ვითარდება შენს სახლში? იმ სახლში, სადაც ცოტა ხნის წინათ ლაპარაკი მიდიოდა მძიმე გადასახადების, ქურდებისა და თანამზრახველების შესახებ, სახარებისეულმა წინასწარმეტყველებებმა იწყეს აღსრულება.

თქვენი სახლი ზეცამდე ამაღლდა, ქრისტიანული დრამის არენად იქცა, იგი ახლა უხილავი კავშირითაა შეკრული მოწამეთა და მოციქულთა დროსთან. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ვითარდება თქვენი სახლის პატარა სივრცეში.

აი წინასწარმეტყველებანი ქრისტესი, რომელნიც მრავალჯერ ახდენილან დედამიწაზე, ახლაც იწყებენ ახდენას თქვენს სახლში: „და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის" (მათ. 10,22). „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი" (მათ. 10,36).

„ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1174 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010


რა ცოდვა ჩაიდინე ისეთი, რომ შენს თავზე ეს უბედურებათა შორის უბედურება მოიწია, რომ გაწყვიტე კავშირი სიცოცხლის საწყისთან და გონის მომნიჭებელთან, რომ განდექი იმისაგან, ვისი მარადიული ყოფიერებაც ჩვენს წამაერ ყოფიერებაზე აშკარაა და ჩვენი არსებობა მხოლოდ მისითაა გამართლებული?

ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, „დაიმალნეს ადანცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა" (დაბ. 3,8). როგორც მაშინ, ახლაც ისევე.

ჩაიდენს თუ არა ადამიანი მძიმე ცოდვას, იგი ღმერთისაგან ბუნების ზურგსუკან იმალება და ქმნილებებს, ქვებს, ხეებს, ცხოველებს შორის იკარგება. თითქოსდა მოჩვენებით ნათესავებს შორის, ბუნების ჩრდილში იძირება და როგორც მზის დაბნელებას იტყვიან, როცა მთვარე ბუნების ამ ნათელ მეფეს გადაეფარება ხოლმე, ასევე შეიძლება ითქვას „ღმერთის დაბნელების" შესახებ - სიმართლის მზისა - მათთვის, ვინც ბუნების შემოქმედის თვალთაგან დასამალად ბუნებას ეფარება. 

მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ადამიანური სიტყვებია, რამეთუ მზის დაბნელება იმას კი არ ნიშნავს, რომ მზემ ნათელი დაჰკარგა, არამედ მხოლოდ იმას, რომ ნათელი ჩვენს თვალთაგან დაფარულია. ასევე „ღმერთის დაბნელება" არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი დაიკარგა და იგი აღარ არსებობს, არამედ იმას, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის რ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1111 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

როდემდე სწყალობთ? და რა დაემართებათ ბოლოს? რა მოელის მათ გვარს? დაგისვამს კი საკუთარი თავისათვის ეს კითხვა? როცა ხედავ, რომ ვიღაცას, თავი მოაქვს ძლიერებით და ივიწყებს ძალის მომნიჭებელს, გაიხსენე, როგორ დაიღუპა ქედმაღალი და თვითდაჯერებული გოლიათი ყრმა დავითის შურდულით (იხ.მეფ. 17, 32-50). დაე ნუ შეცბუნდება გული შენი, როცა ხედავ, რომ ვიღაც არამართალი გზით მდიდრდება.

შეჭამს, მაგრამ ვერ გაძღება; წაართმევს, მაგრამ არ ეყოფა. გაიხსენე მდიდარი სოდომის მაცხოვრებლები, ერთ წამში რომ დაიფარნენ ცეცხლითა და ფერფლით - მთელ თავიანთ სიმდიდრესთან ერთად (იხ. დაბ. 19,24-25). 

შენ ქრისტიანი ხარ, ხოლო ქრისტიანი მოვლენებს მთლიანობაში აღიქვამს და არა - ცალკეულად... უსამართლო ბედის წყალობას ქრისტიანი არ აფასებს, როგორც რაღაც საბოლოოს, მაგრამ ელის, რა მოჰყვება შემდგომ, რადგან იცის, რომ ცოდვილი წარმატებას საკუთარი ძალით და შესაძლებლობებით კი არ აღწევს, არამედ იმიტომ, რომ უფალი მოუვლენს, რათა ცოდვილმა გაიხსენოს იგი. ღმერთი თავის გამოუთქმელი წყალობით ცოდვილებს იმას მოუვლენს, რაც მათ სურთ, რათა უფალს რომ გაიხსენებენ, შერცხვეთ თავიანთი უკანონობისა და გამოსწორდნენ.

ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს, შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1114 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

ბევრი თანამედროვე ადამიანისთვის საინტერესოა ხოლმე სპორტსმენების, მსახიობების, მომღერლების ცხოვრება. ისინი განსაკუთრებით ძლიერები, ლამაზები, ყოჩაღები ჩანან. ამიტომაც ბევრი ბაძავს მათ, თუმცა ცნობილ ადამიანებს არც კი სცალიათ თაყვანისმცემლებისთვის. ისინი ხომ ძალიან დაკავებულნი არიან თავიანთი საქმეებით.

და აი, ეკლესიაშიც არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანებს უყვართ და ბაძავენ. ეს ადამიანები წმინდანები არიან. წმინდანებით განსაკუთრებით ლამაზები და ძლიერები არიან, ოღონდ სხვანაირად...

წმინდანები იმით არიან ძლიერები, რომ მათ შეძლეს საკუთარ ცოდვებსა და ცუდ თვისებებს მორეოდნენ. წმინდანები სიკვდილსაც კი არ შეუშინდნენ ქრისტეს გულისთვის, ამიტომ ისინი სიკვდილზე უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ახლობლები დროებით გვშორდებიან და ვეღარ მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში. წმინდანები კი, მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში, ღმერთის სამეფოში სახლობენ, ჩვენ მაინც გვეხმარებიან.

წმინდანთა სილამაზე სხვაგვარია. ხატებზე გამოსახული მათი მშვიდი, კეთილი სახეები განსაკუთრებულ პატივისცემას იწვევს ჩვენში, ისინი არ გვიღიმიან, მაგრამ არც გვიბრაზდებიან, მხოლოდ შეგვახსენებენ ჩვენს ცოდვებს, რომლებიც ყველაზე მეტად ამახინჯებენ ადამიანის სულს და ამავე დროს მარტოც არ გვტოვებენ, რადგან ქრისტეს ძალას, მადლს გვიგზავნიან.

წმინდანები არა მარტო წირვა-ლოცვას ესწრებიან ჩვენთან ერთად, არამედ ჩნდებიან იქ, სადაც მათ სახელს ვახსენებთ, როცა დახმარებას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1170 | Added by: Snookie | Date: 05.05.2010

    

  

   

   

 

 




 



Category: ახალი ამბები | Views: 1186 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010


 

 

 

  

  

  

Category: ახალი ამბები | Views: 1235 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

Сезон начнется в апреле. А пока мы собрались в новом составе. Мы – команда Блинова, «Что? Где? Когда?». Теперь мы выглядим вот так!


В нашу команду перешел Илья Новиков – ещё один игрок с «Хрустальной Совой», и Володя Степанов из команды Поташева. Это очень здорово. С нами больше не играют магистр Друзь и Александр Рубин. Жаль. В основном жаль, что в команде только шесть человек. Рассказывают, у них в клубе будет новая миссия. Но о новостях клуба расскажет сам клуб.


Был прекрасный солнечный весенний день в Нескучном Саду. Игровой стол хотелось вынести на улицу. Сыграли что-то около шестидесяти вопросов, кажется, нащупали идеальную рассадку (это примерно то же, что в футболе расстановка). Играть будем в летней серии. По нынешним правилам стопроцентно в этом уверенным быть нельзя, но по логике вещей так и будет.

Бороться будем только за титул.

А это – начало.


... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

უილიამ შექსპირის პორტრეტი", მხატვარი ჯონ ტეილორი, 1610 წ.


უილიამ შექსპირის ცხოვრების 10 ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფაქტი

23 აპრილს დიდი ბრიტანეთი დიდი ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის დაბადებიდან 445-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ ღონისძიებისთვის გამომცემლობამ The Times ”რომეო და ჯულიეტას” ავტორის შესახებ 10 ნაკლებადცნობილი ფაქტი გამოაქვეყნა.

1.მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ლონდონში ვითომდა შექსპირის სიცოცხლეში შესრულებული ერთადერთი პორტრეტი წარმოადგინეს, დაზუსტებით დღემდე არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა შექსპირი სინამდვილეში.

2.18 წლის უილიამის ანა ჰატაუეისთან, ადგილობრივი მიწათმფლობელის ქალიშვილზე, ქორწინება, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი იყო და გოგონას ფეხმძიმობამ გამოიწვია. ახალგაზრდა შექსპირი იძულებული გახდა სპეციალური კურთხევა ეთხოვა ქალაქ ვუსტერის ეპისკოპოსისთვის.

3. შექსპირის მიერ ანასთვის ნაანდერძევი ”მეორეხარისხოვანი საწოლი” იყო არა დამამცირებელი საჩუქარი, როგორც ითვლებოდა, არამედ, რომანტიული სიმბოლო, რომელიც მათი ქორწინების პირველი ღამის სიმბოლო იყო.

4. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის პიესებში მოქმედება ევროპის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, თავად დრამატურგი, სავარაუდოდ, არასოდეს გასცდენია ინგლისის საზღვრებს.

5. შექსპირმა ინგლისური ენა 1700 ახალი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1143 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

« 1 2 ... 175 176 177 178 179 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები