კვირა, 19.05.2024, 11:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი


ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

    


Category: ენციკლოპედია | Views: 1163 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

სერგეი ესენინი და კონსტანტინე სოკოლოვი, თბილისი, 1924 წ. - Есенин с Константином Соколовым, Тифлис, 1924 г.


სერგეი ესენინი – აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ
Сергей Есенин – Не жалею, не зову, не плачу…
თარგმანი ესმა ონიანის

აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ,
ქრება ყოველი, როგორც ხეზე ყვავილების თეთრი ფიფქები.
ჭკნობის ოქრო ამიგიზგიზებს,
აღარასოდეს ახალგაზრდა აღარ ვიქნები.

შენ, ჩემო გულო, გამალემით კვლავ აღარ გალობ,
საცაა სიცივე წაგეტანება,
და არყოვანის ჩითის სამყარო
ვერ შემიტყუებს ფეხშიშველა სატანტალებლად.

ო დახარჯულო ხელუხლებლობავ!
ვაღარ მიღვივებს ბაგეთ სიალეს,
თვალების შფოთს და მოზღვავებულ სიჭარბეს გრძნობის
ძველებურად სული იგი მოხეტიალე.

ახლა სურვილებს იშვიათად და ძუნწად ავშლი,
სიცოცხლევ ჩემო, ნეტავ ხომ არ დამსიზმრებიხარ?
თითქოს გავვარდი ვარდისფერ რაშით
გაზაპხულის მოგუგნე სანახებიდან.

ყველა, ჩვენ ყველა ქრობის ნიშნით დადაღული ვათ,
ნელა იღვრება ნეკერჩხლების ფოთლის სპილენძი…
იყავ კურთხეულ სამარადისოდ,
რასაც სიცოცხლის გასაქრობად თურმე ვიძენდით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1162 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

ტერენტი გრანელი
,,ხოლო აწ ესე რა ჰგიეს სარწმუნოება, სასოება და სიყვარული,
სამი ესე, ხოლო უფროს ამათსა სიყვარული არს.”

არ სჭირდება ტერენტის შეღავათები! ის დიდი პოეტია; საერთოდ დიდი რა არის? არსებობს ერთადერთი განსაზღვრება (ამისათვის) – ნამდვილი!

რა შეიძლება ადამიანს უთხრა ამაზე მნიშვნელოვანი, იმაზე მეტი, რაც თავად მისი სიცოცხლეა, არსებობაა, ამჟამად არსებობაა; დაბადება! ყოფნაში უკვე არყოფნის გარდაუვალობა.
სიყვარული ამოძრავებს ტერენტი გრანელს; ტერენტი გრანელი ვერ გამოსულა სიყვარულის გრძნობიდან, მან ვერ დაიხსნა თავი სიყვარულისაგან; სიყვარულია მიზეზი მასთან სინანულისაც, ტირილისაც, სიხარულისაც.

ადამიანთა უმეტესობა სიყვარულის გამუდმებულ ცვლაშია: მოვა – აქაურობა უყვარს, წავა – იქაურობა, დაბრუნდება – ისევ აქაურობა, იქაურობა აღარ ახსოვს, წავა – ისევ იქაურობა, აქაურობა აღარ ახსოვს; ტერენტის ერთნაირად უყვარს და ერთნაირად არ ავიწყდება; იგი მთლიანად გაჟღენთილია იქაურობის ხსოვნით, (ასევე აქურობის სიყვარულით), იგი მოცულია იქაურობიდან მოყოლებული აქაურობის სხვადროს უკვე დათმობის მოუშორებელი სევდით, უკვე არსებული განშორების ხსოვნით.

იგი წინა წასვლაზე თითქოს სამუდამოდ იყო გამსუბუქებული, განთავისუფლებული, მაგრამ არაჩვეულებრივმა ხსოვნამ, მონატრებამ, თავისდროზე აქაურობის უზენაესი სიყვარულით სიყვარულმა ისევ გაჭოლა დაბრუნების სხივით; იგი დაბრუნდა სიყვარულის ძალით, მონატრების, ერთხელ კიდევ ნახვა–გახსე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1246 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

ბორის პასტერნაკის პორტრეტი. ლადო გუდიაშვილი - Boris Pasternak. Portrait. Lado

Gudiashvili. 1966


ბორის პასტერნაკი – "ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე”.

თარგმანი ესმა ონიანის

ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე
უსაზღვროდ ერთობ.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
ქარბუქი ქარგავდა მინაზე
გვიმრიან ბექობს,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
სანთელს აფეთებდა ქარი და
ცდუნების ალმურს
ფრთები აეფოფრა, გაშლიდა
ტანს ვნება-დაძრულს.
და დაეცემოდა კაკუნით
ძირს ქოში წყვილი,
კაბაზე ცრემლად დანამული
ცვიოდა ცვილი.
და თეთრად ერთვოდა მიდამო თოვლს,
სრულად ენთო,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
გასხივოსნებულ ჭერზე დამრეცი
წვებოდნენ ჩრდილები
ხელების ხლართების, სხეულთა ხლართების,
ბედით შეყრილების.
ბარდნიდა მთელი თებერვლის თვე
ხშირ-ხშირად ერთობ,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.

Category: ენციკლოპედია | Views: 1305 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

კობა ჭუმბურიძე – Koba Chumburidze

ხვამლისა

მიზანს მივატანეთ კვირას.
ჯილდოა რაოდენი
ხვამლის ძირას,
ცეცხლის პირას,
განთიადის ლოდინი.
არე–მარე, ფერი ქარცის, ღამის ბინდში ჩაწნულა, გაუშლია ფრთები ქარცივს, სათარეშოდ აძრულა, აათრთოლებს დიდრონ ცაცხვებს და ალერსით დაქანცავს, ნისლებს წეწავს, ვერხვებს არწევს, ბოლო ფოთოლს აძარცვავს.
ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი.
ურანუსმა შხივი იხმო, ეჭვი ხრავს მოაბადის, გასუსულა მთვარე მიღმა ღრუბლის ლეგა ნაბადის.
აღმა აეხუტა კვამლი, კოცონს თქორი ეპკურა, სფინქსად გაწოლილა ხვამლი, იდუმალი ებგური.
ხვამლო, არამ–ხუტის ხამლო, დღემდის არვის ეღირსა დაიურვოს საიდუმლო შენი კალთის, რეხისა.
გულს ჩაგიკრავს მონაბარი ერისა და მეფისა, თავს გვირგვინად დაგდგომია მაყრიონი ზეცისა,
ღვთაებათა მთელი დასი, ვისაც აქ ეგულება ერთი ძველთაძველი თასი, ყოვლის დამარწყულები, რაის ხიბლიც არასოდეს ხუნდება და ძველდება…
წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მთა და ბარი სველდება.
დილეულა, როს ნაშფოთარ ღამეს მიეძინება, როს ცრიატი რიბირაბო შხერებს წაეფინება, როს ბარბალიც აღმოხდება, მეწამულის ფერისა, რით მიხვდება, რა დახვდება კვალად ცისიერისა…
ოდენ ქიზის, ონავარის, ღამეული სიგრილე, გაცრეცილი ნაშთი მთვარის და ბინულის კირკილი, ნაწვიმარზე ნამასხმული აბლაბუდას ლაპლაპ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1249 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

« 1 2 ... 176 177 178 179 180 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები