პარასკევი, 26.04.2024, 03:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

შესავალი .


ჩოხოსნობის ინსტიტუტი გულისხმობს ქართველი ერის ზნეობრივი, ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქმიანობას. თუმცა საბჭოთა პერიოდში უფრო პროტესტის ხასიათს ატარებდა. მაგალითად, 1921 წელს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისადი პროტესტის ნიშნად ოთხმა ახალგაზრდა ინტელიგენტმა შავი ჩოხა–ახალუხი ჩაიცვა გლოვის ნიშნად. ესენი იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი.

ასევე, საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტმა განაპირობა "ჩოხოსნები - 1973"-ის ჩამოყალიბება. დღეისთვის საქართველოში, გარდა "ჩოხოსნები - 1973"-სა არსებობს კიდევ, უკვე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელობის მიღების შემდეგ შექმნილი ორი საზოგადოება:


"სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება" – თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ჩამოყალიბდა 2006 წელს "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების" (შეიქმნა 1999 წელს) ბაზაზე.

"სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი" – თავმჯდომარე, კინომცოდნე, პროფ. გოგი დოლიძე. ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 2006 ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2079 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

  გაიაზრეთ ყოველივე აქ თქმული,
იხელმძღვანელეთ ამით, ხშირად
იკითხეთ, რათა გაანახლოთ გონებაში,
თუ რას უნდა იქმოდეთ.
წმ. თეოფანე დაყუდებული.


რა არის იესოს ლოცვა

ლოცვისას გვმართებს მთელი გონებით მხოლოდ უფალზე ფიქრი. არც თუ იშვიათად ამ დროს გონება განუწყვეტლივ იტვირთება გარეშე აზრებით, რაც მას განაშორებს ღვთისაგან. იმისათვის, რომ გონება სწავლობდეს ერთსა და იმავეზე ფიქრს, წმ. მამები იყენებდნენ ლოცვებს და გამუდმებით იმეორებდნენ მათ.

ლოცვების განუწყვეტელი გამეორების წყალობით გონება უახლოვდებოდა ღმერთს და თავისუფლდებოდა გარეშე აზრებისაგან. მოკლე ლოცვები სხვადასხვაგვარია. ჩვენ განსაკუთრებით შევისისხლხორცეთ იესოს ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.


რა არის იესოს ლოცვის არსი? ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ.
ნუ შევიზღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური განმეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია - ღვთის წინაშე შეგნებული დგომა, ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით.
მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა.
ჩვენი გულისყური მთლიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს.

რატომ არის ასე აუცილებელი ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისთვის

ყოველი ადამიან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1271 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ერთ ტაძარში ამგვარი ისტორია მოხდა: გარდაიცვალა ტაძრის წინამძღვარი. მალევე მღვდელმთავარმა ამ ეკლესიაში სხვა მღვდელი განაწესა. პირველი წირვის დაწყებისას, როდესაც მოძღვარმა ამბიონზე ე.წ. შემთხვევის ლოცვები წაიკითხა და საკურთხეველში შევიდა, მის წინ უცნაური სანახაობა გადაიშალა.

საკურთხევლის ერთ კუთხეში სრულ სამღვდელო შესამოსელში ხელებზე და ფეხებზე ბორკილდადებული იდგა სასულიერო პირი, რომელიც არაფერს ამბობდა. მოძღვარი არ შეშინდა და წირვა განაგრძო, თან პერიოდულად გადახედავდა ხოლმე საკურთხეველში მყოფ `სტუმარს~. ასე განმეორდა მეორე წირვაზეც. 

მართალია, ბორკილდადებული სტუმარი არაფერს ამბობდა, მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე წირვაზე მძიმედ ასწევდა ხელს და რაღაცაზე მიუთითებდა მწირველ მღვდელს საკურთხევლის ერთ კუთხეში. თავიდან მოძღვარმა ამას ყურადღება არ მიაქცია იმიტომ, რომ საკურთხევლის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ვერაფერი შეამჩნია, მაგრამ რადგანაც მითითება გრძელდებოდა მან დაათვალიერა ერთი ძველი ტომარა, რომელიც იქვე იატაკზე იდო.

ამ ტომარაში ცოცხლებისა და გარდაცვლილების მოსახსენებლები ეწყო. ძეციდან მოვლენილმა აზრმა მღველს გონება გაუნათა.

მან ამ მოსახსენიებლების კითხვა დაიწყო წირვის დროს და მალევე მიხვდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მოსახსენებლების წაკითხვას. მოსახსენებლების წაკითხვისთანავე მძიმე ბორკილები, რომლითაც შეკრული იყო იმქვეყნიური ტუსაღი, წამში ხმაუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 996 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები?

ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. 

მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც.

ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს.

უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხვას: კი მაგრამ, სად შეიძლება ვიპოვო სულიერი ხელმძღვანელი, განა შესაძ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1026 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ადამიანი, რომელიც ათეიზმის სრულ უსაფუძვლობასა და რელიგიური მსოფლმხედველობის აშკარა უპირატესობას მიხვდება, კვლავ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რელიგიათა სამყარო ძალზე მრავალფეროვანია.

ყოველი რელიგიური პრაქტიკა სხვათა გამომრიცხავია. სხვაგვარად - ყველა რელიგია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი რელიგიები) საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტების ერთ-ერთ მფლობელს.

ადამიანი აღმსარებლობას ირჩევს სინდისის, გულის კარნახის მიხედვით, მაგრამ არ გამოირიცხება გონებაც. ერთადერთი ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება კი უცილობლად ერთადერთია) ყველაზე უფრო ლოგიკური და გონივრულიც უნდა იყოს.

საუბრობენ ყველა რელიგიის გაერთიანებაზეც, რაც თითქოს საშუალებას მოგვცემს, ყველა მათგანში გაბნეული საუკეთესო მარცვლები შევკრიბოთ და გვარწმუნებენ, თითქოს ამგვარად მიღებული რელიგია ყველაზე უკეთესი და ამაღლებული იქნება.



პრობლემის გადასაწყვეტად საინტერესო ლოგიკას გვთავაზობს პროფესორი ანდრია კურაევი:

პირველ ყოვლისა, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა: მონოთეიზმს თუ მრავალღმერთიანობას.

როგორც ფილოსოფიური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით და, ცხადია, ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებითაც, მონოთეიზმის უპირატესობა მრავალღმერთიანობასთან შედარებით აშკარაა.

მაგრამ მონოთეისტური რელიგიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. მონოთეისტური რელიგიები ორ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1358 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

რა არის სიცოცხლე - ადამიანის სიცოცხლე, კაცობრიობის სიცოცხლე? შესაძლებელი რომ იყოს ამ ყოველდღიურობის ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ აჩქარებული ტემპით მისი ნახვა, მოსაწყენი, ერთფეროვანი სურათის მოწმენი გავხდებოდით. როგორია ადამიანის ჩვეულებრივი დღე? - გაიღვიძა, ისაუზმა, წაიმუშავა - დღეც მიილია და ძილის დროც დადგა. ხვალაც იგივე განმეორდება, მომდვენო დღესაც და ყოველდღე.

ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი სიცოცხლე? - დაიბადა, მოინათლა, ისწავლა, იმუშავა, დაოჯახდა, შემდეგ შვილები იყოლია. შვილებს თავიანთი შვილები გაუჩნდათ, შემდეგ კიდევ ახალი თაობა. ასეა ყველა, მთელი კაცობრიობა, უწყვეტად, თაობიდან თაობაში ერთი და იგივე მეორდება.

რასაკვირველია, ამ ძირითად სქემას თან ახლავს სრულიად განსხვავებული მოვლენები, მაგრამ მათგან არც ერთს არ შეუძლია თვითონ სიცოცხლის მდინარების შეჩერება.

სიხარულითა და მწუხარებით, სიყვარულითა და სასოწარკვეთით, კეთილშობილებითა და მდაბიობით, დიდებითა და სიგლახაკით აღსავსე მილიარდობით სიცოცხლე მარადისობამ შთანთქა.

სიცოცხლის არსის შესახებ კითხვა თითოეული ადამიანისთვის იყო და რჩება უმთავრეს საკითხად. ყველას არ ძალუძს კონკრეტული და საბოლოო პასუხის მოძებნა და სულ მცირედთ თუ შეუძლიათ პასუხი გასცენ დაეჭვებულთ. და მაინც, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს აქვს შეუვალი მოთხოვნილება, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1308 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

სიტყვა და ცნება - "სიკვდილი" პირველად სამოთხეში თავად ღმერთის ბაგეთაგან გაისმა, რომელმაც ჩვენს წინაპრებს უთხრა, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო (დაბ. 2. 17).
ჩვენთვის უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ადამი და ევა სამოთხეში. მტრის ბოროტებამ არ დააყოვნა. ყველა ღვთისმეტყველი თანახმაა, რომ პირველი ადამიანი, უმაღლესი ანგელოზებისა და თავად უფლის მსგავსი, ღვთიური ზეშთაგონებისა და ცოდნისათვის ყველა სფეროში კურთხეული, უცოდველი და უმაღლესი ზნეობის არსებაა.

დღევანდელი ზნეობრივი დაცემა, ზნეობრივი პესიმისტური პროგრესი ან რეგრესი წინაპართა ცოდვის შედეგია. 

ჩვენი წინაპრების უდიდესი სრულყოფილების მაჩვენებელია უკვე ის, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ არანაირი მცნებები, არანაირი ზნეობრივი კანონები, არამედ - მხოლოდ უიოლესი მცნება.

ალბათ ადამიანის სულში უკვე იყო სულის ყველა მთავარი კანონი; სხვაგვარად შეუძლებელია; თუ ადამიანი დასმულია ყოველივე ხილულის მეფედ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენდა ღვთიური ქმნილების გვირგვინს. 

სულს არ უმძიმდა სხეული და სულიწმიდის რჩეული ჭურჭლის, პავლე მოციქულის, მსგავსად ჩვენი წინაპარი არ ევედრებოდა ღმერთს: "ვინ დამიხსნის სიკვდილის სხეულისაგან?" მაგრამ ეს ზნეობრივი დაცემა, რომელზეც პავლე მოციქული წუხს, ადამის დაცემისგან განვითარდა. ადამის დაცემასთან ერთად მოვიდა მიწაზე სიკვდილი, როგორც სულის, ისე - სხეულის. `ერთისა მის კაცისათვის ცოდვა შემოვიდა სოფლად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1186 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საუბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: „რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათე 12,32).

გარდა ამისა, შესაძლოა, საუკუნო სატანჯველს მივეცეთ, თუკი უვიცობით ან მოგონილი მოწიწებით რაიმე შეუსაბამოს ვიტყვით. ამიტომ, შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმის წარმოჩენით, რაც თვით სულიწმიდამ განგვიცხადა წმიდა წერილში.

* * *

ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული.

იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. არ არის ან ერთი ქმედება, ან ერთი ამოსუნთქვა, ან ერთი ქადაგება მამისა ან ძისა, რომელიც განიფანტება ჰაერში, არამედ ერთი სახე, ერთი პირი, ცალკე არსება. ის თვითონ მეტყველებს, მოქმედებს და წმიდაჰყოფს.

ის ნათელმოსავს მართალთა სულებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს.

სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამ ქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1061 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

მთელ სახარებაში არ არსებობს უფრო საშინელი სიმართლე, ვიდრე ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მისი საყოველთაო სამსჯავროსი. ჭეშმარიტად საშინელია უფალო, შენი სამსჯავრო! „გამახსენდა ეს საშინელი ჟამი, - ამბობს წმ. ეფრემ ასური, - და დიდი შიშისაგან ძრწოლა დამეუფლა, წარმოვიდგინე რა ის, რაც მაშინ განცხადდება.

ვის შეუძლია ამისი აღწერა? რომელ ენას ძალუძს მისი გამოთქმა? როცა ამაზე ვფიქრობ, ჩემი სხეულის ნაწილებს შიში ეუფლება, ძალ-ღონე მეცლება, თვალებიდან მეწყება ცრემლის დენა, ხმა მისუსტდება, ბაგენი მეხშობა, ენა მიმუჯნდება და ზრახვები მიყუჩდება. 

ასეთი დიდი და სიშინელი საკვირველებანი ჯერ არ ყოფილა ქვეყნიერების შექმნიდან და არასოდეს იქნება!" - ასეთი კეთილკრძალული შიშითა და ძრწოლით მსჯელობდნენ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ღვთის წმინდა მოღვაწენი. ჩვენს მივუგდოთ ყური კეთილკრძალული ყურადღებით უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სიტყვებს საშინელ სამსჯავროზე. ამ სიტყვებით მთავრდება უფლის უკანასკნელი საუბარი მოწაფეებთან ქვეყნიერების ბოლო დღეზე.

„იგი ბევრს ლაპარაკობდა კაცთმოყვარებასა და მოწყალებაზე, - განმარტავს წმ. ოქროპირი, - მაგრამ აქ ამბობს მასზე ბევრად გაცხადებულად და ძლიერად, წარმოიდგენს რა არა ორ და სამ პირს, არამედ მთელ ქვეყანას და ამასთან ორ მხარეს: ერთ მხარეს მორჩილთ, მეორე მხარეს კი დაუმორჩილებელთ, და გვთავაზობს ჩვენ მასზე სიტყვას უფრო საშინელსა და უფრო სადღესასწაულოს.

ამიტომაც არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010


რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო?

ახალმონათლულისთვის სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს. წმიდა მამები ბავშვის აღზრდაში დიდ ყურადღებას ანიჭებენ სახელის დარქმევას. წმიდა მამა იოანე ოქროპირი იწუნებს იმ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ბავშვს ნათესავის ან ლიტერატურული გმირის პატივსაცემად არქმევენ სახელს. თუკი ნათესავი წმინდანია ან მას სამშობლოსათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული, მაშინ ამ ჩვეულებას არაფერი უდგას წინ.


მაგრამ წმიდა იოანე ოქროპირი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ახალმონათლულ ბავშვს რომელიმე ქრისტიანი წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ სახელი. წმიდა მამის თქმით, ბავშვს მუდამ თვალწინ ექნება წმინდანის მაგალითი და იმის სურვილი აღეძვრება, რომ მიბაძოს მას, ამ შესანიშნავი სულიერი საზრდოთი გამოკვებოს საკუთარი სული.

ვთქვათ, ბავშვს მაინც რომელიმე ნათესავის ან სხვა სახელი დაარქვეს. მაშინ მან აუცილებლად უნდა იცოდეს იმ წმინდანის შესახებ, რომლის სახელსაც ახალმონათლულის სახელი ერქმევა. მშობლებმა და ნათლიამ (ნათლიებმა) ამ წმინდანის წინაშე უნდა ილოცონ და კურთხევა გამოსთხოვონ ახალმონათლულისათვის.

კარგი იქნება, თუკი მონათლულ ჩვილ ბავშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1101 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

« 1 2 ... 171 172 173 174 175 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები