|
მთავარი » სტატიები
ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ჯაზის ისტორიაში და, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, სრულიად ამერიკულ სამყაროში – საუბარია ამერიკელ კომპოზიტორსა და პიანისტზე, დიუკ ელინგტონზე. როცა გარდაიცვალა, იგი კიდევ უფრო დააფასეს, რადგან მისი მუსიკის თემატური ვარიაციები ბესტსელერებად იქცა.
მუსიკოსი თავის სტილსა და ხმოვანებას ჯაზის ნაცვლად ამერიკულ ხმოვანებას უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ელინგტონის თანაგუნდელების დიდი ნაწილი დამოუკიდებლადაც თვალსაჩინონი იყვნენ, სწორედ დიუკის დამსახურება იყო მათი წარმოჩენა ჯაზის ისტორიაში ყველაზე განთქმულ საორკესტრო გუნდში.
ედვარდ კენედი ელინგტონი, მოგვიანებით დიუკ ელინგტონი, 1899 წლის 29 აპრილს ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში, საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მამა – ედვარდ ელინგტონი თეთრ სახლში მსახურთუფროსად მუშაობდა, დედა – ლეისი კენედი კი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ. ამგვარად, ბიჭს მუსიკალური ნიჭი, რომელიც ბავშვობიდანვე გამოავლინა, დედისგან ერგო მემკვიდრეობით.
ედვარდს დედა განსაკუთრებით უყვარდა და თითოეულ მის რჩევა–დარიგებას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებოდა. "დედაჩემი ძალიან ლამაზი და დახვეწილი ქალი იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი მამაზე", – იხსენებდა მუსიკოსი.
1906 წელს ელინგტონი სკოლის პარალელურად ფორტეპიანოს კლასშიც შეიყვანეს. მანამდე 5 წლის ბიჭუნა ქალაქის ტაძრის გუნდში მიაბარეს, რად
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1245 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
თომას მორი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელსაც სიკვდილის წუთებშიც კი იუმორის გრძნობამ არ უღალატა. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტის შესახებ გვესაუბრება იურისტი სოლომონ თეზელაშვილი
სოლომონ თეზელაშვილი:
– ინგლისელი მოაზროვნე, მწერალი, მოგვიანებით წამებულად აღიარებული თომას მორი (1478–1535) დაიბადა შეძლებული ლონდონელი იურისტის ოჯახში. მამამისი, ჯონ მორი, სამეფო სასამართლოს წევრი იყო. მორის ოჯახი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პატიოსანი გვარის იყო. იგი დაიბადა ედუარდ |V–ის მეფობის მე–17 წელს, 1478 წლის 7 თებერვალს, მირქმის დღესასწაულის დღეს. განათლება მიიღო წმინდა ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ ინგლისში. იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, 12–14 წლის ვაჟებს პაჟებად გზავნიდნენ რომელიმე დიდებულის ოჯახში. ჯონ მორმა თავისი ვაჟი მიაბარა ლამშერტის სასახლეში კენტერბერის არქიეპისკოპოსს, ხოლო შემდგომ კარდინალ ჯონ მორტონს. მოგვიანებით, მისი რჩევითა და რეკომენდაციით, მორი ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიდა.
– თომას მორს მეფეები არ სწყალობდნენ. რა იყო ამის მიზეზი?
– 1504 წელს, როცა მორი მხოლოდ 27 წლის იყო, პარლამენტში თემთა პალატის წევრად აირჩიეს. ეს ჰენრი V||–ის მეფობის პერიოდში უკანასკნელი პარლამენტი იყო. იმავე წელს მეფემ თემთა პალ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1162 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ლუი დე ფიუნესი მსოფლიო კომიკოსად ითვლება. ის საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი უცხოელი იყო. მისი კომედიები ეკრანებზე რომ გასულიყო, საბჭოთა ხელისუფლება დასავლეთთან გარკვეულ დათმობებზეც კი მიდიოდა. თავად ლუის კი 44 წელი და 75 ფილმი დასჭირდა იმისათვის, რომ რეჟისორების და მაყურებლის აღიარება მოეპოვებინა. მისი ნიჭის კარგა ხანს არავის სჯეროდა.
კარლოს ლუი დე ფიუნესი დე გალარზა 1914 წლის 31 ივლისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მადამ დე ფიუნესი სახლშიც და უბანშიც ძალიან ცნობილ და ავტორიტეტულ ქალად ითვლებოდა. მისი ქმარი კარლოსი კი, რომელიც საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა, მთელი უბნის ქალების გულთამპყრობელი გახლდათ.
სკოლაში ლუიმ ზუსტი მეცნიერებების მიმართ საოცარი უნიჭობა გამოავლინა. ყველაზე კარგად მასწავლებლის ზურგსუკან მაიმუნობა გამოსდიოდა. ერთხელ ის და სკოლის მეგობარი ზოროს სცენებს დგამდნენ და ლუი იმდენად შევიდა როლში, რომ მეგობარი ლამის დაახრჩო. ამის შემდეგ დედამისმა გადაწყვიტა, შვილი საფუძვლიანად დაეტვირთა და სამუშაო მოუძებნა.
მომავალი კომიკოსი უამრავ ადგილზე მუშაობდა – ტვირთის გადამზიდად, ვიტრინების გამფორმებლად, რძის დამტარებლად, ფეხსაცმელების მწმენდავად... მას არასოდეს დაავიწყდება ის შეურაცხყოფა, რაც სამხედრო კომისარიატში მიაყენეს. სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმის გამო დაიწუნეს, რომ მხოლოდ 164 სმ სიმაღლის იყო და 55 კილოგრამს იწონიდა. მაშინ ლუი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1308 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
წარმატებული ქირურგის ლაშა ღლონტისთვის სიმღერა ჯერ ჰობი იყო, მერე კი სიტუაცია შეიცვალა. ლანცეტი გვერდზე გადადო და მიკროფონს მოჰკიდა ხელი. ბოლოდროინდელი მის მიერ შესრულებული სიმღერა "მონატრებიხარ ფიქრებს" ჰიტად იქცა. ტკბილ სევდანარევი სიმღერა მომღერალ დათო არჩვაძეს ეკუთვნის და, როგორც ამბობენ, ავტობიოგრაფიულია. ავტორმა ამ სიმღერით თავისი ემოციები და მონატრება გადმოსცა.
ბათუმში დაბადებულმა ლაშა ღლონტმა სიყვარული თბილისში იპოვა, თუმცა მისი რჩეულიც ბათუმელი აღმოჩნდა. აღიარებს, რომ სამაგალითო მეოჯახე არ არის, ყოფითი პრობლემები მთლიანად ცოლს გადააბარა. ჰყავთ ერთი ქალიშვილი, რომელიც მღერის და თავის მომავალს ქართულ ესტრადაზე ხედავს.
– ქირურგი, რომელიც მომღერლად იქცა – ბატონო ლაშა, გვიამბეთ ეს გზა როგორ გაიარეთ.
– მუსიკა ჩემთვის ჰობი იყო, ახლა კი მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. ამჟამად კვარტეტ "ალილოს" ხელმძღვანელი ვარ, სადაც გურამ თამაზაშვილის წყალობით მოვხვდი. "ქართული ხმების" წევრებთან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა. მათ ხელი შემიწყვეს, რომ სცენაზე გავსულიყავი. პროფესიით ქირურგი ვარ, მაგრამ დრომ მოიტანა და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად აეწყო. როცა ვიგრძენი, რომ ჩემი სიმღერა ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჰობის დონეზე ა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1479 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ოჯახური ცხოვრების 13 წლის შემდეგაც ყოფილი მოდელი ნინო ცქიტიშვილი სიგიჟემდეა შეყვარებული თავის ქმარზე, ასევე ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილზე, რომელმაც სპორტიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა. ვატო ძველებურად ანებივრებს საყვარელ ქალს ყურადღებით და მის გარეშე სახლში ყოფნა არ უყვარს. ნინო კი ყოველდღე ეპრანჭება ქმარს, ცდილობს, მისთვის გალამაზდეს და ყოველთვის სასურველი იყოს. დაგვეთანხმებით, ასეთი ოჯახური ურთიერთობები ჩვენს რეალობაში სულ უფრო იშვიათი ხდება.
მათ სამი შვილი ეზრდებათ – ორი გოგონა და ერთი ბიჭი. ნინოს უნდა, ქალიშვილები ისეთივე დიასახლისები იყვნენ, როგორიც თავად ის დედამისმა გაზარდა. 18 წლის ასაკში, როდესაც ნინო გათხოვდა, ყველანაირი ოჯახური საქმე უკვე კარგად იცოდა.
თავისი 13 წლიანი ბედნიერი ოჯახის საიდუმლოზე ნინო ცქიტიშვილი "სარკეს" ესაუბრება.
– 13 წლის წინ, როდესაც ოჯახს ქმნიდით, როგორ მომავალზე ოცნებობდით, არის თუ არა დღევანდელი თქვენი ოჯახი ისეთი, როგორიც გინდოდათ, ყოფილიყო?
– იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მეოჯახე ბავშვი ვიყავი, სულ ვიცოდი, რომ კარგი ოჯახი მექნებოდა. დედაჩემი მეოჯახე ქალად მზრდიდა, მასწავლიდა ყველაფერს, რაც კი ქალს გათხოვების შემდეგ გამოადგება. 18 წლისამ უკვე ყველაფერი ვიცოდი, რაც ქალმა უნდა იცოდეს. მინდოდა, ისეთი ოჯახი მქონოდა, სადაც ყველაფრის გ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1403 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|