შაბათი, 05.07.2025, 20:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
ჭოლას ქალიშვილის თაყვანისმცემლების გაცნობა არ სურს
ცნობილი თეატრალური წყვილი, რეჟისორი ჭოლა (ლევან წულაძე) და მსახიობი მანანა კოზაკოვა, ერთადერთი ქალიშვილის, 15 წლის თინათინის მშობლები არიან და გოგონა, რა თქმა უნდა, დედ–მამის ნებიერაა. მამასთან ყველა თემაზე შეუძლია ლაპარაკი, გარდა ერთისა – ბიჭები. ეს ჭოლასთვის იმდენად მტკივნეული თემაა, რომ თინათინის თაყვანისმცემლების გაგონებაც არ სურს. როგორც მამების უმრავლესობა, შვილის საუკეთესო თვისებებს თვითონ მიიწერს, ხოლო რაც არ მოსწონს, ცოლს აბრალებს. როგორც აღმოჩნდა, მანანა ამას უკვე მიეჩვია და ქმარს აღარც ეკამათება. 

რეჟისორ მამას ქალიშვილი თეატრის მკაცრი სამყაროსთვის არ ემეტება. მისი აუხდენელი ოცნებაა გოგონამ კვანტური ფიზიკა შეისწავლოს. თინათინს კი ის ვერ გაუგია, რატომ არ სჭირდება მამამისს მობილური ტელეფონი და რატომ არ მოსწონს ინტერნეტით მიმოწერა... 

– თინათინ, როგორია ისეთი ჭოლა, რომელსაც ხალხი არ იცნობს? 

თინათინი: მამა ყველგან ისეთია, როგორიც სინამდვილეშია. ხანდახან, როცა ხასიათზე არ არის, ამას არ გამოხატავს. თუ სახლში მივედით და ჩუმად, თავისთვის ზის, ტელევიზორს უყურებს, ხმას არ გვცემს, ვხვდებით, რომ მნიშვნელოვან რაღაცაზე ფიქრობს და ახლოს არ უნდა გავეკაროთ. საერთოდ კი ძალიან მხიარული ადამიანია. 

მშობლებში გამიმართლა. ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1511 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თამრიკო ჭოხონელიძის ბედნიერება საყვარელი მამაკაცის გარეშე
ცნობილი წყვილის, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის და მსახიობ გია როინიშვილის სიყვარულის ისტორია 22 წლის წინ დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. სავსე და საინტერესო თანაცხოვრების წლები განვლეს, მაგრამ განხეთქილების ვაშლი მათ ოჯახშიც შეგორდა. საზოგადოებაში დრო და დრო ვრცელდებოდა არასასიამოვნო ხმები, რომელთაც თამრიკო თავგამოდებით უარყოფდა. ჭორები ქმრის ღალატის შესახებ, ინტრიგები, გაბზარული გული, დაძაბულობა, უთანხმოება... საბოლოოდ კი ოჯახი დაინგრა. დიდიხნის წინ ლამაზად დაწყებული ურთიერთობა ოფიციალურად ორი წლის წინ დასრულდა. 

თამრიკომ ერთ–ერთ ტოქ შოუში საზოგადოების წინაშე თავისი ოჯახის რღვევის მიზეზებზე გულწრფელად ილაპარაკა და კატეგორიული განცხადებაც გააკეთა, ჟურნალისტებს ვთხოვ, ამ თემაზე არ გამომეხმაურონო. მის გამოსვლას რეზონანსი მართლაც მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მას ბევრი დაუკავშირდა და სთხოვა, კვლავ ესაუბრა ამ თემაზე, ვინაიდან მისმა პასუხებმა ისინი საკუთარ ცხოვრებაზე დააფიქრა. ამიტომ "სარკის" შეთავაზებაზე, მის პირად ცხოვრებაში სამწუხარო გამოცდილებას შევხებოდით, თამრიკო თავშეკავებით, მაგრამ მაინც დაგვთანხმდა. 

"შეიძლება, ვიღაცას გაუკვირდეს, რატომ ვპასუხობ ამდენ კითხვას პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ამით იმ ადამიანებს ვეხმაურები, ვინც თხოვნით ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1330 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ლედი გაგას კონკურენციას არ გავუწევ

63 წლის ბრიტანელმა პოპ მუსიკოსმა ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ ესტრადიდან მიდის. უფრო მეტიც - ვარსკვლავი პოპსიმღერებსაც აღარ დაწერს, რადგან არანაირი სურვილი არ აქვს გამოჩნდეს მუსიკალურ არხებზე და კონკურენცია გაუწიოს ისეთ მომღერალს, როგორიც ლედი გაგაა. თუმცა მომღერალი არ გამორიცხავს, რომ მუსიკის არანორმალურმა სიყვარულმა იგი მუსიკასთან მაინც დააბრუნოს.

 ელტონ ჯონი ირწმუნება, რომ აღარასოდეს იმუშავებს პოპში. თუკი მას თავისი შინაგანი მუსიკალური ენერგია მოსვენებას არ მისცემს, მსმენელისთვის ელტონი მხოლოდ სოულს ან ქანთრის იმღერებს. თავისი კარიერის განმავლობაში ჯონმა 50 სიმღერა დაწერა, რომლებიც მსოფლიო ჩარტების ტოპ ორმოცეულში შევიდა. მისი ალბომები 250 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

 - უკვე 63 წლის ვარ. ჩემს ასაკში ძალიან რთულია დაწერო კარგი როკ ან პოპ სიმღერები. 25 წლის რომ ვიყო, ამას სიამოვნებით და უმარტივესად გავაკეთებდი, ახლა კი ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძნელია, - განაცხადა მომღერალმა.

მომავალში ელტონ ჯონი არ გამორიცხავს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პოპკონცერტებში, მაგრამ სოლო ნომრებს ამ ჟანრში იგი აღარ დაწერს.

ბოლო ალბომი ელტონმა 2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოუშვა. სტუდიურ ალბომზე მომღერალმა ამერიკელ მუსიკოსთნ ლეონ რასელთან ერთად იმუშავა, რომელიც ქანთრის, ბლუზისა და ფოლკლორის ჟანრებში მუშაობს. ელტონ ჯონის განცხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თითქოს, ვიღაცის ჯინაზე ვხდებოდი მღვდელი. ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებული იყო, ეკლესიის მიმართ დიდი წინააღმდეგობა რომ არსებობდა, ვფიქრობდი, აი, ჩავიცვამ სამღვდელო ჩოხას და მაგათ ვაჩვენებ სეირს–თქო. ასეთი ჯიბრული დამოკიდებულება მქონდა. მერე დავინახე, არც ისე უძლეველი ვყოფილვარ ბევრ რამეში", – ასე იხსენებს საეკლესიო მოღვაწეობის დასაწყისს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, იაკობ აბაშიძე. სამღვდელო მსახურებაში უკვე 15–წლიანი გამოცდილება აქვს. მრავალ სიკეთესთან ერთად, ის გულწრფელი მოსაუბრეცაა. ვფიქრობ, დღევანდელი ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა. 



– მამა იაკობ, რამდენი წელია, რაც ეკლესიის წიაღში მსახურობთ და როგორ გახსენდებათ ღვთისმსახურების პირველი ეტაპი? 

– უკვე 15 წელია, რაც ღვთისმსახური ვარ. რა თქმა უნდა, ახალი ნაკურთხი მღვდელი ბეწვის ხიდზე გადიხარ, გამოუცდელობის გამო, შიშობ, ცოდვაში არ ჩავარდე, ან რაიმე არასწორი არ ასწავლო მრევლს. ამ მხრივ, სიფრთხილე მახასიათებდა. ერთი ფაქტია, ძალიან მძიმე საქმეს შევეჭიდე, რაც მოგვიანებით ვიგრძენი. დედა მეხვეწებოდა, რომ რიგითი მორწმუნე ვყოფილიყავი და არ ამეღო მღვდლის დიდი ტვირთი. მაშინ ეს შემოთავაზება მე უფლისგან შემოთავაზებულივით მივიღე და ამიტომ ამ ნაბიჯს ვერ ვუღალატე, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც მეწინააღმდეგებოდა და ამის გამო ო ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1603 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

განსაცდელში ნაპოვნი რწმენა
ნდივიდუალური ხელწერით გამორჩეული "დვალების ხატები" ცნობილია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებგარეთაც. ისინი იერუსალიმისა და ბეთლემის სამლოცველოებს, ამერიკის და საბერძნეთის პატრიარქთა საცხოვრისს, ასევე ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის სახატესაც ამშვენებს. 

ხატმწერები მერაბ დვალი და მისი მეუღლე, ლალი გოჩიტაშვილი, პროფესიით ინფორმატიკოსები არიან. ოციოდე წლის წინ კი მათში შემოქმედებითმა ნიჭმა გაიღვიძა, ზედმიწევნით შეისწავლეს ქართული ჭედური ხელოვნება და თავიანთი სტილი შექმნეს, მათი ნამუშევრები ოქრო–ვერცხლით და ძვირფასი თვლებითაა მოჭედილი, სინატიფით გამოირჩევა. მათ უკვე მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე განსაკუთრებით პატივსაცემ სტუმარს ხშირად სწორედ ამ ხატებს ჩუქნის. 

ლალის და მერაბის ოჯახი 30 წლის წინ შეიქმნა. კურსელები იყვნენ, სიყვარულით შეუღლდნენ და ჰარმონიული ოჯახი შექმნეს. ჰყავთ ხუთი შვილი: თამარი, თორნიკე, ნიკოლოზი, გიორგი და ეკატერინე. მათგან უფროსი 24 წლისაა, ხოლო უმცროსი – 3–ის. 20 წლის წინ ეს ღვთივსათნო ოჯახური წყვილი რწმენამდე განსაცდელმა მიიყვანა. 

ლალი გოჩიტაშვილი: 

– ჩემს მამიდაშვილს, ჩვენთვის უსაყვარლეს და არაჩვეულებრივ, გამორჩეულ ადამიანს, 33 წლის ასაკში მოულოდნელად დაემართა ინსულტი. რამდენიმე დღ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1791 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები