|
მთავარი » სტატიები
 "მონასტრული ცხოვრებისადმი დიდი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. სხვადასხვა მონასტრებში დავდიოდი და მომწონდა კიდეც იქაური ცხოვრება. მუდმივ ძიებაში ვიყავი. ვფიქრობდი, რა გზასაც ავირჩევდი, რამდენად შევძლებდი მის ტვირთვას. ღვთის მადლით, გავაკეთე არჩევანი და ამ არჩევანში ბედნიერი ვარ. ჩვენს ცხოვრებას განსაცდელი ყოველთვის თან სდევს. მთავარია, ცხოვრების წესით უფლის ნებას დაეთანხმო და მის ნებას გაჰყვე. ყოველი განვლილი დღე გამოცდილებაა და ვსწავლობთ, ღვთის ნებით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ", – აღნიშნავს "გუმბათთან" საუბარში ახალგაზრდა მღვდელ–მონაზონი აბო (ჩაჩუა).
– ახლა რომელ მონასტერში მსახურობთ, მამაო?
– ახლა, სოფელ გლდანის ძველ სასაფლაოზე მდებარე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტერში ვმსახურობ, რომელიც მე–6–8 საუკუნეებში გახლავთ აგებული. ამჟამად იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა, მას გადაკეთების კვალიც ამჩნევია, შეცვლილია მთავარი ეკლესიის "კარნიზი", ძირითადი ცვლილებები მე–19 საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტრის ტერიტორიაზე არის როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა სასაფლაოები.
– ახლა, სულიერ საკითხებზე ვისაუბროთ. გვესაუბრეთ ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ, დღეს, მის არსს, ხშირად, არას
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1310 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ღვთისმსახურები მართლმადიდებელ მრევლს მოუწოდებენ, რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყება არასოდეს არის გვიან, უფლის სახლის კარი ყველა ასაკის ადამიანებისთვის არის ღია. თუმცა კარგია, როცა ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი ბავშვობიდან ეცნობა, მონაწილეობს აღსარების საიდუმლოში, იღებს ზიარებას – ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მართლმადიდებელი მოძღვრები მორწმუნეებს ურჩევენ, ბავშვები თავიდანვე მიაჩვიონ ქრისტიანულ წესებს, ლოცვებს, უკითხონ ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან, ასწავლონ მოწყალების გაღება მოყვასისთვის, მღვდლებისგან კურთხევის აღება და ა.შ. ამ თემაზე "სარკეს" წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) ესაუბრა.
– მამაო, ცოდვად გვეთვლება, როცა მოუცლელობის გამო მხოლოდ დილა–საღამოს მოკლე ლოცვებს ვკითხულობთ?
– ლოცვა ადამიანის სულიერი ცხოვრების საზომი და საწინდარია. უფალი ძალას გვაძლევს, რომ ვილოცოთ. როცა ლოცვისა და ცხოვრების ერთობა ინგრევა, აღარ შეგვიძლია, უფალს მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ კი ისე, რომ ლოცვის ძალა გვქონდეს? არის თუ არა ლოცვის შემოკლება ცოდვა? მე ასე გიპასუხებთ: ეს არის არა იმდენად ცოდვა, რამდენადაც ცოდვის შედეგი და შემდგომი დაცემის წინაპირობა. ხშირად ამისათვის მცირეოდენი დაუდევრობაც კი საკმარისი ხდება. ადამიანები მიზეზებზე უნდა დავფიქრდეთ. საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1105 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
16 იანვარს, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, დეკანოზ თავმას ჩოხელის ინიციატივით, გუდამაყრული საღამო გაიმართა. საოცრად თბილი იყო მთიელი და ბარელი გუდამაყრელების შეხვედრა. მთის მონატრება და სიყვარული ერთმანეთს შენაცვლებულ ლექსსა და სიმღერაში გაჟღერდა. იყო პრობლემებზე საუბარიც. სწორედ იმ საღამოზე გავიცანი ჭეშმარიტად ღვთისნიერი მოძღვარი, დეკანოზი ზაქარია მგელაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ინტერვიუ ჩამოვართვი. მამა ზაქარიამ აღნიშნა, რომ ხშირად უნდა ეწყობოდეს მსგავსი შეხვედრები, რათა მთიდან წამოსული ადამიანებიც გააქტიურდნენ და წვლილი შეიტანონ მშობლიურ მხარეთა აღორძინების საქმეში.
– მამა ზაქარია, რამდენია ხანია, რაც მთაში მოღვაწეობთ?
– დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ხელდასხმით, რომელთანაც 10 თვე დიაკვნად ვიმსახურე, 2008 წლის 7 ივლისიდან დადგენილი ვარ ფასანაურის წმიდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ასევე მავალია ციხიძირისა და ჭართლის ეკლესიებში მსახურებაც, სადაც წირვებს შუა კვირაში ვატარებ. ციხისძირში წმიდა გიორგისა და ჭართალში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებია, რადგან ფასანაურთან ახლოსაა, გუდამაყრის ხეობაში მსახურებაც მე დამავალა მეუფემ.
– მ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1422 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 თბილისში ბოულინგის მოყვარულები გამოცოცხლდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს სპორტი მივიწყებული გახლდათ მისი სათამაშო კლუბის დახურვის გამო, ახლა კი "თბილისი ცენტრალში" გახსნილმა ბოულინგის ცენტრმა ეს სპორტი ააღორძინა და ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პირველი ტურნირი მასმედიის თასზე ჩაატარა.
ჩემპიონატი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჟურნალისტთა გუნდები თავგამოდებით ცდილობდნენ საპრიზო ადგილების დაკავებას. პრესის, რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენლები სპორტულმა აზარტმა შეიპყრო. გუნდური ასპარეზობის პირველ დღეს ტელეკომპანიები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მეორე დღეს პრესის წარმომადგენლებში გამოვლინდნენ სუპერფინალის მოთამაშეები და მესამე დღეს – რადიოებიდან.
სუპერფინალი მეოთხე დღეს, 3 დეკემბერს გაიმართა. მასმედიის თასის მფლობელი გაზეთი "24 საათი" გახდა, მეორე ადგილზე "რადიოქალაქი" გავიდა. მესამე ადგილი ჟურნალ "სარკეს" ხვდა წილად. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით "ბოულინგ ცენტრალმა" და "გოუ ელექტრონიქსმა" დააჯილდოვეს.
ტურნირის ბოლოს ჟურნალისტებმა დათქვეს, რომ ბოულინგის ფანკლუბში გაწევრიანდებიან. მათი აზრით, ბოულინგი ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ. მართლაც, ვისაც ეს თამაში ერთხელ მაინც მოუსინჯავს, მისგან მიღებული სიამოვნება არასოდეს დაავიწყდება. ასე რომ, თბილი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1152 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ნინო კურატაშვილი კვლავ მშობლიურ ტელევიზიას – პირველ არხს დაუბრუნდა. ჯერ დილის გადაცემა "ალიონი" მიჰყავდა, მერე საინფორმაციო გადაცემა "მოამბე", რასაც მოჰყვა ექვსწლიანი პაუზა, ახლა ის გადაცემა "სამოთხის ვაშლების" ერთ–ერთი წამყვანია.
– ნინო, რით ახსნით ამდენი წლის პაუზას?
– იმით, რომ ჩემი გოგონა მარიამი პატარა იყო და მასთან უნდა ვყოფილიყავი. ვერ წარმომედგინა, ის დრო, რასაც ტელევიზიაში ვატარებდი, შვილისთვის არ მომეხმარა, ამიტომ მუშაობას თავი დავანებე და მთელი ყურადღება შვილს დავუთმე. საინფორმაციოში ისეთი რეჟიმი იყო, რომ მთელი დღე სამსახურს ვუთმობდი. გადავწყვიტე, რომ ის პერიოდი ოჯახისთვის დამეთმო.
– ახლა აღარ გიჭირთ მარიამთან განშორება?
– არა. წამოიზარდა და საბავშვო ბაღში დადის. ოჯახში საქმეები გადავინაწილეთ, დილით მარიამი საბავშვო ბაღში მიდის, მე და ჩემი მეუღლე – სამსახურში.
– ეს გადაცემა დიდ დროს არ ითხოვს?
– არა. ეს რეჟიმი ძალიან მაწყობს, იმიტომ, რომ მთელი ჩემი დრო სამსახურს არ მიაქვს.
– როგორც ცნობილია, თქვენ ბიზნესმენობაც გადაწყვიტეთ?
– დიახ, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით პიარკომპანია "სმარტ ფენსილს". სულ მქონდა მოთხოვნილება, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. სანამ საქმე ავაწყვეთ, მანამდე ტელევიზიაშიც და
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1520 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|