კვირა, 21.06.2026, 13:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

მერაბ მამარდაშვილი - Merab Mamardashvili. Moscow, 1980


გოგი გვახარია – Gogi Gvakharia

ამ ხალხს მაშინ გვახარიასთვის არ ეცალა. ჯერ სხვა, მართლაც რომ ჭკვიანი ხალხისთვის უნდა გაეტეხათ სახელი. რობერტ სტურუასა და სერგო ფარაჯანოვს მალე მერაბ მამარდაშვილს მიაყოლებენ. ფილარმონიაში, "სახალხო ფრონტელთა” ყრილობაზე, სადაც მამარდაშვილი არ ისურვებს ილაპარაკოს ის, რასაც უმრავლესობა ქადაგებს – იტყვის, ჭეშმარიტება უფრო მაღალი ცნებაა, ვიდრე პატრიოტიზმიო… მას დარბაზიდან გააძევებენ – ხმაურით, სტვენით, გინებით.

იგი გავა და თავის საყვარელ ჩიბუხს გააბოლებს.

მერე ბატონი გურამ პეტრიაშვილი, ისევ და ისევ მწერალთა კავშირის გაზეთში, ქართული ენის ცოდნას დაუწუნებს და "აი იას” სწავლებას დაუწყებს.

"თქვენ ხომ შეგიძლიათ საზღვარგარეთ წახვიდეთ, აქ რა გაჩერებთ?” – ვკითხე ერთხელ ჩემს საკუთარ სახლში (რომელიც ყველა "საზღვარგარეთს” მირჩევნია)… ტატა თვალჭრელიძემ მოიყვანა "კარგი ფილმების” სანახავად. ბევრი არჩია და ბოლოს მკითხა, არ მინდა ასეთი კინო, კარგი ვესტერნი მირჩევნიაო…

"მე რატომ უნდა წავიდე ვითომ? ეგენი წავიდნენ, თუ კარგია!” – ეს თქვა და იმის ახსნა დამიწყო, რომ არც იქაა სუფთა ჰაერი, სადაც მე "ვუშვებდი”. ჯონ ფორდის რომელიღაც ვესტერნის ყურებაში, რატომღაც ფრანგი მომღერალი დალიდა გაიხსენა. მისგან გავიგე პირველად, რომ დალიდასთვის თვითმკვლელო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1222 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010




12 ნოემბერი გინესის რეკორდების მსოფლიო დღეა. ეს დღესასწაული 2003 წელს დაწესდა მას შემდეგ, რაც გინესის რეკორდების წიგნის ეგზემპლართა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.

გინესების რეკორდების ყოველწლიური წიგნი პირველად 1955 წელს გამოჩნდა, თუმცა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნის ისტორია მე–18 საუკუნიდან იწყება.

1759 წელს არტურ გინესმა დუბლინში თავისი პირველი ლუდსახარში გახსნა, რომელიც მრავალი წლის შემდეგ სახელგანთქმულ კომპანია "გინესად” იქცა. მე–20 საუკუნის დასაწყისში კომპანიას უკვე ორი ქარხანა ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთში, რომლებიც საფირმო ლუდს უშვებდნენ, ხოლო რეკლამა "გინესი – ძალაა” ამ სასმელის მოყვარულებს ლუდხანებში იტყუებდა. მაშინ ვერავინ აზრადაც კი ვერ გაივლებდა, რომ ეს სახელი დაერქმეოდა მსოფლიო რეკორდების წიგნს, რომელიც ლუდ გინესზე ბევრად პოპულარული გახდებოდა.

გინესის პირველი წიგნის გამოსაცემად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1394 | Added by: hooligan:) | Date: 04.05.2010


გინესის წიგნში ახალი რეკორდი შევიდა. ვარშავაში 20 წლის ერიკ მუხამეტშინმა შეასრულა სალტო 3,20 მეტრ სიმაღლეზე, კედელზე ახტომით და პლიუს, ამ დროს მის ქვეშ მანქანამ გაიარა. მისი ნახტომი 20 სანტიმეტრით მეტია წინა რეკორდზე
Category: სტატიები | Views: 1092 | Added by: hooligan:) | Date: 04.05.2010

სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით.

ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.


სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
წმ. იოანე ოქროპირი

საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან.
წმ. მაკარი დიდი

როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი

რისთვის განსცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ? გულის-ხმა-ჰყავ ბუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1258 | Added by: NaTia | Date: 03.05.2010

მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი

მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი

ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი.

უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.
წმ. ამბროსი ოპტელი

ყველა წმინდანი აღიარებდა თავის უღირსებას ღვთის წინაშე, ამით განცხადდა მათი ღირსება, რომელიც სიმდაბლეში მდგომარეობს.
წმ. ფილარეტ მოსკოველი

სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს.

რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ თავმდაბლობითა და მოწყალებით იცხოვრო.
წმ. პიმენი დიდი

ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
აბბა დოროთე

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1033 | Added by: NaTia | Date: 03.05.2010

« 1 2 ... 110 111 112 113 114 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები