|
|
მთავარი » სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს აწარმოებს. იგი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდება. სააკაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა სენატორებთან, ჰარი რიდსა და მიჩ მაკკონელთან. განხილვის თემა შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა იყო.
საქართველოს პრეზიდენტი სამიტზე სიტყვით უკვე გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საქართველო გლობალური საფრთხის შემცირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
"პრეზიდენტი ობამა კმაყოფილებას გამოხატავს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობის გამო და მიესალმება დემოკრატიული რეფორმების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას. აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას, დამოუკიდებლობას და ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის ქვეყანას მადლობა გადაუხადა", ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
"რუსეთს ცივი ომის რიტორიკა არ დაუსრულებია", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მონაწილეობს საქართველო ბირთვულ სამიტში, როცა ის ბირთვული სახელმწიფო არ არის, სააკაშვილი პასუხობს, რომ საქართველომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას უნდა შეუშალოს ხელი. ჟურნალისტი აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ ფულად დახმარებასაც ახსენებს და პრეზიდენტს ეკითხება, უკმაყოფილოა თუ არა იმით, რომ ბოლო დახმარება მხოლოდ ჰუმანიტა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1149 |
Added by: NaTia |
Date: 16.04.2010
|

ვირტუალურ სივრცეში - კერძოდ კი, ინტერნეტფორუმებზე - მომხმარებლების იდენტიფიკაცია არა მხოლოდ მათი ნიკების, ანუ ვირტუალური სახელების, მიხედვით ხდება, არამედ იმ ვიზუალური გამოსახულებებითაც, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ იუზერს ეკუთვნის და მას ავატარი ჰქვია. ერთი შეხედვით, ავატარის არჩევა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული პროცესია, მაგრამ, როგორც ჩვენი სიუჟეტიდან ირკვევა, ავატარს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.
თქვენი აზრით, რა არის ავატარი?
ყველაზე ხშირი პასუხი - ჯეიმს კამერონის ამავე სახელწოდების ფილმი. ყველაზე მოსალოდნელი პასუხი - ინტერნეტფორუმებზე მომხმარებლების, ე.წ. იუზერების, კუთვნილი და არჩეული გამოსახულება, ფოტო, ნახატი, წარწერა და. ა.შ
და ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი პასუხი - ავატარი ინდური წარმოშობის სიტყვაა და რეინკარნაციას ნიშნავს. ინგლისურ ენაში კი, როგორც საძიებო სისტემებში ვკითხულობთ, ეს სიტყვა განსხეულების მნიშვნელობით დამკვიდრდა.
ამ სიუჟეტის მომზადების იდეა კი ერთ კონკრეტულ ფორუმზე ერთი კონკრეტული ავატარის საინტერესო თავგადასავალმა გააჩინა.
ავატარზე ვიღაც უცნაური გარეგნობის მამაკაცის ფოტოა გამოსახული, სავარაუდოდ, პასპორტის ან მსგავსი სახის დოკუმენტისათვის გადაღებული. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ დროთა განმავლობაში ამ ადამიანს მისი პატრონი ია ვეკუა გამუდმებით უცვლის სახეს კომპიუტერულ პროგრამა „პეინტში". თავიდან ყურადღებას თითქოს არავინ აქცევდა, როგორ გახდა ჩვენი ავატარის გმირი უთ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1213 |
Added by: NaTia |
Date: 16.04.2010
|

ამ კვირაში ხელისუფლებამ ახალი ჯილდო დააწესა. ეგრეთ წოდებული ”ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი”, რომელიც 8 აპრილს სხვადასხვა პროფესიის 16 ადამიანს - მათ შორის, მწერალ გურამ დოჩანაშვილს, კონსერვატორიის რექტორ მანანა დოიჯაშვილს, ექიმ ფრიდონ თოდუას - გადაეცა... დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი დაესწრო გახსნას ხალხური და კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალისა, ”აღდგომიდან ამაღლებამდე”...
კონცერტის დასრულების შემდეგ ”ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი” მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გადასცა...მანამდე ფილარმონიაში ილია მეორის, ამჯერად როგორც კომპოზიტორის, ნაწარმოები შესრულდა - იანო ალიბეგაშვილმა იმღერა პატრიარქის ”ავე მარია”, თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.
საზოგადოებას ამ ნაწარმოების იდეა ილია მეორემ გაანდო ცოტა ხნის წინ, ეროვნული კოსტიუმის ჩვენებაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა. ამ უჩვეულო დეფილეს დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა:
”იმდენად მოხიბლული ვარ, რომ ყველას მივანიჭებდი პირველ ადგილს... მე უნდა ვთქვა, რომ ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სილამაზის გრძნობით. სილამაზის აღქმით.”
ილია მეორეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ხალხი არ არის დაჯილდოებული სილამაზის გრძნობით და სილამაზის აღქმით... არსებითად მისთვის ეს კითხვა არც არავის დაუსვამს. ასეთ ღონის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1141 |
Added by: NaTia |
Date: 16.04.2010
|

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს. თეთრი სახლის მიერ 14 აპრილს გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრისას „ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს ბატალიონის ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამსახურში გამოიხატება."
პრეს-რელიზში ვკითხულობთ, აგრეთვე, რომ ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
გარდა ამისა, „ვიცე-პრეზიდენტმა მოიწონა პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით საქართველოს გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევა, რისი მიზანიც სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა."
ჯოზეფ ბაიდენმა და მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრეს აშშ-ისა და საქართველოს ხალხებს შორის ღრმა და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც „დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივიცემის საერთო ფასეულობებს ეფუძნება."
საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თაოსნობით მოეწყო. ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა 13 აპრილს გაიმართა.
Category: სტატიები |
Views: 1169 |
Added by: NaTia |
Date: 16.04.2010
|

პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადადგომის შესახებ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს. ეს განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა ცნობას, რომ ბაკიევი ყირგიზეთიდან გაიქცა - მან თვითმფრინავით მიაშურა ყაზახეთს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომან ვასილენკომ რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ ბაკიევი ყაზახეთში ჩავიდა: „დიახ, დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ყურმანბეკ ბაკიევი ყაზახეთში ჩამოვიდა. იგი ჩამოფრინდა ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ტარაზში."
ყაზახეთი, როგორც ცნობილია, ეუთოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კანატ საუდაბაევმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყირგიზეთიდან ბაკიევის გამგზავრება მოჰყვა ამ საკითხზე ყირგიზეთის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებას, უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით. საუდაბაევი ამ განცხადებაში მიუთითებს ყაზახეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების „ერთობლივ ძალისხმევაზე", რომლის შედეგადაც მოიხსენიებს ყაზახეთში ბაკიევის გამგზავრებას. თვით ბაკიევმა ყირგიზეთში, მშობლიურ სოფელ ტეიტში შეხვედრისას უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაურეკა და თავის ქვეყანაში მიიწვია. ბაკიევმა ისიც თქვა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზეს ბელორუსიაში, რაზეც მან უარი განაცხადა.
ყაზახეთში გაფრენამდე ბაკიე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1217 |
Added by: NaTia |
Date: 16.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « მაისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|