|
|
მთავარი » სტატიები

"თითქოსდა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სულმა ზეგავლენა მოახდინოა სხეულის შენარჩუნებაზე. მთავარია საკუთარი თავის მართვა ისწავლოთ”. – ეს აზრი, რომელიც ოდესღაც გამოთქვა დიდმა გოეთემ, შეიძლება დაადასტუროს ასობით ადამიანმა. მათ პირადი მაგალითითაც დაამტკიცეს, რომ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე შეიძლება საკუთარი ინტელექტით მოიპოვოთ.
19 წლის გოეთეს ფილტვებიდან სისხლდენა დაეწყო. ექიმებმა იმედი გადაუწურეს. მან კი მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა დაებრუნებინა ჯანმრთელობა. და არა მხოლოდ დაიბრუნა იგი, არამედ 82 წელი იცოცხლა, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე შეინარჩუნა სხეული ახალგაზრდობა და მშვენიერება. გენიოსმა დააპროგრამა საკუთარი ტვინი ჯანმრთელობასა და ხანგძლივ სიცოცხლეზე, ტვინმა კი თავის მხრივ ბრძანება მისცა სხეულს.
სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები რომ ღრმა სიბერემდე აღწევენ, ამის მაგალითი ისტორიაში მრავლადაა. ლეონარდო და ვინჩი, რომელიც დაბადებისას 900 გრამამდე ძლივს იწონიდა, ბებია ქალებს მკვდარი ეგონათ და ჯამში გადაუძახეს. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ როცა ახალშობილმა ამოიკნავლა, მიხვდნენ რომ ცოცხალი იყო და ყველაფერი იღონეს მის გადასარჩენად. აღორძინების ხანის ამ უდიდესმა გენიოსმა მისი დროეისთვის წარმოუდგენლად დიდხანს იცოცხლა – 67 წელი, მან ინტელექტის ძალიათ აიძულა თავისი ორგანიზმი, ყოფილიყო ჯანმრთელი.

ფრანგმა მწერალმა ბერნარ ფონტელმა, რომელიც ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა, ასი წელი იცოცხლა.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1279 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

როგორია როცა ხმელეთის დასასრულსს ცხოვრობ
1. რონდა (ესპანეთი) : ადგილი, რომელიც გაყოფილია 100 მეტრიანი კანიონით


2. ბონიფაცო (კორსიკა) : 70 მეტრიან კლდეზე მდებარე დასახლება, რომელიც ხმელთაშუა ზღვის თავზე მდებარეობს 

3. კლდის სასახლე (ესპანეთი) : მდებარეობს 50 მეტრის სიმაღლის კლდეზე 

4. სანტორინი (საბერძნეთი) : 300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სამოთხე 

5. მანაროლა (იატალია) : მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მდებარეობის ქალაქი


Category: სტატიები |
Views: 1131 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

1-2 მეგრელები და გურულები; 3-6 იმერლები; 8-9 აჭარლები 
1-ქართლელი გლეხი; 2-მოქალაქე ხელოსანი; 3-მოქალაქე ვაჭარი; 4-7 მაღალი წოდების ქართლელები და კახელები; 8-9 ინგილოები

1-2 თუშები; 3-6 ხევსურები; 7 სვანი; 8-10 რაჭველები
Category: სტატიები |
Views: 1213 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

ქართული ცეკვის სეხეობები:
ქართული
ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის – სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.
მთიულური
ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალურ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1152 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

საქართველოში ტიხრული მინანქრის ხელოვნების უდიდესი სკოლა არსებობს. მუზეუმის საგანძურის დათვალეერებისას არაერთი უცხოელი სტუმარი გაოცებულა ქართული მინანქრის უნიკალური და გამორჩეული ნიმუშებით, თანაც ეს ნიმუშები უძველესია … სამწუხაროდ ტიხრული მინანქრის ტექნიკა ჩვენმა მხატვრებმა ერთხანს თითქოს მიივიწყეს, ბოლო დროს კი არაერთი მხატვარი დაუბრუნდა უნიკალური ტრადიციების მქონე ქართულ მინანქარს .
თბილისში გამართულმა ტიხრული მინანქრის პირველმა საერთაშორისო ბიენალემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე ქართული ტიხრული მინანქარი მსოფლიოში პირველობას არ თმობს. ბიენალში 12 ქვეყნის მხატვრები მონაწილეობდნენ. ხუთივე ნომინაციაში კი მხოლოდ ქართველებმა გაიმარჯვეს.
ტიხრული მინანქრით შესრულებული ნიმუშები განსაკუთრებით მოსწონთ უცხოელებს … იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული ტექნიკა, ამას ხელს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაც უწყობს.
Category: სტატიები |
Views: 1235 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|