|
|
მთავარი » სტატიები

მსოფლიოს მეშვიდე საოცრება, ალექსანდრიის შუქურა, სინამდვილეში რიგით მერვეა. სანამ მას ააგებდნენ, მსოფლიოს მეშვიდე საოცრებად ბაბილონის გალავანი ითვლებოდა…
ვინ დააარსა ალექსანდრია? მსოფლიოს მეშვიდე საოცრება, ალექსანდრიის შუქურა, სინამდვილეში რიგით მერვეა. სანამ მას ააგებდნენ, მსოფლიოს მეშვიდე საოცრებად ბაბილონის გალავანი ითვლებოდა. ნილოსის დელტაში აღმართული 130მ სიმაღლის შუქურა ანტიკური ხანის ადამიანებმა ისეთ თვალშისაცემ ტექნიკურ ქმნილებად მიიჩნიეს, რომ ბაბილონის გალავანი ერთი ხელისმოსმით ამოშალეს საიცრებათა სიიდან და მეშვიდე ადგილია არგუნეს შუქურას, როგორც ბოლო და ყველაზე გვიანდელი ხანის საოცრებას. დღემდე მასზე მაღალი შუქურა არც აგებულა. ეგვიპტის დაპყრობიდან ერთი წლის შემდეგ ალექსანდრე დიდი ძველ დედაქალაქ მემფისში ფარაონად ეკურთხა. ქრისტეშობამდე 331 წელს მსოფლიოს ახალგაზრდა დამპყრობელმა, რომელიც მაშინ 25 წლისა იყო, საზეიმო პროცესიის თანხლებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაზომა 30X7კვ.მ ფართობის (5370X1253მ) ტერიტორია. მას უკან მიჰყვებოდა ქურუმი, რომელიც მეფის ნაკვალევში დაფქვილ შვრიას ყრიდა. მათ მისნისგან იცოდნენ, რომ შვრია ღმერთებს კეთილად განაწყობდა და მეფის ჩანაფიქრიც განხორციელდებოდა.
სწორედ აქ, ნილოსის დელტის აღმოსავლეთით, უნდა დაარსებულიყო ალექსანდრია, მბრძანებლის პირველი ქალაქი (რომელსაც აღმოსავლეტის ქვეყნებში ბევრი სხვა უნდა მოჰყოლოდა). მაკედონელი მეფის აზრით, ეს ქალაქი ბერძნული კულტურიცა და ეკონომიკისთვის ღია უნდა ყოფილიყო; ამავე დროს უნდა გამხდარიყო უმნიშვნელოვანეს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 2758 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

ეს გიტარა ღირს 2800000 2 მილიონ რვაასი ათასი შეიქმნა ქველმოქმედებისთვის ცუნამით დაზიანებულთა დასახმარებლად მასზე არის მრავალი როკ ვარსკვლავის ხელმოწერა
ეს გიტარა არის არის AcDc სოლისტის angus young-ის ხელმოწერით და ღირს 28000 ევრო.არც ისე ბევრია პირველის შემდეგ

ეს გიტარა გაგიკვირდებათ მაგრამ ღირს 12000 ევრო.რატომ ღირს არ იყო მითითებული 
გიტარა ეკუთვნოდა Led Zeppelin-ის გიტარისტს Jimmy Page-ს და შეფასებულია 100000 ამერიკულ დოლარად

ესეც ეკუთვნის Led Zeppelin-ის გიტარისტს Jimmy Page-ს და შეფასებულია ნახევარ მილიონ დოლარად. ამ გიტარას ქვია Double Of Jimmy. მასზე დაკვრა ურთულესია

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული Bass გიტარა ის შეფასებულია 250,000 ფუნტ სტერლინგად 
ესეც იგივეა 
ეს არის 2009 წლის VAN HALLEN და ის შეფასებულია 25,000 ამერიკულ დოლარად.საოცრად მსუბუქია. 
Category: სტატიები |
Views: 1300 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ 1897 წელს ციხიდან გამოვიდა ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი, რომელიც იქ "უმსგავსო საქციელისთვის” იხდიდა სასჯელს. იგი მაშინვე პარიზში გაემგზავრა და სამი წლის შემდეგ მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ბოლო დღეებს მიუძღვნა წიგნი მწერალმა იან პარანდოვსკიმ.
მძიმედ ავადმყოფი უაილდი მიყრუებული სასტუმროს ნომერში წევს. მას გვერდში უდგანან ინგლისიდან გამოძახებული ძველი მეგობარი რობერტ როსი და რომანისტი რეჯინალდ ტერნერი. როსი უაილდს საყვედურობს, რომ იგი კონიაკს ეტანება: "შენ ხომ თავადაც იცი, რომ ეს შენთვის შხამია”, – უაილდი პასუხობს: "რისთვის უნდა ვიცოცხლო, რობი?”
მას სიკვდილზე ფიქრი თავს არ ანებებდა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ მხოლოდ მასზე ფიქრით ჰქონდა თავი გამოჭედილი, თუმცა მასზე მსჯელობდა სიცოცხლის ბოლომდე, თავის უკანასკნელ დილასაც კი. ერთხელ მან მოჰყვა თავისი სიზმარი, რომელშიც მან საკუთარი თავი გარდაცვლილთა შორის ნახა, იგი მათთან ერთად სვამდა და ჭამდა.
– დარწმუნებული ვარ, – თქვა ტერნერმა, – რომ შენ იმ ქეიფის სული და გული იყავი.
როდესაც ყველა წმინდანთა დღეს როსი პერ–ლაშეზის სასაფლაოდან დაბრუნდა, უაილდმა ჰკითხა, შეარჩია თუ არა იქ მისთვის ადგილი და თავისი საფლავის ქვისთვის ეპიტაფიის შედგენას შეუდგა.
– რობი, – გაიღიმა მან, – მე დიდი სარკოფაგი მჭირდება, რათა ოდესმე შენც იქ ჩემ გვერდით მოხვდე. ხოლო როდესაც საშინელი სამსჯავროს საყვირი დასჭექს, გადმოვტრიალდები და ყურში ჩაგჩურჩულებ: რობი, თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს არ გვესმის.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1247 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

ახლანდელი გამოკვლევებით დადგინდა, თვალის ღრუებისთვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯნებით ყოფილა ამოვსებული. რამდენიმე ქანდაკება რეკონსტრუირებულიც არის.
ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, მოაის ქანდაკებები კუნძულ პოლინეზიის მცხოვრებლებმა აღმართეს 1000-1100 წლებში. მათ მიცვალებული წინაპრების წარმოდგენა და ცოცხალი ლიდერების ძალის მიცემა შეეძლოთ, ასევე კლანთა სიმბოლოც შეიძლება ყოფილიყვნენ. მოაის დამამზადებლები განსხვავებული პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები იყვენენ, რომლებიც ოსტატთა უმაღლეს იერარქიაში იკავებდნენ ადგილს.მოაის დამზადება და დაყენება უდიდეს შრომასა და ხაჯრებს მოითხოვდა. დღემდე უცნობია როგორ აადგილებდნენ მოაის, ამისათვის ადამიანის ძალა, თოკები, ხის სათრეველები ან ბორბლები იყო საჭირო. ჩეხი მკვლევარი პაველ პაველი მიიჩნევს, რომ ქანდაკებებს თოკებით მიათრევდნენ. 1986 წელს ექსპერიმენტულად უჩვენეს თუ როგორ შეიძლება თოკებით მოაის გადატანა. ჯგუფში 17 კაცი შედიოდა. 19-ე საუკუნის შუა ხანებში მოაის ბევრი ქანდაკება ქვის სამტეხლოებისკენ წაიღეს, თუმცა, დღეისათვის საცერემონიო მოედანზე 50 ნაგებობაა რეკონსტრუირებული.

ახლანდელი გამოკვლევებით დადგინდა, თვალის ღრუებისთვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯნებით ყოფილა ამოვსებული. რამდენიმე ქანდაკება რეკონსტრუირებულიც არის.
ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, მოაის ქანდაკებები კუნძულ პოლინეზიის მცხოვრებლებმა აღმართეს 1000-1100 წლებში. მათ მიცვალებული წინაპრების
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1210 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ელვის პრესლი ძალიან იყო გატაცებული ნარკოტიკებით. მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე თავისი ექიმისგან 19 ათასი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო. 1981 წელს პრესლის ბიოგრაფმა ალბერტ გოლდმანმა გამოუშვა წიგნი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ როკ–მუსიკოსი იმიტომ დაიღუპა, რომ გაუფრთხილებლობის გამო ზედმეტი ტრანკვილიზატორი მიიღო.
მართლაც, ტოქსიკოლოგებმა, რომლებიც მუსიკოსის დაღუპვის შემდეგ მის შიგნეულს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბოლო დღე–ღამის განმავლობაში მან 22 სახის წამალი მიიღო, მათ შორის: ელავილი, ავენტილი, მორფი, კოდეინი, ვალიუმი, ნემბუტალი, დიაზეპანი, ამობარბიტალი, პენტობარბიტალი, პლასიდილი.
გოლდმანს ბევრმა მიანიშნა ან პირდაპირ უთხრა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა. ცხრა წლის შემდეგ გოლდმანი იგივე დასკვნამდე მივიდა: ელვის პრესლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გოლდმანს მრავალი ფაქტი მოჰყავს, რომელიც ამ ვერსიას ადასტურებს. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, თითქოსდა სინდისის ქენჯნისგან თავის გასანთავისუფლებლად, ელვისმა თავისთან ბილი სტენლი მიიწვია და თვალცრემლიანმა სთხოვა პატიება, იმისთვის, რომ ოდესღაც მისი მეუღლე აცდუნა.

ბოლო დროს იგი მუდმივად საუბრობდა სიკვდილზე. როდესაც მან თავისი ბოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი ნახა, სადაც აშკარად ჩანდა, თუ როგორ გასუქდა, პრესლიმ თქვა: "ახლა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ კუბოში კარგი სანახავი ვიქნები”. როდეს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1279 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|