შაბათი, 05.07.2025, 16:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
ნანიკო ხაზარაძეს მოგზაურობა ძალიან უყვარს და როგორც ახერხებს, იმ ინტენსივობით მოგზაურობს. უცხო ქვეყანაში ადაპტაცია, იქაურ გარემოსა და სამზარეულოსთან შეგუება არ უჭირს. ორიენტაციის კარგი უნარი აქვს და ადგილებსა და ქუჩებსაც ადვილად იმახსოვრებს. ახლა, გადაღლილი გრაფიკის გამო, დასვენება განსაკუთრებით უნდა და თანახმაა, ნებისმიერ ადგილას დაისვენოს, თუნდაც საქართველოში. მიუხედავად მოგზაურობის მიმართ დიდი სიყვარულისა, ნანიკოს ფრენის ეშინია და თვითმფრინავში ყოველთვის დამამშვიდებელ წამლებს სვამს. "გუმბათი" ნანიკო ხაზარაძეს "დღის შოუს" სტუდიაში ესტუმრა და მოგზაურობაზე ესაუბრა. 



– ნანიკო, მოგზაურობა გიყვართ? 

– კი, ძალიან მიყვარს და როდესაც საშუალება მაქვს, აუცილებლად მივდივარ სამოგზაუროდ. მნიშვნელობა არა აქვს, სად წავალ, მთავარია, წავიდე და ცოტა ხანი დავისვენო. რაც მთავარია, ამ დროს აუცილებლად მარტო უნდა ვიყო. მეტი საშუალება რომ მქონდეს, სულ მოგზაურობებში ვიქნებოდი. ვამბობ ხოლმე, ფული რომ მქონდეს და არ ვმუშაობდე, ერთი ქვეყნიდან მეორეში დიდი სიამოვნებით ვივლიდი–თქო. მოგზაურობა არასდროს მომბეზრდება. 

– რატომ გირჩევნიათ მარტო მოგზაურობა? 

– იმიტომ, რომ, როდესაც მარტო ვარ, უკეთესად ვისვენებ. ამ დროს მთლიანად საკუთარ თავს ვეყრდნობი, სხვის მითითებებს არ ვემორჩილები და სადაც მინდა, იქ მივდივარ. მოგზაურობა მაშინაა კარგი, როდესაც მარტო ხარ, სხვასთან ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1183 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

გიორგი გოგიჩაიშვილს საბავშო გადაცემები ენატრება
გოგიჩა, იგივე გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო პერიოდში "იმედის დილაში" მუშაობდა, ახლა კი "გოგიჩას ხარისხიანი დილის" წამყვანია. მიუხედავად ამისა, საზოგადოების თვალში ის მაინც ბავშვებთან ასოცირდება. როგორც თავადაც ამბობს, ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს და დიდი სურვილი აქვს, რომ ისევ წაიყვანოს რაიმე საბავშვო გადაცემა. დილის გადაცემებს და დილით ადრე ადგომას ძალიან შეეჩვია. ამბობს, რომ ასეთი გრაფიკით მუშაობა უკეთესია, რადგან შემდეგ მთელი დღე თავისუფალი აქვს, განსხვავებით მისი მეუღლისგან. როგორც იცით, ნათია ბანძელაძე რამდენიმე თვეა, რაც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა და ძალიან დატვირთული გრაფიკით მუშაობს. ცოლ–ქმარი ერთმანეთს თითქმის მთელი დღე ვერ ხედავს და ამ თემაზე გოგიჩა ბევრს ხუმრობს. დანარჩენს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– ბატონო გიორგი, რას გვეტყვით თქვენს გადაცემაზე, რომელიც უკვე ორი თვეა გადის ტელეკომპანია "მზის" ეთერში? 

– ჩემს გადაცემას ვერ გეტყვით, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავს ან არ ჰყავს, ზუსტი ციფრები არ ვიცი. ჯერ ახალი გადაცემაა, თუმცა, გამოხმაურებები არის. იქედან გამომდინარე, რომ "მზე" შედარებით პატარა ტელეკომპანიაა, ვაპირებთ, რომ ეს ტელეარხი მთლიანად "დაიქოქოს" და მაყურებელი დაიბრუნოს. ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ბოლო პერი ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1269 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

დევნილ ბავშვებს ერთი დღით ომის კოშმარები დაავიწყეს
თამარ გიგაური 10 წლისაა, მაგრამ ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ ნახა. მის მეხსიერებაში 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი კოშმარულ კადრებად აღიბეჭდა. მანქანას, სადაც მამასთან და თავის ძმასთან ერთად იჯდა, ჭურვი მოხვდა და აფეთქდა. მამა მის თვალწინ დაიღუპა, ის და მისი ძმა კი მძიმედ დაშავდნენ... 

მსგავსი ტრავმა ამ ომში უამრავმა ბავშვმა მიიღო. მათ თვალებში, რომლებიც, წესით, სიხარულსა და სიცოცხლეს უნდა ასხივებდნენ, ნაღველი და სევდა ჩანს... ანსამბლი "გვირილა" შეეცადა, ამ ბავშვებისთვის თუნდაც ერთი დღე გაელამაზებინა, რომ მცირე ხნით მაინც დაევიწყათ ომის კოშმარები. ანსამბლმა დევნილ ბავშვებს ახალი წლის წინა დღეებში უმასპინძლა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მათთვის კონცერტი გამართა. 

"გვირილა" 18 წლისაა. მათ სახელს არაერთი საქველმოქმედო აქცია თუ ფესტივალი უკავშირდება. მუსიკოსი ერნა წიფურია, რომელიც ანსამბლის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელია, სოციალურად დაუცველ ფენას, დევნილებსა და უდედმამო ბავშვთა სახლებს ხშირად სტუმრობს და ცდილობს, მათი მძიმე ყოფა მცირე ხნით მაინც გაალამაზოს. 

ერნა წიფურია: 

– ასეთ ღონისძიებას ყოველ წელიწადს ვატარებთ. ამჯერად ვეცადეთ, რომ ახალგორიდან, ცხინვალიდან, კოდორიდან დევნილი ბავშვებისთვის ერთი დღე გაგველამაზებინა. ეს ღონისძიება იმით იყო საინტერესო, რომ ბავშვებმა ბავშვებისთვის იზრ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1803 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი
"ბოროტების იმპერია – ასე მონათლა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი. როგორც ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სსრკ–შიც სრულყოფილი საიდუმლო პოლიცია არსებობდა. ის რეჟიმის საიმედო საყრდენი გახლდათ: 



– ამიტომაც ჩეკისტებს ეშმაკის მსახურები შეარქვეს, – წერს ალექსანდრე სოლჟენიცინი. 

ეშმაკზე მუშაობა კი ძნელია, ძალიან ძნელი. მსახურსაც პატრონის მიტოვების განუხრელი სურვილი უჩნდება. ამისი ნათელი დადასტურებაა ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი. 

სუპერაგენტი 

– რამ აიძულა უზრუნველყოფილი ებრაული ოჯახის შვილები ასე ბრმად ეწამათ ლენინის მოძღვრება? რა უბიძგებდა მათ მიეტოვებინათ ყველაფერი და კომუნიზმისათვის მებრძოლთა რიგებში ჩამდგარიყვნენ? – წერს ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე. 

კრივიცკი (ნამდვილი გვარი შამუილ გინსბერგი) ებრაელი გახლდათ. ის 1899 წელს გალიჩინაში (ლვოვის მახლობლად) დაიბადა. მაშინ ეს მხარე ავსტრო–უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. კრივიცკის მამა სავაჭრო ფირმის მოხელე იყო, კარგი ხელფასი ჰქონდა და შვილსაც ელიტარული განათლება მისცა. ვალტერმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ გიმნაზია, შემდეგ ლვოვის უნივერსიტეტი – ერთ–ერთი უძველესი ევროპაში. მიუხედავად ამისა, ნორჩი კრივიცკი ოქტომბრის გადატრიალებას მიესალმა და არალეგალური კომპარტიის წევრი გახდა. სსრკ–პოლონეთის ომის დროს კომუნისტი კრივიცკი პოლონელთა ზურგში აწყ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1410 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რას გვიმზადებს კურდღლის წელი
"გუმბათი" გთავაზობთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის მიერ მოწოდებულ 2011 წლის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშანთათვის: 



ვირთხა 

(...1936, 48, 60, 72, 84, 96...) 

ვირთხები ფრიად ენერგიულები, ექსცენტრულები, შეუპოვრები და თავისუფლების მოყვარულნი არიან. სწორედ ამ თვისებებმა შესაძლებელია წელს მათ პრობლემები შეუქმნან. გახსოვდეთ, რომ წლის მმართველი კატა სახლის მოყვარულია, მას არ უყვარს ექსტრავაგანტურობა. აქედან გამომდინარე, წლის მბრძანებელს რომ თავი მოაწონოთ, მოგიხდებათ მანევრირება, საჭირო სიტყვების მოძებნა, საკუთარი ინტონაციისა და მოქმედების ფორმის კონტროლი, რაც სულაც არ იქნება ადვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პერსონა ნაკლებად მოთხოვნადი იქნება საზოგადოებისთვის. მით უმეტეს, რომ კატა ისევე, როგორც ვეფხვი, პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ. აღიჭურვეთ მოთმინებით, მაშინ აღმოაჩენთ, რომ მხედველობიდან გამოგრჩათ რაღაც მნიშვნელოვანი, რისი გააზრებაც აუცილებელია. შესაძლებელია აღმოაჩინოთ რაიმე შედეგი, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ და რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. მოკლედ, კატა დაგეხმარებათ, ამ განმეორებითი სიუჟეტების ლაბირინთებიდან გამოსვლაში, თუ რასაკვირველია თქვენ შეამჩნევთ ამ განმეორებას. წელს, რაც მეტ დროს გაატარებთ წყალთან, მით უკეთ იგრძნობთ თავს. თებერვლის დასაწყისამდე ახალ ნაცნობებსა და კონ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1187 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები