|
მთავარი » სტატიები
მსახიობი ნინო ბურდული რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში. იგი გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში იმყოფებოდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქალბატონი ნინო "ლიჰტჰოფ თეატრში" თამაშობს. იგი გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა თავის ახალ პიესაში მიიწვია. ეს სპექტაკლი დამოუკიდებელი პროდუქციაა. როგორც ქალბატონმა ნინომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ სპექტაკლში თამაში მისთვის საინტერესოა, რადგან იქ რამდენიმე როლი აქვს, რადგანაც ერთსა და იმავე პერსონაჟს სხვადასხვა მსახიობი ანსახიერებს. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ნინო მსახიობია, მან რეჟისორობაც დაიწყო და ორი სპექტაკლი დადგა "თოლია" და "მაყურებელთა დარბაზები", რომლებზეც მაყურებელს, როგორც თავად ამბობს, დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. მომავალში კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმა სურს, რომელიც საქართველოზე იქნება, თუმცა ამას როდის მოახერხებს, ჯერჯერობით არ იცის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე "გუმბათი" ნინო ბურდულს ესაუბრა.
– ქალბატონო ნინო, თქვენ ახლახანს დაბრუნდით გერმანიიდან, სადაც თამაშობდით ერთ–ერთ სპექტაკლში. მოგვიყევით უფრო დაწვრილებით, რომელ ქალაქში და რომელ თეატრში იყავით?
– სპექტაკლი, რომელშიც მე ვთამაშობ, დაიდგა ქალაქ ჰამბურგში "ლიჰტჰოფ" თეატრში.
– როგორც
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1221 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 მომღერალ ეკა კვალიაშვილისთვის ახალი 2011 წელი წარმატებულად დაიწყო. პოპულარულმა შემსრულებელმა სიმღერის შემსწავლელი სტუდია ჩამოაყალიბა, სადაც 24 საათის განმავლობაში იქ ყოფნა და მუშაობა უწევს. თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, აღარ აქვს და როგორც "გუმბათთან" საუბრისას აღნიშნა, თავისუფალ დროს ის მეგობრებთან ერთად ატარებს.
– ეკა, როგორ დაიწყო ახალი 2011 წელი თქვენს ცხოვრებაში, შემოქმედებაში?
– საკმაოდ კარგად, თუმცა, ჩემი საქმიანობა ნოემბერში დავიწყე. გავხსენი სტუდია, სადაც, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომლებიც ძალიან დამიდგნენ გვერდში. ესენი არიან: თამრიკო მაყაშვილი, მარინა ლეკიშვილი და მე. გარდა ამისა, სპეციალური მოწვევით მეყოლება პლასტიკის მასწავლებელი კახაბერ შარტავა, რომელიც ასევე ჩვენი მეგობარია და მხარში გვიდგას. კახა კონცერტის წინ მოამზადებს სასცენო მოძრაობაში, პლასტიკაში თითოეულ შემსრულებელს. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება მომავალ თაობებს გადავცე, რადგან ისინი პროფესიონალ მომღერლებად ჩამოყალიბდნენ.
– რა გეგმები გაქვთ სტუდიასთან დაკავშირებით?
– ჯერ კიდევ მოდიან ბავშვები, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა ეს ყველაფერი. გეტყვით იმას, რომ უკვე არის რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც ს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 949 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 დღეს, მრავალი საცდურისა თუ ცრუ ფასეულობის აღზევების ფონზე, ბავშვთა აღზრდის თემა, უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. უკვე გაზრდილი შვილების უღირსი საქციელის გამოც არაერთ მშობელს აწუხებს კითხვა, თუ სად დაუშვა შეცდომა მაშინ, როდესაც ის საკუთარ შვილებს ცივ ნიავს არ აკარებდა და მათთვის თავდაუზოგავად იღვწოდა. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე (კვარაცხელია), ამ თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვთა სულის ჯანსაღად განვითარებაში, უმთავრესი, მაინც ოჯახური გარემო და მშობლების პირადი მაგალითია. იგი სახარებისეულ ფრაზას შეგვახსენებს და განმარტავს, რომ მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეებისადმი ნათქვამ სიტყვებში: "გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად", დღეს, სწორედ ის იგულისხმება, რომ თავად ჩვენ, ჩვენ მიერ სარწმუნოების არასწორი გაგებით, არაეკლესიური ცხოვრებით, არასწორი აღზრდით, მიმართულებით, ხედვით, ბავშვებს ხელს ვუშლით, ქრისტემდე მივიდნენ.
დეკანოზი პეტრე:
– ბავშვმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ასევე, რატომ არ შეიძლება. ამის ახსნა კი ჩვენ, მშობლებს უნდა შეგვეძლოს. ბავშვი ყველაზე მეტ დროს მშობლებთან ატარებს. თუ ის დაინახავს, რომ მათ ოჯახში არ სუფევს ერთსულოვნება, მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, ტრაპეზიც
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1309 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 "გუმბათი" გთავაზობთ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს, რომელიც ყოველ ორშაბათს ჟურნალთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თანამედროვე პროზას. ამ ნომერში გთავაზობთ გივი ალხაზიშვილის ნაწარმოებს "რკინის კარს იქით და აქეთ". ეს წიგნი რეალობაზეა დაყრდნობილი და მასში გარკვეულწილად თავად ავტორის თავგადსავალია მოთხრობილი, რომელიც ცხრამეტი წლის ასაკში, მესამე კურსიდან საბჭოურ ჯარში წაიყვანეს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ანტისაბჭოური ლოზუნგებით გამოვიდა. ინტერვიუში ბატონი გივი თავად მოგითხრობთ, თუ რას ეხება მისი ნაწარმოები, რა ხდებოდა მაშინდელ საბჭოთა ჯარში და რატომ უთვალთვალებდა მას "კაგებე" ჯარიდან დაბრუნების შემდეგ.
– ბატონო გივი, რას გვეტყვით თქვენს ნაწარმოებზე "რკინის კარს იქით და აქეთ"?
– ეს არის ჩემი ჯარში ყოფნის თავგადასავალი, რომელიც 2000–2001 წელს დაიბეჭდა. მასში არის დიდი ტკივილი ჩადებული, რომელიც საბჭოთა ჯარმა ჩემში დატოვა. ჩემს ნაწარმოებში ყველაფერი ნამდვილია და პერსონაჟებიც ნამდვილები არიან. ამ წიგნში ერთმანეთშია შერწყმული დოკუმენტური და მხატვრული მომენტები. როგორც სხვები მეუბნებიან ხოლმე, ეს წიგნი კარგი წასაკითხია, რადგანაც ერთ ღამეში კითხულობენ. პირველი გამოცემის შემდეგ, კორექტივები შევიტანე. ახლა რაც თქვენს ჟურ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1123 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
.jpg) "მობილური ტელეფონი მიმაქვს, გასაღებიც მიმაქვს, ესე იგი არაფერი მავიწყდება",-სახლიდან გასვლის წინ თეა ჩიხრაძე, როგორც წესი, ყოველთვის ამ ფრაზით რწმუნდებოდა, რომ ყველა აუცილებელი ნივთი თან ჰქონდა. წელს ტელეფონსა და გასაღებს კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი დაემატა: ის, რის გარეშეც თეა დღეს უკვე საღეჭ რეზინსაც აღარ ყიდულობს. უნივერსალურმა დაგროვებითმა ბარათმა მის მსგავსად "შოპინგისადმი" ტრადიციული მიდგომა ბევრ ადამიანს შეუცვალა.
ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში მარკეტინგის ერთ-ერთი პოპულარული ხელსაწყო-დაგროვებითი ბარათები გამოჩნდა. დასავლური ბიზნესი უკვე დიდი ხანია მიეჩვია მომხმარებლის "მიბმისა" და ლოიალობის შენარჩუნების ამ ეფექტურ ხერხს. თანამედროვე მარკეტოლოგებიც კლიენტებს ნაირნაირ სისტემებსა და სქემებს სთავაზობენ. გამოჩენისთანავე სიახლე ქართველებმაც კარგად აითვისეს და მრავალფეროვანი ფორმისა და დასახელების ბარათებით საფულეები და ჩანთები "გაიხალისეს". თუმცა იყო დისკომფორტიც: ყველგან სხვადასხვა ბარათი, ყველგან ცალ-ცალკე ქულები, მძიმე საფულე, რომელშიც სახელფასო ბარათიც კი აღარ ეტეოდა, სასურველი საჩუქრისთვის საჭირო ქულების მხოლოდ ერთ ადგილას შეგროვება კი რთული და ხანგრძლივი იყო. უნიკალური დაგროვებითი ბარათის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია გამარტივდა და მომხმარებლისთვის "დაგროვების" პროცესი უფრო კომფორტული, მოსახერხებელი და მომგებიანი გახდა. <
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1371 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|