პარასკევი, 16.01.2026, 22:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ბევრს კამათობენ, ქექავენ და ეძებენ ფაქტებს იმის დასამტკიცებლად, რომ მრავალხმიანი სიმღერების წმინდა ხალხურ წარმოშობაში ეჭვი შეიტანონ. ასეთი ვერაფერი იპოვეს და ბოლოს თავი დაანებეს.

ჩვენ კი, ქართველებს, საამაყო ის გვაქვს, რომ ქართული ხალხური სიმღერის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე იწყება და ამდენი საუკუნის მანძილზე, მასზე არავის და არაფრის გავლენას არ უმოქმედია.

და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ქართული ხალხური სიმღერა საზღვრებს გასცდა, მუსიკალური სამყარო მის უნიკალურობაზე აალაპარაკა და მსოფლიო არიარება მოიპოვა; როდესაც ცნობილმა გერმანელმა მუსიკათმცოდნემ, ზიგფრიდ ნადელმა ევროპული მრავალხმიანობის წარმოშობის საფუძვლად ქართული პოლიფონია მიიჩნია; როდესაც იგორ სტრავინსკიმ გურულ სიმღერებს უმაღლესი შეფასება მისცა და ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით გალაქტიკაში ”ჩაკრულო” გაუშვეს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავუფრთხილდეთ საუკუნეებში გამოტარებულ ეროვნულ საგანძურს.

იმერული ნადური – განსაცვიფრებელი და დინამიური; ურთულესი გურული პოლიფონიური ”კრიმანჭული”; დიდებული სვანური ფერხული, რომელსაც ზორბა სვანები ცეკვით აჰყვებიან ხოლმე; ღვთის სადიდებელი საგალობლები და კახური მრავალჟამიერი…

მოსკოვში, სწორედ იმ ქალაქში, სადაც ყველაფერ ქართულს ემბარგო დაადეს, ცენტრალურ ფონოარქივში დღემდე სათუთად ინახავენ 1907 წლის ჩაწერილ გურულ ოთხხმიან სიმღერებს. ქართულ ჩანაწერებს ინგლისშიც უფრთხილდებიან. ლონდონის არქივის თბილისურ კატალოგში, რომელიც ასევე 1907 წლით თარიღდება, ორმოცდაცხრა ქართული ხალხური სიმღერა ინ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1163 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ბაგრატ V-ის მეფობის ჟამს თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს. შვიდჯერვე ნაცარტუტად აქცია იგი, ერთ-ერთი ლაშქრობისას ხელთ იგდო მეფე ბაგრატი და უბრძანა გამაჰმადიანება.



კარგა ხანს ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო და სანაცვლოდ თემურისაგან ქართლში პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვა მიიღო.


სამშობლოში მიმავალ მეფეს ცბიერმა თემურმა მხლებლად 12 ათასიანი სპა გამოაყოლა; ქვეყნის გასამაჰმადიანებლად. ამ აზრს კი როდი ეთანხმებოდა ბაგრატი. როგორც კი მოუახლოვდა ხუნანს, მოუწოდა თავის ძეს გიორგის და ღვთის ძალით დაუნდობლად ამოწყვიტეს უცხო მხედრობა.



განრისხდა თემურ-ლენგი. თავისი ურიცხვი ლაშქარი კვლავ საქართველოსკენ გამოაჭენა. გზადაგზა წვავდა და აოხრებდა ყოველივეს. ასე ჩააღწიეს ქვათახევის მშვენიერ მონასტრამდე. სადაც ბოროტებით აღგზნებულებს სიმშვიდით მოსილი მონაზონნი, მორწმუნე დედანი და მამანი დაუხვდნენ.



დაუნდობლად შელეწა მომხვდურმა მონასტრის კარი, გაძარცვეს იგი და ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას. ცეცხლი ხატებსა და შიგ გამომწყვდეულ ადამიანებს მოედო. მონაზვნებმა იწყეს სამარადისო გალობა. ეს ამბავი 1386 წელს მოხდა.

ცეცხლით დამდნარი სხეულების ჩამონაღვენთი დღესაც ყვითლად აჩნია ქვათახევის ეკლესიას.

Category: სტატიები | Views: 1152 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ბედიის ტაძარი (რომელიც აფხაზეთში მდებარეობს) აშენებულია ბრწყინვალე ქართველი მეფის ბაგრატ III-ის (975-1014 წ.წ.) მიერ. მასვე მოუხატვინებია ეს ტაძარი. შეუწირავს მისთვის ხატები, ჯვრები, Bბარძიმ-ფეშხუმი, რაც ტაძრის სამკაულად იწოდებოდა. საეკლესიო სიწმინდეები, ამავე დროს, უზადო ხელოვნების ნიმუშებსაც წარმოადგენდა. სწორედ ამიტომაა, ალბათ, რომ `ქართლის ცხოვრებისУ მემატიანე ბაგრატის მეფობის ბრწყინვალებას სწორედ ამ ბედიის ტაძრის სამკაულებით განსაზღვრავს. `უკეთუ ვინმე ენებოს განცდად და გულისხმიერყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მეფობისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაულნი ბედიის ეკლესიისა~. Bბაგრატ III ბედიის ტაძარშია დასაფლავებული. სამწუხაროდ ამ სამკაულებიდან ჩვენამდე მხოლოდ ოქროს ბარძიმის ზედა ნაწილმა მოაღწია. B

Bბარძიმის თავდაპირველი ფეხი XVI საუკუნემდე დაკარგულა. Dდიმიტრი ბაქრაძემ არქეოლოგიური მოგზაურობის დროს ილორში ნახა ეს ბარძიმი ვერცხლის ფეხით, რომელიც წარწერის მიხედვით XVI ს-ში გაუახლებია სვიმონ ჩხეიძეს, ექვთიმე თაყაიშვილმა ეს ბარძიმი ფეხის გარეშე ნახა. Aამჟამად ბედიის ბარძიმი დაცულია სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში. Mმის ერთ მხარეს გამოსახულია საყდარზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით. საწინააღმდეგო მხარეს კი საყდარზე მჯდომი მაცხოვარი. Aამ ორ ფიგურას შორის თაღებქვეშ განაწილებულია 10 წმიდანის ფიგურა. Bბარძიმის ზედა კიდეზე ვხვდებით საქტიტორო წარწერას, რომელშიც მოხსენიებულია ბაგრატ III და მისი დედა გურანდუხტ დედოფალი.

Category: სტატიები | Views: 1740 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

"ეპოქალური ქალბატონი”, "სცენის დედოფალი”- ეს ის ეპითეტებია, რომლითაც ქართველ მსახიობს სოფიკო ჭიაურელს ამკობენ. ის მართლაც საოცრად ნიჭიერი ქალბატონი იყო. სამწუხაროდ დღეს ის ჩვენთან აღარ არის და ჩვენ ისღა დაგვჩენია გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო მან თავისი კარიერა და როგორ მოახერხა მთელი მსოფლიოსთვის შეეყვარებინა თავი.

1937 წლის 21 მაისს, ფიქრის გორაზე, საკუთარ სახლში, სოფიკო ჭიაურელი დაიბადა. ეს სწორედ ის უბანი და ის ადგილია, სადაც მის მშობლებს პირველი პაემანი ჰქონდათ. სოფიკოს მამამ აქ შეჰფიცა მომავალ მეუღლეს, რომ ამ ადგილას სახლს ააშენებდა და ასეც მოიქცა. სწორედ იმ სახლში დაიბადა ქალბატონი სოფიკო.


ის ხელოვანთა ოჯახიდან იყო და მისი არჩევანი, რომ მსახიობი გამხდარიყო არავის გაკვირვებია. მამა- მიხეილ ჭიაურელი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახლდათ. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველას აოცებდა. ის იყო მხატვარიც, მსახიობიც, მოქანდაკეც, უკრავდა ყველანაირ ინსტრუმენტზე და ამასთანავე იყო პოლიგლოტი. დედა- ვერიკო ანჯაფარიძე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი იყო. ხელოვნების ინგლისურმა აკადემიამ ის მეოცე საუკუნის საუკეთესო მსახიობი ქალების ათეულში შეიყვანა.


თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, სოფიკო ჭიაურელმა, თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი შეასრულა.პირველი ფილმი მისი მონაწილეობით რეზო ჩხეიძის "ჩვენი ეზო” იყო. მას სერგო ფარაჯანოვის მუზასაც კი უწოდებდნენ.

ყველაზე ცნობილი ფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1163 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

პეტრიწონის მონასტერი

პეტრიწონის მონასტერი, ასევე ბაჩკოვოს მონასტერი (ბულგ. Бачковски манастир) ბულგარეთში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტია და ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.

მონასტრის არქიტექტურა გამოირჩევა საერთო რწმენით დაკავშირებული ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურის უნიკალური კომბინაციით.

ისტორია

მონასტერი 1083 წელს დააფუძნა უფლისწულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე.

კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას

. ის იყო შუა საუკუნეების კულტურულ საგანმანათლებლო კერა – პეტრიწონის სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნები ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1185 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

« 1 2 ... 130 131 132 133 134 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები