პარასკევი, 16.01.2026, 17:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

გეორგიევსკის ტრაქტატი უნდა გაფორმებულიყო თუ არა?

ირანისა და ოსმალეთის მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა.


XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება საქართველოსადმი. მას შემდე, რაც რუსეთმა თავისი გავლენა ყირიმზე გაავრცელა და მისი საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა დაიწყეს კავკასიის ზბით წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა.

ამ გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა, რომლებიც ბეჯითად ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი შეხვდა.

1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1532 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

 მშობლიური მიწიდან აყრა და უცხო ქვეყნებში გადასახლება, ისედაც ერთი მუჭა ქართველებისათვის, ისტორიული ხვედრი ყოფილა. ეს არც შაჰ-აბას პირველის დროს დაწყებულა და არც მისი მბრძანებლობის მერე დამთავრებულა. იგი დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, რაშიც ირანი და თურქეთი ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს.



თემურლენგს ნაკლებად არ აუყრია ქართველები მშობლიური მიწიდან, მაგრამ შაჰ-აბასის სახელი მასზე უფრო მწარედ შემორჩა ჩვენს მეხსიერებას. როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, შაჰ-აბასს 130 ათასი სული გადაუსახლებია ირანში, მაგრამ ფრანგი მოგზაურის – შარდენის გამოანგარიშებით, საქართველოს ოთხგზის დალაშქვრის შედეგად შაჰს ირანში ტყვედ 400 ათასამდე ქართველი წაუსხამს.



მშობლიური მიწიდან აყრილთა ბედი სხვადასხვაგვარი ყოფილა – ნაწილი გზაშივე იყიდებოდა ან იხოცებოდა, ნაწილი ირანის სხვადასხვა რაიონში ჯგუფ-ჯგუფად მიმოიბნეოდა და თანდათან ადგილობრივ მოსახლეობაში ითქვიფებოდა.



ერთადერთნი არიან ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც არ აითქვიფნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და შეინარჩუნეს ქართველობა.



ქართველთა გადასახლება ირანში შაჰ-აბასის პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა – ერთი მხრივ, მათ ნაფუძარზე მაჰმადიანურ თურქმანულ ტომთა დასახლებას და ამით ირანის სახელმწიფოს განაპირა ზოლის საიმედოდ დაცვას, მეორე მხრივ, ირანში გადასახლებული ქართველებით მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან ირანელთა დაცვას.



შაჰ-აბასს ტყვე ქართველები ფერეიდანში დაუსახლებია. ქართველები ფერეიდნის თოთხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1188 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ივანე ჯავახიშვილი (დ. 11 აპრილი/23 აპრილი, 1876, თბილისი ― გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე), ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.


პროფესორი. ივ. ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის (რუსეთი) უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება. 1899—1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901—1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია).


1902—1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება" მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907—1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის (პეტროგრადის)უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1742 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010


იორგი ბრწყინვალე (1286 – 1346) – საქართველოს მეფე (1314 – 1346)

აღიზარდა სამცხეში, მისი ბაბუის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა – მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს” უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-08 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა.


გიორგიმ ჩაიბარა დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა „დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა… ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა – მრავალფერნი ულუსობანი”, არსად "სამართალი აღარ იყო-ღა”.

ქართველი დიდებულები მეფის მტკიცე ხელისუფლებას დიდი ხანია გადაჩვეულები იყვნენ, გიორგის რადიკალური ღონისძიებების გატარება მოუხდა. მეფის ბრძანებით, კახეთში, ცივის მთაზე, სადარბაზოდ მოიწვიეს ურჩი ერისთავები, შეიპყრეს ისინი და სიკვდილით დასაჯეს. მეფემ აღკვეთა ოსთა თავდასხმები და გაათავისუფლა ქალაქი გორი. მიუხედავად ამისა, ქვეყანა იმდენად იყო დანაწევრებული, რომ გიორგის „თბილისის მეფეს” უწოდებდნენ. საჭირო იყო ქვეყნის ერთიანობის აღდგენა.


წარმატებული იყო მეფის საგარეო პოლიტიკაც. გიორგი კარგად ხედავდა, რომ მონღოლთა ძლიერება წარსულს ჩაბარდა და ადრე თუ გვიან მათი სახელმწიფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1561 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010



ყველაფერი მონასტრის შესახებ

მონასტრის ისტორია

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი" უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.

14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა.

წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.

V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო.

XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი.

მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად.

შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1682 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

« 1 2 ... 132 133 134 135 136 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები