პარასკევი, 16.01.2026, 20:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიის ნაწილში მცხოვრებ იმ ხალხთა მითოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც საუბრობენ კავკასიური ენების ოჯახში შემავალ ენებზე. ამ ხალხთა ჯგუფს განეკუთვნებიან: ქართველები, ადიღები (ყაბარდოელები, ადიღები, ჩერქეზები), აფხაზები, აბაზები, ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), დაღესტნელები (ავარელები, ლეკები, დარგუელები, ლაკები, ლეზგები და სხვ.) და სხვ.სექციების სია

1 წარმოშობის ისტორია
2 დამახასიათებელი ნიშან-თვისებები
3 მითოლოგია კავკასიურ ფოლკლორში
3.1 ნადირობის რიტუალები
3.2 ტოტემები
3.3 ამინდის რიტუალები
3.4 აგრარული რიტუალები
3.5 ხელოსნობის მფარველები
4 ეპოსი

წარმოშობის ისტორია

ეს მითოლოგიური სისტემები წარმოიშვა უხსოვარ წარსულში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა წინაპარ ტომებს შორის. განვითარების პროცესში ეს სისტემები სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათზე ქრისტიანობამ და ისლამმა იქონია. კავკასიურ-იბერიული მითების ცალკეული ციკლები თითქმის არ შემონახულა, რადგან დიდ ეპოსებს (მაგ. ქართული ეპოსი ამირანის შესახებ, კავკასიური ნართების ეპოსი) შეერწყა თითქმის ყველა მითოლოგიური სიუჟეტი და მოტივი

. მრავალი წარმოდგენის და სიუჟეტის აღდგენა ხდება ენობრივი მონაცემებში და სიმღერებში, ცეკვებში, ზეპირ გადმოცემებსა და რიტუალებში გაბნეული მოტივების მიხედვით. ეს მოტივები, რომლებიც კარგავდნენ პირვანდელ კონტექსტს, ზოგჯერ ერწყმოდნენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1220 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

პეტრე იბერი (411-491)

რელიგიური ფილოსოფოსი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი). იყო შვილი იბერიის მეფის ბუზმარისა. ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით 12-14 წლის მურვანი სათანადო ამალითურთ მძევლად წარიგზავნა კონსტანტინოპოლს, სადაც ჩინებულად ისწავლა ბერძნული და სირიული ენები და სრული რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო.

მის სწავლა-აღზრდას სამშობლოდან წამოყოლილ ცნობილ ქართველ ფოლოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. ბიოგრაფ ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები.

შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც. მას იხსენიებენ, როგორც "მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს”. მაგრამ მურვანს არ აკმაყოფილებდა იმპერატორის სასახლე და რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა. იერუსალიმში მოსწავლე და მასწავლებელი ბერად აღიკვეცნენ, გამოიცვალეს სახელები – მურვანი-პეტრედ, ხოლო მითრიდატე-იოანედ იწოდებიან.

445 წელს მღვდლად ეკურთხნენ, საბოლოოდ კი მაიუმში დამკვიდრდნენ, ღაზის მახლობლად, და დიდ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას შეუდგნენ. (ანუ მიიღეს მღვდელ–მონაზნობა, ბერებიც აჰყავთ ამ ხარისხში, რათა მათ ჰქონდეთ უფლება აზიარონ მრევლი…)

პეტრე იბერი ავტორია დიდმნიშვნელოვანი წიგნებისა, თუმცა მისი სახელით ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1092 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ლაზეთი, იგივე ჭანეთი, უძველესი დროიდანვე დასავლურ-ქართული ტომებით იყო დასახლებული.

ძვ.წ. XI-VIII საუკუნეებში იგი ქართველი ტომების პირველ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში – კოლხას – შემადგენლობაში შედიოდა, ძვ.წ. VI საუკუნიდან ძლევამოსილი კოლხეთის სამეფოს ნაწილია. I საუკუნეში ეს ტორიტორია რომმა დაიპყრო. იბერიის (ქართლის) სამეფოს ძლიერების ხანაში ლაზეთის ნაწილი ქართლის სამეფოში შევიდა. VII საუკუნეში აღმოსავლეთ ლაზეთს ბიზანტიის იმპერია დაეუფლა.



XIII საუკუნის დამდეგს საქართველომ ბიზანტიის იმპერიას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ჩამოაჭრა და მისგან ტრაპიზონის ვასალური სამეფო შექმნა. აღმოსავლეთ ლაზეთი მის შემადგენლობაში მოექცა. 1282 წელს ლაზეთი დავით ნარინმა დაიპყრო, ხოლო XIII საუკუნის მიწურულს ის სამცხის მფლობელ ჯაყელთა ხელში გადავიდა. XV საუკუნეში სამცხის მთავარმა ლაზეთი გურიის მთავრს გადასცა, თუმცა მომდევნო პერიოდებში ლაზეთი ამ ორ სამთავროს შორის მუდამ ცილობის საგანს წარმოადგენდა.

XVI საუკუნეში ლაზეთი ოსმალეთმა დაიპყრო. მიტაცებული ქვეყანა ოსმალებმა ტრაპიზონის ვილაიეთს მიათვალეს და ხუთ კაზად დაყვეს.

ლაზეთის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ადგილობრივი მოსახლეობის გამაჰმადიანება იწყეს, მაგრამ ხალხი წინ აღუდგა მათ მცდელობას. მაშინ თურქებმა მძიმე გადასახადები დაუწესეს ყველას, ვინც ქრისტიანობას შეინარჩუნებდა და მაჰმადიანობის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1297 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ბაგრატის ტაძარში სამარხი აღმოაჩინეს. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, სამარხი ქალს უნდა ეკუთვნოდეს.

„ტაძრის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია ქალის მდიდრული სამარხი, რომელიც სავარუდოდ, დედოფალი უნდა იყოს, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებით ამ ეტაპზე რამის თქმა არ შეგვიძლია”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბაგრატის ტაძარში, შესაძლოა, თამარ მეფეც ყოფილიყო დაკრძალული.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, სამარხში დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები და სხვადასხვა სამკაულები არის თავმოყრილი. ამავე სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისისაკენ უკვე გაეშურნენ. ჯერჯერობით დაუზუსტებელია თუ რომელი საუკუნით თარიღდება აღნიშნული სამარხი.

გავრცელებული ცნობით, ძვირფასეულობა იმდენად დიდი რაოდენობისა და მნიშვნელობისაა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები იცავენ.

Category: სტატიები | Views: 1105 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ალბათ ყველას გსმენიათ მამა გაბრიელის შესახებ… მის სახელს ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება… ჩემი თხოვნა იქნება წაკითხვა არ დაგეზაროთ…


მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) მღვდელ-მონაზონი, საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 აგვისტოს, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის ახლოს. მამამისი, ვასილ ურგებაძე მტკიცე ხასიათის კომუნისტი იყო. იგი ხელმძღვანელობდა ეკლესიის დანგრევას და მის ადგილზე კინოთეატრის მშენებლობას. მას აკრძალული ჰქონდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხზე მსჯელობა. მეუღლეს, (შემდგომში მონაზონი ანა), უკრძალავდა ბავშვების მონათვლას და ეკლესიაში სიარულს. არაერთხელ დამუქრებია მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს დაატოვებინებდა. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ, ოჯახის წევრები მამის სახელს – ვასიკოს, მამა გაბრიელს ეძახდნენ.



პატარა ვასიკო იყო ძალიან წყნარი. უყვარდა ქვიშაში თამაში, თუმცა სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, ყოველთვის ეკლესიებს აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა ეს სანთლებიაო. ერთხელ, მეზობლების ჩხუბს შეესწრო; ერთმა ქალმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო. გაკვირვებულმა ვასიკომ იკითხა – რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა, უთხრეს ეკლესიაში წასულიყო, მაგრამ ეკლესია დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება და ღვთის წყალობით შეიძინა წიგნი, რომლითაც ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო. წიგნი ბაზარში იყ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1253 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

« 1 2 ... 131 132 133 134 135 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები