|
|
მთავარი » სტატიები

ბერიკაობა, ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ" (შვილი).
ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები)
.
დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათებს, თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო. საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1518 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

წაწლობის ტრადიცია და ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე უძველესია ჩვენი ქვეყნის წეს-ჩვეულებათაგან. იგი ძირითადად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ერთობ ორიგინალურობითაც გამოირჩეოდა. წაწლები, როგორც წესი, იყვნენ ერთმანეთის ბავშვობის მეგობარი ქალ-ვაჟი, რომელთა მეგობრობა პირველ რიგში, იმით იყო გამოხატული, რომ მათ ღამითაც კი ერთად უნდა დაეძინათ. ფშავური ტრადიციის მიხედვით, წაწლებს უფლება ჰქონდათ, ერთმანეთთან ყოველმხრივი ალერსისა, ოღონდ მათ შორის სექსის არსებობა ამ წესის დიდ დარღვევად ითვლებოდა და მსგავს შემთხვევებში უფრო მეტად ვაჟი ისჯებოდა, როგორც წაწლობის ფიცის გამტეხი და ადათ-წესის მოღალატე.
გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი:”წყვილ წაწლების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არა მხოლოდ ცალკეულ ოჯახს, არამედ მთელ სოფელს უნდა სცოდნოდა, რადგან ნაწაწლები ქალის გათხოვების შემთხვევაში არავის გასჩენოდა რაიმე ეჭვი. წაწლები ძირითადად მცირე ასაკიდან და უმეტესად, რაიმე ახლობლობა-მეგობრობის კრიტერიუმებით ირჩეოდნენ, ხშირად მშობლების მიერ.
დაშვებული იყო გვიანდელი წაწლობა, ანუ ქალ-ვაჟის მოწიფულობის ასაკში დაკავშირება ამ წესით, თუმცა მშობელთა სურვილის გარდა, თვითონ საწაწლო კანდიდატების თანხმობაც აუცილებელი იყო. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სტუმარსა თუ ახალგაცნობილ კაცს, რომელიც რაიმეთი სიმპატიას დაიმსახურებდა მასპინძელთა (ამ შემთხვევაში მთიელ მასპინძელთა) თვალში, პატივისცემის მიზნით ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს გვერდით უწვენდნენ, როგორც წაწალს, თუმცა კაცს სექსის უფლე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1385 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

ვინ არის ეს ქალი?
მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯი ცხენი,
გადვიჩეხე,
უკურნებლად დაჭრილი ვარ…
დამეხსენი!
შეკიდებიან მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები,
თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები,
ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.
სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა:
ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი
ასეთი ცისფერი?
ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,
შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.
ლიუციფერი:
- ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი
ასეთი ცისფერი?
გალაკტიონ ტაბიძე
ვინ არის კაცი?
კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა ქუჩაში სალამს არ გაძლევს, თუ დაჰპატიჟე სადილად, დიდ ჯიუტობას არ გასწევს. კაცი ის არის, ვინაცა შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა და ჰსახავს იდეალადა სალხინო სამიკიტნოსა. კაცი ის არის, ვინაცა არა კითხულობს გაზეთსა, წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს, მეარღნეს აძლევს მანეთსა. გადაამტერებს ერთმანეთს ქართლსა, იმერეთს, კახეთსა, საკუთარს ანბანს შეუდგენს სამეგრელოს და სვანეთსა. კაცი ის არის, სიცოცხლე ვინაც ატარა ტკბილადა, _ სიკვდილის შემდეგ იწოდა დიდყურიანის შვილადა.
ვაჟა ფშაველა
*** ვარდი დააზრო საზამთრო ნიავის ჩამოქროლამა, ლამაზი ქალი დააჭკნო გულს სევდის შამოწოლამა, გვერდზე კაიყმის არყოლამ, ბეჩავ ქმარასთან წოლამა, უდრო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1232 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი ”გაღმა ნაპირი” ამერიკული კონოაკადემიის მთავრის ჯილდოს ”ოსკარის” საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.
როგორც ”მედიანიუსს” ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა კოტე ჩლაიძემ განუცხადა, შიდა შერჩევით ჟიურიმ ოსკარზე წარსადგენად ”გაღმა ნაპირი~ დაასახელა . კონკურსზე ”გაღმა ნაპირის” კონკურენტი ფილმი ზაზა ურუშაძის ”სამი სახლი” იყო. ოვაშვილის ფილმმა ერთი ხმით გაიმარჯვა.
ფილმი `გაღმა ნაპირი~ აფხაზი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. 12 წლის დევნილ თედოს ომმა ყველაფერი წაართვა, რაც გააჩნდა და რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმში აღწერილია, თუ როგორ ცდილობს 12 წლის ბიჭი თავის თავში დაიბრუნოს მომავლის რწმენა და იმედი

”გაღმა ნაპირი” სხვადასხვა პრესტიჟულ კინო-ფესტივალის პრიზიორია.
2009 წელს აღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-9 კინო-ფესტივალის გრანპრი ”ოროს შროშანი” , ამერიკაში სიეტლის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, კინო-ფესტივალ ”სამხრეთ კინოს” მთავარი პრიზი ”ოქროს ალამაბარა” პარიზის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის ”პარიზი სინემას” საერთაშორისო ჟიურის პრიზი, ერევნის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ”ოქროს გარგარი”. .
Category: სტატიები |
Views: 1236 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|

ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი და საკათედრო ტაძარი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენრები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1523 |
Added by: NaTia |
Date: 10.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|