პარასკევი, 16.01.2026, 17:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა. ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა: ღვთისმშობლის კვართი მისივე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა.

საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ.

წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის სასახლეში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი შემკობილია თვლებით, ღვთისმშობლის გამოსახულებით და აქვს წარწერა: „…შევამკე ჻ და ფერვითა ჻ თვალითა ჻ მარგალიტითა ჻ მე ხელმწიფემან ჻ დადიანმა ჻ პატრონმა ჻ ლევან ჻ მისთვის ჻ საოხად ჻ შეგიმკვეთ ჻ ყოვლად წმიდაო ჻ ქერუბიმთა ჻ უმაღლესო ჻ სერაბიმთა ჻ უაღმატებულესო ჻ ქალწულო ჻ ყდ ჻ საგალობელო ჻ ლხინებაო ჻ ყოველთა ჻ ქრისტეანეთაო ჻ შეისმინე ჻ ვედრება ჻ ჩვენი ჻ და ჻ იხსენ ჻ და აცხოვნე ჻ განუსვენე ჻ და აკურთხე ჻ სული ჻ დედოფლისა ჻ ნესტან-დარეჯანისა ჻ და დაამკვიდრე ჻ სასუფეველსა ჻ ამინ ჻

მოიჭედა ყოვლად ჻ წმიდისა ჻ პერანგისა ჻ კუბო ესე ჻ ქკსა ჻ სამას ჻ ოცდა ჻ რვასა ჻" (ქორონიკონი უდრის 1640 წელს).

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ის მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.

ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხზე: „…ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი…"

სამაგიეროდ ცნობები ამ და ზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1520 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

როგორც ალბათ ბევრს გსმენიათ, არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც ნოეს კიდობანი არის საქართველოში – კერძოდ კი სოფელ ნუნისში. . .

მე ძალიან დამაინტერესა ამ სოფელმა და დავიწყე ინფორმაციის მოძებნა ამ სოფელზე : ) ცოტა რამ ვნახე სხვადასხვა ადამიანების მონაყოლიდან : ) ასე რომ თუ გაინტერესებთ წაიკითხეთ ეს პოსტი და დააკომენტარეთ : )


ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ 4-5 წლის წინ(თუ 3-4), გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ნოეს კიდობანი არ ტივტივებდა წყალზე, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი(მთა, გამოქვაბული) დაიკეტა ჰერმეტიულად. ბატონი გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს(ან ბატონმა გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი(შესასვლელი).


კიდევ იყო ფაქტები. . . ცოტა ხნის შემდეგ ეს თემა ყველამ დაივწყა – და ეხლახანს, ერთ-ერთ ჟურნალში აღმოვაჩინე დაახლოებით იგივე შინაარსის სტატია . . . რომელშიც მოყვანილი იყო ფაქტები – თუ რატომ იყო ის მთა ნოეს კიდობანი, და როგორ ცოცხლობდნენ შიგნით ადამიანები, მაგრამ ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1314 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ფშავ-ხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა,თავისი უძლიერესი ხელოვნებით… გაგრძელებაში ნახავთ როგორ ილოცებიან მთაში

ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, ვისაც შენი სიცოცხლე არ უნდოდეს, ღმერთმა ის ნუ აცოცხლოს, შენი ამჯობინოს შენი მტრისას. შეგეწიოს ფშავ-ხევსურეთის სალოცავები, კეთილ საქმეზე ხელი მოგიმართოს, გაგახაროს, (ქალს) ძმები გიცოცხლოს, შენს ბედნიერობას შაგვასწროს, შენს მაყრად მოვდიოდე, ქორწილში ღვინოსა ვსომდე.

ბებერო, გაცოცხლოს, მანამ გინდა რო იცოცხლო, ღმერთმა მოგცეს მუხში ჯანი და თვალის სინათლე, შენი შვილების ხელით გეღირსოს გულზე მიწა, გიცოცხლოს ისინიც, ვინც გყვანან და გეიმედებიან. სააქაოს ცხოვრება მოგცეს, საიქიოს ცხონება.

პატარძალო, გაგახაროს, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში, ისითა ჭკვა-ნამუსისა გამყოფოს, რო თხასა და მგელს ერთად აძუებდე, ისითა საყვარელი გამყოფოს, რო დედამთილი მამამთილს ეჩხუბებოდეს, როგორ თუ პატარძალი გამიჯავრე და მამამთილი დედამთილსა.

მე მაამოს, თქვენ გაგიმარჯოსთ, – ესე მტერი დაგესცალოსთ.

მამაო მღვდელო, შე გაცოცხლოს, შენი წირვა-ლოცვის მადლი შენც შაგეწიოს და ჩვენც, ცოლ-შვილი გიცოცხლოს.

ბალღო, შენც გაცოცხლოს, დედ-მამა გიცოცხლოს, კაი კაცი გამოგიყვანოს, – პურადი, გულადი, – მტერს მტრულადა ჰხვდებოდე, მოკეთეს მოკეთურადა, არ იყო წარამარაი. მე აქ ვილოცები, გამგონე ღმერთია

Category: სტატიები | Views: 1124 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა…

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1183 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

იეთიმ გურჯი (ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი)ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.

1895წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე.

  იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური ბოჰემა.

Category: სტატიები | Views: 1384 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

« 1 2 ... 133 134 135 136 137 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები