ხუთშაბათი, 15.01.2026, 23:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები


ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იან წწ. ― გ. 502), პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. "გორგასალი” (სპარსულად – მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული.

იღვწოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ I-ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებში, რ-თაც მხარს უჭერდნენ ირანელები. პირველი იერიში ვახტანგ I-მა ეკლესიაზე მიიტანა.

ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ამავე დროს შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები და შეცვალა ზოგი ძველი ეპისკოპოსი. განსაკუთრებული ყურადღება ვახტანგ I-მა, ჩანს, სამეფო დომენს (კახეთ-კუხეთ-ჰერეტს) მიაქცია, სადაც 5 ახალი ეპისკოპოსი დაანიშნინა. ამ რეორგანიზაციას აშკარად პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: ვახტანგ I-მა ეკლესიიდან განდევნა თავისი მოწინააღმდეგები, უფრო მეტად დაუქვემდებარა იგი სამეფო ხელისუფლებას, მოუპოვა მეტი დამოუკიდებლობა საერთაშორისო სარბიელზე და ამავე დროს ხელახლა გააცხოველა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მომავალ ბრძოლაში ირანის წინააღმდეგ.


		<!-- ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1674 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

პატრიოტიზმი-(ბერძ.ατριώτης-თანამემამულე,πατρίς — სამშობლო) მორალური და პოლიტიკური პრინციპი, სოციალური გრძნობა , საკუთარი სამშობლოს მიმართ სიყვარული, ამასთან სამშობლოს ინტერესების დაყენება საკუთარზე წინ. სამშობლოს გულშემატკივრობა და სიამაყე მისი კულტურით.

პატრიოტიზმის სახეები:

პოლისური პატრიოტიზმი_ არსებობდა ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფოებში (პოლისებში)
იმპერიული პატრიოტიზმი – მხარს უჭერდა ლოიალობის გრძნობას იმპერიისადმი და მისი მმართველებისადმი.
ეთნიკური პატრიოტიზმი (ნაციოანალიზმი) _ სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობა.
სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი _ დაფუძნებული სახემწიფოსადმი სიყავრულზე.
მჟავე პატრიოტიზმი (ურა-პატრიოტიზმი) _ ჰიპერტროფირებული სიყვარულის გრძნობა სახელმწიფოსადმი და სამშობლოსადმი.

ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

პატრიოტიზმი არის შედარებით გვიან გაჩენილი მოვლენა. მაგალითად, ჩვენ ვერაფრით ვიტყვით, რომ შუა საუკუნეებში ან ანტიკურ ხანაში ადამიანები იყვნენ პატრიოტები. პატრიოტიზმი გაჩნდა მოდერნთან, ახალ სამყარო წესრიგთან ერთად. ფაქტიურად მისი დაბადების ადგილი არის საფრანგეთი, ის საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ მოიტანა, როდესაც ძალაუფლების სათავეში მოსულმა რევოლუციურმა ჯგუფმა იაკობინელებმა შემქმნეს ერთგვარი რელიგიის შემცველი იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა. ისინი საკუთარ თავს ეძახდნენ პატრიოტებს და თაყვანისცემის ობიექტად გამოაცხადეს სამშობლო ანუ პატრია. აქედან გავრცელდა ჯერ მთელ დასავლეთ ევროპაში და დასავლეთიდან წამოვიდა შემდგომ აღმოსავლეთის მიმართულებითაც, ასე ჩამოაღწია ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1298 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) – ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია
დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ა.შანავა, სოლომონ|ს. დოდაშვილი]], რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე.

ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ” უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას.

მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1245 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

სანამ ევროპიდან ნაძვის ხე შემოვიდოდა მანადმე ქართველები ახალ წელს ჩიჩილაკით ხვდებოდნენ.

ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას” წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. "ყვინჩილებს”. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.

ჩიჩილაკი ქართველებისთვის წმინდა ბასილის წვერის სიმბოლოა. ახალ წელს ქართველები ამ წმინდას სთხოვდნენ ბედნიერებას, ვაჟიანობას და საქონლის გამრავლებას.
ამიტომაცაა რომ ძველი ტრადიცია ამდენ ხანს გაყვა ხალხს, ახალ წელს კი ნაძვის ხის გვერდით ყოველთვის რჩება პატარა ადგილი ჩიჩილაკისთვის.

Category: სტატიები | Views: 1289 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.


დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.



სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი”, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.


მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1310 | Added by: NaTia | Date: 10.04.2010

« 1 2 ... 135 136 137 138 139 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები